x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ადამიანების და სხვა პრიმატების 13 მილიონი წლის წინანდელი ბოლო საერთო წინაპარი
ეს თავის ქალა ეკუთვნის 13 მილიონი წლის წინ მცხოვრებ 16 თვის პრიმატს, რომელიც ახლა წოდებულია, როგორც Nyanzepathicus alesi. სურათი კი გადაღებულია ფრედ სპურის მიერ:


image


ეს არტეფაქტი ჩრდილოეთ კენიაში, ნაპუდეტში, ტბა ტურკანას ნაპირებთან აღმოაჩინეს 2014 წელს, რომელიც ეკუთვნის ხეებზე ნელა გადაადგილებად გიბონის ადრეულ სახეობას. მას შეურჩიეს სახელი "Alesi", ვინაიდან ეს აბორიგენ ტურკანის ტომის ენაზე "წინაპარს" ნიშნავს.

დღეს მცხოვრებ პრიმატებს შორის ადამიანები ყველაზე მეტად ვენათესავებით გიბონებს, გორილებს, ორანგუტანებს და ყველაზე მეტად კი შიმპანზეებს, რომელთანაც ბოლო საერთო წინაპარს 7 მილიონი წლის წინ ვიზიარებთ, შემდეგ კი გაყოფა ხდება. ამ "დიდი პრიმატების" ყველა სახეობის საერთო წინაპარი ანუ პირბელი დიდი პრიმატები წარმოიშვნენ 23 მილიონი წლის წინ და სხვადასხვა ეპოქებში მოხდა მათი ნელ-ნელა გამოყოფა ერთმანეთისგან და სხვადასხვა (დღევანდელ) სახეობებად ჩამოყალიბება.


აღმოჩენილი სახეობა, რომელიც ჰგავს გიბონს და როგორც ჩანს სწორედ მისგან წარმოიშვნენ დღეს არსებული პრიმატების სხვადასხვა სახეობები (მათ შორის რა თქმა უნდა ადამიანიც) იკვებებოდა ხილით. არ მიირთმევდა ხორცს ანუ არ იყო ყველაფრისმჭამელი, როგორც დღევანდელი ადამიანი. ამ სახეობის პრიმატები, რომელსაც "ალესი" მიეკუთვნებოდა აფრიკაში 10 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ.



წყარო: livescience.com

0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0