x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138463
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512084
პირველი ეროტიკული წიგნის ისტორია– საინტერესო ფაქტები ვატიკანის ტრადიციებზე (+18)
რომის პაპის სასახლის სტუმრებს ყოველთვის აჩვენებენ რაფაელის ოთახებს. ეს ოთხი ოთახი დამშვენებულია რაფაელ სანტის ცნობილი ფრესკებით. ისინი ტურისტებს მოწიწების და სიდიადის გრძნობით აღავსებენ.

image

რეპროდუქცია „ სატირი და ნიმფა“, ერთერთია თექვსმეტი პოზიდან.


მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ადრე ამ კედლებზე სრულიად სხვა, ეროტიკული გამოსახულებები იყო განტავსებული. დღესდღეობით
დაკარგულები, მაგრამ ისტორიაში დარჩენილნი პირველი, საკმაოდ თამამი წიგნის სახით.


კონსტანტინეს დარბაზი ამ ოთახებიდან ყველაზე დიდია. ამჟამად აქ გამოსახულია სცენები ქრისტიანობის მიმღები რომის პირველი იმპერატორის, კონსტანტინეს ცხოვრებიდან.

გრავიურის ფრაგმენტი წიგნიდან „თექვსმეტი პოზა“.გრავიურის ფრაგმენტი წიგნიდან „თექვსმეტი პოზა“.


ხელოვნების ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ადრე კედლებს ამშვენებდა მეტად უხამსი სურათები.



image


ტიციანის ფუნჯს მიკუთვნებული ჯულიო რომანოს პორტრეტი.



კონსტანტინეს დარბაზის მოხატვის დასაწყისში, რაფაელი გარდაიცვალა. ოთახი მოხატა მისმა მოწაფეებმა ჯულიო რომანოს ხელმძღვანელობით.

შესრულებული სამუშაოსთვის არადროული გადახდის გამო მან წყენა ჩაიდო გულში პაპის, კლიმენტი VII-ის მიმართ. და დარბაზის კედლებზე გაჩნდა 16 პატარა სცენა_ წყვილი, სხვადასხვა პოზებში.


ეს არ იყო იმდენად გიჟური, როგორც ერთი შეხედვით მოჩანს. ხორციელი ტკბობა, ხელოვნება და კათოლიკური ეკლესია რენესანსის
ეპოქაში ისევე მჭიდროდ იყო გადახლართული ერთმანეთში, როგორც საყვარლები რომანოს ნახატებში.


ამბობდნენ, რომ თვით რაფაელი უნდა გამხდარიყო კარდინალი პაპის, ლევ X-ის დროს, მაგრამ ის ადრე მოკვდა ციებცხელებისგან თავისივე საყვარელთან გატარებული ძალიან უცნაური ღამის შემდეგ.


ჩანაწერების მიხედვით სახლებს, რომლებიც ეკლესიის ან თანამდებობის პირების კუთვნილება იყო, ხშირად იკავებდნენ ქალები გვარის გარეშე.

სავარაუდოდ ეკლესიის ჩინოვნიკების საყვარლები. ისინი წყნარად და მოკრძალებულად ცხოვრობდნენ თავიანთ საყვარლებთან.

ეროტიკული ხელოვნება ვატიკანის კედლებზე ახალი არ იყო. 1516 წელს კარდინალი ბაბიენა ეკლესიის ისტორიაში შევიდა იმით, რომ თვით რაფაელი დაიქირავა.

მან სააბაზანო ოთახი დაამშვენა მობანავე შიშველი ნიმფებით.

image
კარდინალ ბიბიენის სურათი. რაფაელი.

მაგრამ, თუ სააბაზანო ოთახი კარდინალის საკუთრებას წარმოადგენდა, კონსტანტინეს დარბაზი _ საჯარო ადგილი იყო.

რომანოს ნახატები გაანადგურეს. ისინი არც არავის გაახსენდებოდა, რომ არა მარკანტონიო რაიმონდი. ნიჭიერმა გრავიორმა და მბეჭდავმა დააკოპირა რომანოს ეროტიკული სურათები. „ თექვსმეტი პოზა“ _ ასე
ეწოდებოდა ამ გრავიურებიან ბროშურას, რომლის გაყიდვაც დაიწყეს რომის გარშემო.

image„ვაკხი და არიანა“


გრავიურების გულწრფელობით შთაგონებულმა პოეტმა და სატირიკმა პიეტრო არეტინომ გადაწყვიტა საკუთარი წვლილიც შეეტანა.


თითოეული გამოსახულებისთვის მან შექმნა სცენის აღმწერი სონეტი. მისი სიტყვები და რაიმონდის სცენები გაერთიანებული იქნა წიგნში, რომელიც მკითხველს ესალმებოდა შემდეგი სიტყვებით - „მოდით ნახეთ! ეს თქვენ ხართ _ ისინი, ვისაც უყვარს და არ აქვს ბარიერი ამ ტკბილ საქმიანობაში“.

image„ანჟელიკა და მედორი“

წიგნს ბევრი დასახელება ჰქონდა: „არეტინოს პოზები“, „თექვსმეტი პოზა“, „სასიყვარულო პოზები“. ხალხს უყვარდა ეს წიგნი. რომანომ, რაიმონდიმ და აპეტინომ საბეჭდი დაზგის დახმარებით შექმნეს პირველი ბეჭდვითი პორნო-ბლოკბასტერი. მათი ნამუშევარი მაშინვე გახდა ცნობილი. ადამიანები მთელს ევროპაში სოლიდურ თანხებს იძლეოდნენ ან სკანდალური წიგნისთვის. „თექვსმეტი პოზა“ მხოლოდ კომერციულ წარმოებად არ ქცეულა. ეს იყო მასობრივ კულტურაში
მოხვედრილი ერთერთი იშვიათი პორნოგამოცემა. ეს წიგნი, შქსპირის პიესაშიც კი არის მოხსენიებული.


უკანონოდ დაბეჭდილი ამ წიგნის ასლები ას წელზე მეტი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა პოპულარობას.


სინამდვილეა ის ფაქტი, რომ ეკლესია და ხელისუფლება დევნიდა და ანადგურებდა წიგნის ეგზემპლიარებს ისეთივე ენთუზიაზმით, როგორითაც მათ იძენდნენ ადამიანები.

image
ფრანგმენტები „თექვსმეტი პოზა“- დან ბრიტანეთის მუზეუმში.

ისტორიამ არ შეინახა რაიმონდის გრავიურების ორიგინალები, ბროტანეთის მუზეუმში არსებული რამოდენიმე ფრანგმენტის გარდა, სადაც გენიტალიებია მოშორებული.

ამჟამად ცნობილი „თექვსმეტი პოზა“ _ ორიგინალის შედარებით გვიან გადახატული ასლია. „თექვსმეტი პოზა“ ახალი ჟანრის, ეროტიკული
ლიტერატურის საფუძველი გახდა. ეს ჟანრი შემდგომ საუკუნეებში უფრო განვითარდა . უკვე მოგვიანებით გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნის 10 პოპულარული ეროტიკული წიგნი. მათ ფონზე კი «50 оттенков серого» სასაცილოდ გამიყურება.


იხილეთ ასევე:

1. უბოდიშობამდე მისული გაბედულება!


2. ესთეტიკისა და ვულგარულობის სახიფათო სიახლოვე


3. საცურაო კოსტიუმი თუ ბოდი-არტი?


4. ჯორჯიო არმანიმ აჩვენა, როგორ უნდა ეცვათ ნორმალურ გოგონებს


5. 5 ისტორიული მაგალითი, როცა ჰომოსექსუალობა ნორმად ითვლებოდა


2
542
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
542
  
2017, 19 სექტემბერი, 12:31
რომის პაპი იოანე XXIII (ბალთაზარ კოსა) იყო უპირველესი მექალთანე. :)))
2017, 18 აგვისტო, 16:08
ძალიან კარგი სტატიაა, ბრავო! ნამდვილად გეთანხმები, რომ მათ ფონზე ბევრი თანამედროვე ეროტიკული ფილმი სასაცილოა:))
0 1 2