ტექნოლოგიური სიახლეები 2025 წლიდან უპილოტო თვითმფრინავები იფრენენ 2017, 14 აგვისტო, 9:16 ![]() დღესდღეისობით საჰაერო ხომალდების უმეტეობა რობოტირიზებულია და ავტოპილოტი მართავს.ავტოპილოტს შეუძლია დასვას თვითმფრინავი რთულ მეტეო და შეზღუდულ ხილვადობის პირობებშიც კი. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამოქალაქო ავიაციაში ცოცხალ პილოტებზე უარის თქმით ავიაბილეთების ფასი 10%-ით შემცირდება, თუმცა იგივე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უპილოტო ხომალდით მგზავრობისას გაიზრდება მგზავრების შიშის ფაქტორი, რამაც შესაძლოა შეამციროს მგზავრთა რაოდენობა. როგორც Financial Times-ი იუწყება, 8 000 გამოკითხული ადამიანიდან მხოლოდ 17%-მა განაცხადა თანხმობა იფრინოს უპილოტო თვითმფრინავით, 54% კი კატეგორიულად წინააღმდეგია. Boeing-მა ივლისის თვეში განაცხადა, რომ უკვე ამზადებს სათანადო აპარატურას."ყველა საბაზისო ელემენტები მსგავსი ტექნოლოგიისთვის უკვე მხადაა"-აღნიშნა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა. 59 6-ს მოსწონს 1-ს არა
|