x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138508
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512179
თმის ცვენა და ქერტლი ჭარბი რაოდენობით შამპუნის მოხმარების და თავის არასწორედ დაბანის შედეგია

image


ამას მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებთ და ვინ წარმოიდგენდა, რომ თავის დაბანის წესებიც არსებობს? მაგრამ, როგორც ექიმი-ტრიქოლოგები (დერმატოლოგი, რომელიც თმას და თავის კანის დაავადებებს მკურნალობს) ამტკიცებენ, თავის დაბანისას დაშვებული შეცდომები, ხშირ შემთხვევაში, თავის კანის დაავადების და თმის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ხდება: თმის ცვენა, ბოლოების გაყოფა, სიმშრალე და მტვრევადი თმა... ისინი ამტკიცებენ, რომ დაბანის შემდეგ, დარჩენილი კანის მკვდარი უჯრედები უამრავი არასასურველი ბაქტერიის გაჩენის მიზეზი ხდება.


image


ქვემოთ, ექიმების მიერ შემუშავებულ, თავის დაბანის წესს გთავაზობთ, რომელიც ამ პროცედურის სწორედ შესრულებაში დაგეხმარებათ:

1. წინასწარი დასველება

შამპუნის მოხმარების წინ თმა საფუძვლიანად უნდა დაისველოთ. რადგან ასე კუტიკულა (თმის გარეგანი შრე - ქერცლოვანი საფარველი, რომელიც შედგება ბრტყელი, გარქოვანებული, ერთმანეთზე კრამიტისებურად დაწყობილი გადამფარავი შრისგან (კერატინის ფირფიტებისგან), რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება განივი ბმებითა და ლიპიდური ფენენბით.) იხსნება და თმის დასაბანი საშუალება უკეთესად მოქმედება.

2. ბოლოების დაცვა

ეს პუნქტი გრძელ თმიანებისთვის არის: თავის დაბანის დროს, თმის ბოლოების მეტისმეტად გამოშრობისგან, კარგად იცავს თმის კონდიციონერი! უბრალიდ, შამპუნის მოხმარების წინ, ის თმის ბოლოებზე დაიტანეთ.

3. დაბანა ქაფით

თავზე დიდი რაოდენობის შამპუნის დასხმა — უპატიებელი შეცდომა არის. თმა რომ არ დაიზიანოთ, ხელის გულზე დაისხით 3/4 ჩ. კ. შამპუნი, დაამატეთ მას ცოტა წყალი და თითით გააზავეთ ერთმანეთში, ისე რომ ქაფი მიიღოთ. და უკვე ამის შემდეგ, დაიტანეთ ნაზავი თმაზე.
ნუ იფიქრებთ, რომ დიდი რაოდენობით დასაბანი საშუალება უკეთესად დაგბანთ თავს – კანისა და თმის გამოშრობა კი ნამდვილად შეუძლია.

4. გამოიჩინეთ სინაზე!

დაბანის დროს ხელის მოძრაობა რაც შეიძლება ნაზი და ფრთხილი უნდა იყოს, რომ კუტიკულა არ დაზიანდეს, რადგან სველი თმა, მექანიკური ზეწოლის შედეგად, განსაკუთრებით ადვილად ზიანდება.
თავდაპირველად თითის ბალიშებით თავის კანის მასაჟი არის საჭირო, ამით, დაბანასთან ერთად, თმის ძირებთან სისხლის მიმოქცევას დონეს გაზრდით, რაც თავის მხრივ, გააძლიერებს თმის კვებისა და ზრდის პროცეცებს. შემდეგ, ქაფი თმის მთელ სიგრძეზე გადაანაწილეთ და მსუბუქად მოჭყლიტეთ თმა, მაგრამ ერთმანეთზე არ ახახუნოთ!

5. შამპუნი მხოლოდ ერთხელ წაისვით

თუ თავს ყოველდღე ან დღეგამოშვებით იბანთ, შამპუნის მეორედ წასმას არანაირი აზრი არა აქვს, რადგან პირველი ჯერის შემდეგ, თავი და თმა ისედაც სუფთა გექნებათ.

6. კონდენციონერი — კანისთვის არ არის

გრძელი თმის მოვლისას, აუცილებელი ბალზამის ან კონდენციონერის გამოყენება. რომლის გამოყენების წინ, აუცილებელია თმის მსუბუქად გაწურვა, რომ ზედმეტი წყალი ჩამოიწკრიტოს. დაიტანეთ კონდენციონერი თმის მთელს სიგრძეზე, მაგრამ არა კანზე (მისგან განსხვავებით, ბალზამის კანზე დატანაც შეიძლება). წასმის შემდეგ, მაშინვე ნუ გადაივლებთ წყალს. გაიჩერეთ ის 2-3 წუთი, რომ კონდენციონერმა თმაზე ზეგავლენის მოხდენა მოასწროს.

7. გავლება

მას შემდეგ რაც კონდენციონერს მოიშორებთ, თმაზე (თავზე არა) ცივი წყალი უნდა გადაივლოთ. ეს ხრიკი თმის ზედა ფენის ქერცლების დახურვას იწვევს და თმას დამატებით მბზინვარებას ანიჭებს.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageგაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თმასთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს გექნებათ
5 რეცეპტი ჭაღარა თმის შესაღებად! თქვენ აღარასდროს შეიძენთ თმის საღებავს
10 შეცდომა, რომელსაც შხაპის მიღების დროს, უმრავლესობა უშვებს
12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!
გამაახალგაზრდავებელი ვარცხნილობები, 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის
სტილისტმა დაამტკიცა, რომ ყველა ქალი დედოფლად არის დაბადებული

0
302
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0