ანეკდოტები მიხო და მარო "მერსედესის" საყიდლად ფულს აგროვებენ 2017, 17 აგვისტო, 20:00 ![]() მოკლედ მივა მიხო მაყვალასთან და ეკითხება: -მართალია, რომ სექსში 100$ იხდიო? -კიო, უპასუხა მაყვალამ, მაგრამ ერთი პირობითო.საოხრეზე ფუტკარი უნდა დაგასვა და ვაკბენინოო, სხვა ვარიანტში გამორიცხულიაო. შეწუხდა მიხო, არ ესიამოვნა, მაგრამ რომ წარმოიდგინა მარო რა დღეში ჩააგდებდა დათანხმდა, მოკლედ აკბენინა მიხომ ასო სარცხვინელზე, გაუსივდა, გამწარდა ტკივილისგან, რის ვაი-ვაგლახით და ვიშით შეწუხებულმა მოათავა საქმე, ჩაიდო 100 დოლარი ჯიბეში და დაბრუნდა სახლში. მარო ეცა და ეკითხება მოიტანე ფული?აბა როგორ იყო მომყევიო. მიხომ მოუყვა ყველაფერი, საშინელება იყო ფუტკარი დამასვა იმ ადგილზეო, ისე მტკიოდა დავიტანჯე, მეორედ იქ აღარ გამაგზავნო, თორემ არ ვიცი რას გიზამო. მარო მიუცუცქდა მიხოს: -მიხოოო, მაიტა ჩვენც ვცადოთ ეგრე, მაინტერესებს რა, გთხოვ!! მიხომ ხელები გააასავსავა, რას ამბობ შენ ხომ არ გაგიჟდიო.. არ შეეშვა მთელი დღე მარო, ტვინი გაუბურღა კაცს და ბოლო-ბოლო დაითანხმა... მოკლედ დაასვა მარომ ფუტკარი მიხოს საოხრეზე და შეუდგნენ საქმეს...მოათავეს ყველაფერი, წამოდგა მიხო დაღრეჯილი და გამწარებული სახით, მარო კიდე თვალებმინაბული მიწოლილია საწოლზე და მიხოს ნაზი ხმით ეუბნება: -მიხოო, "მერსედისის" მაგივრად ფუტკრის სკა ხომ არ გვეყიდა?
249 7-ს მოსწონს 1-ს არა
|