ორსულობა და ბავშვი ინდოეთში ფეხმძიმე ბავშვი დაიბადა 2017, 17 აგვისტო, 15:11
მშობიარობა ექიმებისათვის რუტინულ საქმეს წარმოადგენს, მაგრამ ეს ის ყოველდღიური შემთხვევა არ იყო:როდესაც ინდოეთის ქალაქ მუმბრაში 19 წლის გოგონა სამშობიაროში მივიდა, მედიცინის მუშაკები გაოცებულნი იყვნენ.ერთი შეხედვით ბავშვი სრულიად ჯანმრთელი ჩანდა, მაგრამ ის სამედიცინო ფენომენი გამოდგა. ამ შემთხვევის შესახებ ბრიტანული გამოცემა “Daily Mail" წერს:ივლისის თვეში ექიმებმა მშობიარობამდელ გამოკვლევებში რაღაც უჩვეულო აღმოაჩინეს.ექოსკოპიის მიხედვით დასაბადებელი ბავშვის მუცელში კიდევ ერთი ბავშვი იმყოფებოდა.ამ აღმოჩენიდან ერთი კვირის შემდეგ სამყაროს მოევლინა ბიჭი, რომლის გამოკვლევის შემდეგაც დადასტურდა, რომ იგი ნამდვილად ფეხმძიმედ იყო თავისივე ტყუპის ცალზე. ახალშობილის მუცელში იმყოფებოდა 7 სანტიმეტრის სიგრძის ცოცხალი ნაყოფი კიდეურებითა და თავის ტვინით, თუმცა თავის ქალის ძვლების გარეშე. 150 გრამიანი ნაყოფის გადარჩენა შეუძლებელი იყო და ოპერაციის შედეგად მეორე ნაყოფი მალევე მოაცილეს ახალშობილს.ამჟამად დედა-შვილი ნორმალურ ცხოვრებას განაგრძობს. ეს იშვიათი ფენომენია და აქამდე მსგავსი შემთხვევა 200-მდეა დაფიქსირებული. 828 1-ს მოსწონს
|