x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"თმის მოვლის 7 ოქროს წესი"

№ 1 თავი იმდენად ხშირად დაიბანეთ, რამდენადაც ამის საჭიროება გექნებათ

image
კვირის მანძილზე თავის და შესაბამისად, თმის დაბანის სიხშირე — თითოეული ადამიანის ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება არის, რომელიც თმის ტიპზე, თავის კანის მდგომარეობაზე და წლის სეზონზე არის დამოკიდებული. შამპუნი თავის კანის ტიპზე უნდა იყოს მორგებული, რადგაი სწორედ მასზე გროვდება ცხიმი — თმის დაბინძურების ძირითადი მიზეზი. მაგრამ, ნუ იფიქრებთ, რომ ცხიმი თქვენი მტერია და არა ღირს მეტისმეტად აგრესიული შამპუნის შერჩევა – კანის ცხიმი თმას დაზიანებისგან იცავს, ხოლო თავის კანს გამოშრობისგან.


თავის დაბანის დროს, შამპუნი დაიტანეთ თმის ძირებზე. რაც შეეხება თმას, ის დაბანიდან – დაბანამდე ძალიან არ ჭუჭყიანდება და მისი აქტიურად დაბანა საჭირო არ არის. მისთვის სავსებით საკმარისია ქაფი, რომელიც თავის დაბანის დროს წარმოიქმნება.


№ 2 გამოიყენეთ თმის ბალზამი ან კონდენციონერი

image

image
თმის მოვლის ეს საშუალებები იმისთვის მოიგონეს, რომ თმა უნაკლოდ გამოიყურებოდეს, ყოველთვის და არა მხოლოდ სილამაზის სალონის სტუმრობის შემდეგ. კონდენციონერი და ბალზამი აპკივით ეკვრის თმის ღერს, იცავს მას გამოშრობისგან და უფრო მბზინვარეს ხდის თმას.

იმისთვის, რომ შედეგი საუკეთესო იყოს, კონდენციონერის დატანა დაიწყეთ თმის სიგრძის შუა ნაწილიდან და არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ თავის კანზე. თმის ძირებზე კონდენციონერის წასმის შემთხვევაში, თავი უფრო სწრაფად ჭუჭყიანდება.


№ 3 ნუ მოიხვევთ სველ თავზე პირსახოცს

image

image
ქალბატონების უმრავლესობის საყვარელი ჩვევა, შხაპის შემდეგ, სველ თავზე პირსახოცის შემოხვევა და ასე ტელევიზორის ყურება ან საქმის კეთება არის. და სწორედ ეს ჩვევა არის თმის ყველაზე დიდი მტერი. სველი თმა ძალიან მგრძნობიარეა და ასეთი «აბანო» (თმის ჩახურება) თმის სტრუქტურას არღვევს და მბზინვარებას აქრობს.

დაბანის შემდეგ, თმა პირსახოცით უბრალოდ შეიმშრალეთ, რომ ძირითადი ტენი შეიწოვოს და არავითარ შემთხვევაში, არ გაახახუნოთ ერთმანეთზე თმა და პირსახოცი, რადგან ხახუნიც აზიანებს თმას. პირსახოცი შეგიძლიათ მხრებზე დაიტოვოთ, რომ წყალი თმის წვერებიდან მასზე ჩამოიწკრიტოს და თმა ბუნებრივად გაშრეს.

image

№ 4 გამოიყენეთ თმის მოვლის წყალში უხსნადი საშუალებები

image

image
თმის ზეთი და სპრეი თმის ბოლოების გაყოფის ასაცილებლად საუკეთესო საშუალება არის. გარდა ამისა, ამ საშუალებების მოხმარების შემდეგ, თმა უფრო პრიალა და მბზინვარე ხდება.

თმის მოვლის ამ საშუალებების დატანა სუფთა და შემშრალ თმაზე უნდა მოხდეს, თმის ბოლოებზე ან შუა ნაწილიდან – ბოლომდე. ზეთი და სპრეი, უკვე ხსენებული სასარგებლო თვისებების გარდა, თმას ფენის ზემოქმედებისგანაც იცავს.


№ 5 თმა ყოველთვის რბილი სავარცხლით დაივარცხნეთ

imageimage
მეტალის ან მაგარი კბილების მქონე სავარცხელი თავის კანის და თმის დაზიანებას იწვევს. დღეს, კოსმეტიკურ ბაზარზე, უამრავი თანამედროვე სავარცხელია, რომელიც თმას ერთდროულად ვარცხნის, ფორმას აძლევს და მზინვარებას მატებს.

№ 6 გამოიყენეთ თმის დამცავი საშუალებები

imageimage
თუ ხშირად იყენებთ თმის უთოს ან მისთვის ფორმის მიცების სხვა ელექტრო ტექნიკას, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თმის თერმოდაცვის საშუალებები. მაღალი ტემპერატურის ხშირი ზეგავლენა ნეგატიურად აისახება თმის ჯანმრთელობაზე – არღვევს მის სტრუქტურას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თერმოდაცვა, თმის დაცვასთან ერთად, ვარცხნილობასაც უხანგრძლივებ პირვანდელი სახის შენარჩუნების პერიოდს. ის შეღებილ თმას გახუნებისგან და გამოშრობისგან იცავს, ხოლო შეუღებავს – ტენიანობის დონის შენარჩუნებაში ეხმარება და თმას ელასტიურს და ნაკლებად მტვრევადს ხდის.

image

№ 7 ხშირად შეიცვალეთ ვარცხნილობა

image

image
შეკრული თმის ე. წ. «ცხენის კუდის» ტარება თუ გიყვართ, ამას ყოველდღე ნუ გააკეთებთ. იგივე ეხება «კოსას» და სხვა მსგავსი სახის ვარცხნილობებს, რომლის დროსაც, თმა დაჭიმულია, რაც თავის კანში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზია.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

თმის ცვენა და ქერტლი ჭარბი რაოდენობით შამპუნის მოხმარების და თავის არასწორედ დაბანის შედეგია

გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თმასთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს გექნებათ

5 რეცეპტი ჭაღარა თმის შესაღებად! თქვენ აღარასდროს შეიძენთ თმის საღებავს

10 შეცდომა, რომელსაც შხაპის მიღების დროს, უმრავლესობა უშვებს

12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!

გამაახალგაზრდავებელი ვარცხნილობები, 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის

0
325
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0