სხვა ქვეყანა,სადაც ვირთხებს ჭამენ,არა იმიტომ რომ შიათ,არამედ იმიტომ რომ გემრიელია 2017, 16 აგვისტო, 20:27 უმეტეს ჩვენთაგანს მათ დანახვაზეც კი ზიზღის გრძნობა გვიჩნდება, ჭამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს მღრღნელი გემრიელ დელიკატესად ითვლება.
ჰიმალაის მთების ძირში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში არის ერთი მიყრუებული სოფელი, სადაც ადის ტომი ყოველწლიურად 7 მარტს აღნიშნავს გაზაფხულის დღესასწაულს-არანს, სადაც მთავარი ულუფა არის ვირთხა და ამზადებენ სხვადასხვაგვარად, ნებისმიერი გურმანისთვის. ადის ხალხს განსაკუთრებით მოსწონთ ვირთაგვას ღვიძლისგან, კუჭისგან, ნაწლავების და სხვა შიგნეულობისგან დამზადებული რაგუ, მოხარშული კუდი და თათები, რომელსაც მარილს, წიწაკას და ჯანჯაფილს უმატებენ. -ადის ტომისთვის ნებისმიერი ვირთხა გემრიელია, როგორც შინაური, აგრეთვე გარეულიც, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ, განსაკუთრებულად მოსწონთ ვირთხის თათები და კუდი-აღნიშნავს ვიქტორ ბენო მაიერ-როჩოვი ოულოს უნივერსიტეტიდან(ფინეთი), რომელიც ადის ხალხის კულინარიას სწავლობს. "მითხრეს, რომ არ იქნება დღესასწაული, არ იქნება სიხარული, თუ ვირთაგვა არ არის.იმისთვის, რომ გაუმასპინძლდე საპატიო სტუმარს, ძვირფას ნათესავს, საუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ვირთხა." აქ ვირთხები ისე უყვართ, რომ ის არ არის უბრალოდ მარტო კვების პროდუქტი."ვირთხებს(მკვდარი რა თქმა უნდა)ჩუქნიან ქორწილში პატარძლის მშობლებს, იმისთვის, რომ არ იდარდონ სახლიდან ქალიშვილის წასვლა"-აღნიშნავს მაიერ-როჩოვი. დილით გაზაფხულის დღესასწაულზე ტომის ყოველ ბავშვს ჩუქნიან ორ მკვდარ ვირთხას, ისე როგორც დასავლეთის ქვეყნებში ბავშვებს საშობაო ნაძვის ხის ქვეშ დილით საჩუქარი ხვდებათ ხოლმე. ჯერჯერობით უცნობია, საიდან წამოვიდა ეს ტრადიცია და საერთოდ სიყვარული ვირთაგვების მიმართ, თუმცა მაიერ-როჩოვი დარწმუნებულია, რომ ტრადიცია არც შიმშილობამ და არც არჩევანის სიმწირემ გამოიწვია. მაიერ -როჩოვი ვეგეტერიანელია, თუმცა მაინც აიძულეს ვირთხის ხორცი გაესინჯა:"გემო ჩვეულებრივი აქვს, როგორც ყველა ხორცს, -აი სუნის რა მოგახენოთ". თუმცა ვირთხებს მარტო ინდოეთის ამ მიყრუებულ მხარეში არ ჭამენ. ბრიტანელმა ტელეწამყვანმა სტეფან გეიტსმა მოიარა მსოფლიო არაჩვეულებრივი, უცნაური კერძების ძებნაში და კამერუნში აღმოაჩინა Thryonomys-ის ვირთაგვას პატარა ფერმა, "სიდიდით პატარა ძაღლის ოდენები არიან, საკამოდ აგრესიულები, მაგრამ სამაგიეროდ რა გემრიელი ხორცი აქვთ.მათი ხორცი ქათამზე უფრო ძვირად ფასობს"-აღნიშნა გეიტსმა. "ეს იყო ყველაზე გემრიელი ხორცი რაც ცხოვრებაში გამისინჯავს-იხსნებს გეიტსი-პომიდორში იყო ჩაშუშული და ღორის ხორცი მომაგონა, მხოლოდ უფრო ნაზი ხორცი ჰქონდა" ფოტოზე:Thryonomys-ის ვირთაგვა, ბინადრობს აფრიკაში და ნაწილობრივ ევრაზიაში, ზრდასრული ვირთაგვა 6 კილოგრამს იწონის. ვირთხების ჭამა საუკუნეებს ითვლის, ჩინეთში დინასტია ტანის დროს(618-907 წწ.)ვირთხებს ჭამდნენ და მას "შინაურ ირემს" უწოდებდნენ. 200 წლის წინ პოლინეზიაშიც ჭამდნენ ვირთხებს, აგრეთვე მაორები ახალ ზელანდიაში. ვირთაგვებს დღესაც მიირთმევენ ლაოსში, ბირმაში და კამბოჯაში. აგრეთვე ფილიპინების, ტაილანდის, ინდონეზიის, ჩინეთის და ვიეტნამის ზოგიერთ რაიონში. 557 4-ს მოსწონს 2-ს არა
|