x
image
t.x.
რისი კეთება შეიძლება და რისი არა მილეული მთვარის დროს (გაატანეთ თქვენი უიღბლობა)

image
ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ მილეულ მთვარეს შეუძლი თან წაიღოს თქვენი უიღბლობა და ავადმყოფობა, მათ მაგივრად კი გაჩუქოთ პოზიტიური ცვლლებები. ამისთვის კი უნდა ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ მილეული მთვარის დროს.

მილეულ მთვარესთან ბევრი ლეგენდა თუ თქმულებაა დაკავშირებული. შამანები მას მსოფლიოს დედად თვლიან და ბედნიერ ცხოვრებასთან აიგივებენ. მისი ენერგია ეხმარება ყველას, ვინც იცის წესები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს. რისი გაკეთება არ შეიძლება მილეული მთვარისას:

მილეული მთვარის პერიოდი - ეს დაღმა სვლის, ყველა პროცესის გაყინვის დროა, ამიტომ არაა რეკომენდირებული ახალი სერიოზული საქმის წამოწყება, მოვლენების დაგეგმვა, ცხოვრებისეული ცვლილებები. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მთვარე სხვადასხვაგვარად მოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე. მშვიდი თხის რქები, მეოცნებე თევზები და თავქარიანი სასწორები მის ზემოქმედებას თავისი ინდივიდუალური შეხედულებებისდაგვარად იღებენ. ამიტომ ნამლევი მთვარის დროს არის ერთი ძირითადი რჩევა, რომელიც ყველას გამოადგება: არ ღირს რაიმე ახლის დაწყება და იდეების რეალიზება, მათზე ფულისა დროის ხარჯვა - ეს სასიკეთოს არაფერს მოგიტანთ.

ბევრ ჩვენთაგანს უჭირს გაარჩიოს მთვარე ილევა თუ ახალია. ქვემოთ შემოთავაზებული სურათი ამაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში ახალი მთვარეა, მესამეში კი მილეული. ადვილად რომ დავიხსომოთ, მივამგვანოთ ქართულ ასო-ბგერა "ა" - ს. საითაცაა მიბრუნებული ა, იქითვეა ახალი მთვარეც. imageმილეული მთვარის პერიოდი საუკეთესოა ნეგატიური გავლენისგან, დაავადების, კამათისა და პრობლემებისგან განთავისუფლებისთვის. იმისთვის, რომ მთვარის ახალმა ციკლმა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს და ჰარმონია მოგიტანოთ, ეს 7 რამ აუცილებლად უნდა მოასწროთ:

ჩაატარეთ გენერალური დასუფთავება

პირადი ცხოვრების წმენდა, პირველ რიგში სახლიდან უნდა დაიწყოთ, რადგან ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. ამიტომ ყოველგვარი სინანულის გარეშე მოიშორეთ ყველა უსარგებლო ნივთი. კარგი იქნება თუ ფანჯრებს გაწმენდთ და ჟალუზებს გაასუფთავებთ.

გადაარჩიეთ ძველი წერილები და ფოტოები

ფოტოებზე, აღბეჭდილი ადამიანის, ცხოველის ან ადგილის აურის ენერგეტიკული ანაბეჭდებია. თუ ფოტოებს არეულად ინახავთ, ან გარდაცვლილი და თქვენი ცხოვრებიდან გაუჩინარებული ადამიანების ბევრი სურათი გაქვთ, ბედნიერების მიზიდვა ძალიან გაგიჭირდებათ.

შეცვალეთ კვების რაციონი

მილეულ მთვარეზე შეგიძლიათ ზედმეტი წონის ან დაავადებებისგან გათავისუფლდეთ. ერთ-ერთი საუკეთესო გზა დიეტაა, დროებით უარი თქვით ცხიმიან, მარილიან, შებოლილსა და ტკბილ საკვებზე. მილეულ მთვარეზე ჯანსაღი კვება ბევრ პრობლემას მოგაშორებთ.image

ვალის დაბრუნება

ფულის ენერგია მთვარის ციკლთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ახალ მთვარეზე ფულის მისაზიდად, ძველი ვალი არ უნდა დაიბრუნოთ.

მოაწესრიგეთ ოთახის ყვავილები

სახლში ყვავილები ძალიან დიდ როლს თამაშობს ენერგეტიკულ დონეზე. სიყვარულითა და მზრუნველობით უპასუხეთ ყვავილებს - გაახალისეთ, მოაშორეთ დაავადებული ღეროები, გადარგით დიდ ქოთანში.

მოიშორეთ ცუდი მოგონებები

თუ თქვენს ცხოვრებაში ცუდი რამ მოხდა და მოგონებები დღემდე გტანჯავთ, მილეული მთვარის ენერგია მისგან გაგათავისუფლებთ. ამისთვის საკმარისია თმა შეიჭრათ, ხოლო შეჭრისას ცუდ მოვლენებზე იფიქრეთ. რაც მეტად გტანჯავთ წარსული, თმა მით უფრო მოკლედ უნდა შეიჭრათ.

შეწყვიტოთ უსარგებლო კავშირები

ეს პუნქტი იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ უკვე დიდი ხანია თქვენს გარშემო მყოფებზე ფიქრობთ და გგონიათ, რომ რომელიმე ნაცნობი გატყუებთ. ასეთ დროს, მილეული მთვარის პერიოდი საუკეთესოა, რათა ადამიანებთან, რომლებიც არასასიამოვნო განცდებს გიტოვებთ, კავშირი გაწყვიტოთ.imageმილეულ მთვარეს მიაქვს ყველაფერი უსარგებლო, ხელისშემშლელი, ძველი და ადგილს უთავისუფლებს ბედნიერების ენერგიის შემოდინებას. გისურვებთ სიმშვიდეს, ჰარმონიას და წინსვლას.

რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა საკუთარი დაბადების დღეს

ჩინელი მილიარდელის 5 რჩევა-როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და კარიერა

რატომ არიან ყავისფერთვალება ადამიანები სხვებზე უკეთესი

6 ოქროს წესი უბერებელი მზეთუნახავებისგან, რომლებიც ასაკის მიუხედავად შეუდარებელნი არიან

0
1105
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1105