სხვა ის, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, ნამდვილად შეგაძრწუნებთ 2017, 16 აგვისტო, 8:32 ალბათ ფიქრობთ, რომ წარსულში ადამიანები არ გამოირჩეოდნენ ექსცენტრიულობით და არ მიყვებოდნენ მოდას და ტრადიციებს, თუმცა ის, რასაც დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ, ნამდვილად შეგიცვლით წარმოდგენებს წინაპრებზე.
მოემზადეთ, წინ ბევრი სიურპრიზი გელით, რადგან ის, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და სრულიად ნორმალურად მიაჩნდათ, თქვენ ნამდვილად შეგაძრწუნებთ. 1. ცოცხალი მაღვიძარა. გაგიკვირდებათ და არსებობდა პროფესია ცოცხალი მაღვიძარა, რომელიც XVIII საუკუნის დასასრულს ჩამოყალიბდა და გაგრძელდა 1920 წლამდე. ადამიანებს ევალებოდათ გრძელი ჯოხებით ან სპილენძის მილიდან ბარდის სროლით ფანჯრებზე, გაეღვიძებინათ სამსახურში წამსვლელი ადამიანები. 2. კაბები ბიჭებისთვის. XVI საუკუნის დასაწყისიდან 1920 წლამდე არსებობდა ტრადიცია, რომლის თანახმად ბიჭებს 4–8 წლის ასაკში კაბები ეცვათ. მიზეზად კი მაღალი ფინანსები სახელდება. იმ მოტივით, რომ ბევრს არ ჰქონდა საშუალება სეზონურად და ყოველ წელს ვაჟისთვის შარვლები შეეკერა, კაბებს აცმევდნენ, კაბა კი ადვილი და იაფი შესაკერი და შესაძენი იყო, შედეგად ეს ტრადიცია დამკვიდრდა. ფოტოზე მეფე ნიკოლაი II–ის ვაჟი, მეფისწული ალექსეია კაბაში დებთან ერთად. 3. ჩოპინი. ჩოპინი, რომელიც ასევე ცნობილია ცოკოლი და პიანელის სახელით, არის ფეხსაცმელი მაღალი ძირით ან ქუსლით. ამ ფეხსაცმლის პლატფორმა 50 სმ–საც აღწევდა, ის კი, ვინც მას ატარებდა, ქირაობდა დამხმარეს, რათა ამ მაღალი მოდის მსხვერპლი არ გამხდარიყო. თუმცა ის არა მარტო მოდის გამო, არამედ იმიტომ გამოიგონეს, რომ გრძელი კაბები ქუჩის ჭუჭყისგან არ დასვროდათ. 4. მკურნალობა სისხლდენით. ეს უცნაური მეთოდი მედიცინის დარგში XX საუკუნის დასაწყისიდან გაჩნდა და 2000 წელი გაგრძელდა. სისხლდენით მკურნალობა მრავალი ავადმყოფობის დროს გამოიყენებოდა, შედეგად კი ხშირად პაციენტების სისუსტით ან მდგომარეობის გართულებით სრულდებოდა. 5. წყლის (ბანაობის) შიში. გაგიკვირდებათ და შუა საუკუნეებში ადამიანები წყლის შიშმა მოიცვა. მიაჩნდათ, რომ წყალი მრავალ დაავადებას დამართებდა მათ, ხოლო ტილები, რომელიც თითქმის ყველა მათგანს ყავდა, "ღვთის მარგალიტებად" ითვლებოდა. ცნობილი ადამიანებიც კი დაიკვეხნიდნენ ხოლმე იმ ფაქტს, რომ თითქმის არ იბანდნენ. თვით Изабелла Кастильская–მაც კი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ იბანავა, დაბადების შემდეგ და ქორწილის წინ. ერთხელ, როდესაც ერთმა მისმა თაყვანისმცემელმა შენიშნა მისი ბინძური ფრჩხილები ხელზე, მან ყმაწვილს ასეთი პასუხი გასცა: "ოო, თქვენ ჩემი ფეხის ფრჩხილები უნდა ნახოთ". 6. ფოტოები მკვდრებთან. XIX საუკუნეში არსებობდა ეს უჩვეულო ტრადიცია, ოჯახის წევრები გარდაცვლილ ახლობელთან იღებდნენ უკანასკნელ ფოტოს სახსოვრად, სადაც გარდაცვლილებს თვალებს უხელდნენ, თითქოს ცოცხალი იყო. 7. ჰეროინი ხველის წინააღმდეგ. გასაკვირი არ არის, რომ 100 წლის წინ ჰეროინი ითვლებოდა მორფინის ალტერნატივად და აფთიაქებში იყიდებოდა, როგორც ხველის საწინააღმდეგო საშუალება. ის ასევე რეკომენდებული იყო ბავშვებისთვის. 1924 წელს აიკრძალა, რაც აღმოაჩინეს, რომ მორფინი აზიანებდა ღვიძლს, თუმცა გერმანიაში მისი გაყიდვა 1971 წლამდე მაინც დაიშვებოდა აფთიაქებში. 8. თვითმფრინავში მოწევა დაშვებული იყო. 50–60 წლის წინ მოწევა არ განიხილებოდა მავნე და საზოგადოებისთვის უსიამოვნო ჩვევად. ხალხი გათამამებული იყო ამ საეჭვო სიამოვნებით თვითმფრინავებშიც კი ფრენის დროს. ამჟამად თვითმფრინავში მოწევა აკრძალულია, თუმცა ეს აკრძალვა არ ვრცელდება ირანში. 9. სანაპიროზე საცურაო ეტლები. XVIII–XIX საუკუნეებში ადამიანებს ასე უბრალოდ, როგორც ეს დღეს ხდება, არ შეეძლოთ სანაპიროებზე თუ მდინარეზე საცურაოდ წასვლა. ამისათვის არსებობდა სპეციალური ეტლები, სადაც საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ხალხი იმყოფებოდა და მათ შეაცურებდნენ მდინარის სიღრმისკენ, მოშორებით სხვა ხალხისგან. ქალების ეტლები კი მამაკაცების ეტლებისგან იზოლირებულად იდგმებოდა. 10. ქვები საპირფარეშოს ქაღალდის ნაცვლად. საპირფარეშოს ქაღალდის გამოგონებამდე ხალხს რისი გამოყენება აღარ უწევდა– ფოთლები, სიმინდის ფუჩეჩი, ქსოვილი, ქოქოსის კაკალი, ჯოხი, წყალი, თუმცა გაგაოგნებთ წინაპრების მიერ ქვების გამოყენება. ძველ საბერძნეთში მხოლოდ ქვები, კენჭები და გატეხილი ჭურჭელი გამოიყენებოდა, მაგრამ ერთჯერადათ თუ მრავალჯერადათ, წყაროში უცნობია. 8714 23-ს მოსწონს 1-ს არა
|