x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
მინიშნება მძღოლებს: რა შემთხვევაში შეიძლება საჭესთან ნასვამი ჯდომა

image ოჯახური ზეიმი, შეხვედრები მეგობრებთან, თანამშრომლებთან ყველასთვის სასიამოვნოა, ამიტომ ამ შემთხვევებში ხშირია ალკოჰოლის მიღების ფატები. რა უნდა გააკეთოთ მაშინ, თუ ამ ღონისძიებებზე მანქანით ხართ? რა თქმა უნდა, ან სხვას უნდა გადააბაროთ თქვენი ტრანსპორტი, ან სახლში მშვიდად წახვიდეთ ტაქსის საშუალებით.

image

სტატიაში გაეცნობით მეთოდს, რომლის საშუალებითაც გააკონტროლებთ ალკოჰოლის დონეს და დაგეხმარებათ თავი აარიდოთ ნებისმიერ უსიამოვნებას, რომელსაც იწვევს ალკოჰოლის მიღება და ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ მანქანის მართვა.

ალკოჰოლის ნორმა სისხლში


ტრადიციულ დღესასწაულებსა და ფესტივალებზე, საგზაო პოლიციის ინსპექტორები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რადგან, როგორც წესი ამ დღეებში მრავლადაა უპასუხისმგებლო ადამიანებისგან გამოწვეული ზიანი, რომლებიც საჭესთან სხედან და არამარტო საკუთარ სიცოცხლეს, არამედ სხვების სიცოცხლესაც უქმნიან საფრთხეს. ამის მიზეზი გადამეტებული ალკოჰოლის მიღება გახლავთ, ამას ემატება გადაჭარბებული თავდაჯერებულობა მძღოლის მხრიდან.image ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს უჭირს სრულიად აკონტროლოს საკუთარი ქმედებები, რაც შემდეგში ტრაგედიით მთავრდება.

აი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს განსხვავებული ალკოჰოლის დონის კონცენტრაცია სისხლში და რა გავლენას ახდენს ის ავტომობილის მართვისას.


1. 0, 2-0, 3 პრომილე ალკოჰოლის რაოდენობა სისხლში მნიშვნელოვნად ამცირებს რეაქციას. ამ მდგომარეობაში ძნელია შეაფასოთ, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობენ მანათობელი ობიექტები და რა მანძილით ხართ დაშორებული მისგან.


2. 0, 5-0, 8 პრომილე, აი ეს კი დაახლოებით 1 ლუდისა და 120 მლ არაყის ტოლფასია, მხედველობის ფუნქცია ამ დროს ძალიან სუსტდება და სინათლეს ძალიან რთულად აღიქვამს.


3. ალკოჰოლის კიდევ უფრო დიდი დოზით მიღება ამცირებს ხედვის კუთხეს და მძღოლი ფაქტიურად ვერ აკონტროლებს რა ხდება მარჯვენა და მარცხენა მხარეს.


4. 2, 5 ლიტრი ლუდისა და 300 მლ არაყის (1, 2 პრომილე), როგორც წესი, სრულიად აკარგვინებს ადამიანს მანქანის მართვის შესაძლებლობას.


5. სისხლში 5 და მეტი პრომილეს არსებობა ოფიციალურად ლეტალურ დოზად ითვლება.image

ცნობილია, რომ ალკოჰოლის ორგანიზმიდან გამოდევნა არ არის ისე მარტივი და სწრაფი, როგორიც ჩვენ გვინდა. ამ მძიმე პროცესს შესაძლოა 4-დან 16 საათამდე დასჭირდეს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წონისაა ადამიანი, მისი გენდერი დამიღებული აქვს თუ არა მას სასმელთან ერთად საკვები.

image

თუ ალკოჰოლის გამოყენებისას ადამიანმა არ მიირთვა საკვები, მაშინ მისი ცარიელი კუჭიდან სასმელი სწრაფადვე გადაინაცვლებს ნაწლავებში, საიდანაც შეიწოვება სისხლში და ძალიან მალე იწყებს ზემოქმედებას.



იმ შემთხვევაში თუ თქვენ საკმაოდ ნორმალურად წაიხემსებთ და მიიღებთ ალკოჰოლს, იგი კუჭში საკვებთან ერთად დარჩება, სანამ ის გადამუშავების პროცესს არ დაასრულებს.image გაითვალისწინეთ: საგზაო პოლიციის ინსპექტორი არ ამოწმებს სისხლში ალკოჰოლის დონეს, იგი ამოწმებს ამოსუნთქულ ჰაერში არსებული ალკოჰოლის დონეს. შესაძლოა სისხლში ალკოჰოლი არ იყოს, მაგრამ ამოსუნთქულ ჰაერში იგი გარკვეული დონით აისახებოდეს. სისხლიდან ალკოჰოლის გამოდევნის შემდგომ ალკოჰოლი 20 წუთის შემდეგ განიდევნება პირის ღრუდან, იგივე ეხება ალკოჰოლის შემცველ პრეპარატებსაც.

სიმბოლური დოზით ალკოჰოლის მიღებაც კი არაა რეკომენდირებული მაშინ, როდესაც მანქანას მართავთ, ეს დანაშაულია, რაც საფრთხეს უქმნის თქვენსა და სხვების სიცოცხლეს. გირჩევთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და დაფიქრდეთ სანამ საჭესთან ნასვამი დაჯდებით.

არ დაიზაროთ სტატიის გაზიარება.image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - ამ ძველმა ღუმელმა ნამდვილი ტრანსფორმაცია განიცადა, სანამ რამეს გადააგდებთ კარგად დაფიქრდით!

2 - ეს არის ის, რაც თქვენს ორგანიზმში მოხდება, მას შემდეგ რაც სელის თესლს ინტენსიურად გამოიყენებთ

3 - 101 წლის ბებიამ 100 მეტრი 40 წამში დაფარა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა

4 - ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური აისბერგი ცურვას განაგრძობს

5 - იმისათვის, რომ გქონდეთ ჯანმრთელი გული საჭიროა მიირთვათ ყველი

0
1496
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0