პარამეცნიერებები უცნაური ისტორიული ცნობები ძაღლისთავიან ადამიანებზე 2017, 16 აგვისტო, 9:34 ძაღლისთავიანების ანუ კინოცეფალების (ბერძ. კინოს - ძაღლი. ცეფალონ - თავი) არსებობის საკითხი რა თქმა უნდა მხოლოდ კვლევის საგანია და არა მტკიცების. და კვლევის საგანიც მხოლოდ იმიტომაა, რომ ამ თემაზე არსებობს ძალიან ბევრი გადმოცემა და ისტორიული წყარო, რომელთაგანაც რამდენიმეს ახლავე წარმოგიდგენთ. რომ არა ეს საკმაოდ სერიოზული ისტორიული წყაროები, ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ და მხოლოდ მითოლოგიად ჩაითვლებოდა. ძვ.წ. მე-4 საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ექიმი ქტესიასი კნუდუსიდან, ინდოეთში მოგზაურობის დროს, ყველაფრის შესახებ რასაც საინტერესოს ნახავდა, ჩანაწერებს აკეთებდა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ასეთი რამ წერია: "ძაღლის თავიანი ადამიანები... არ შეუძლიათ საუბარი, მხოლოდ ყეფენ ან მუნჯურად, ხელებით განიშნებენ სათქმელს. უმ ხორცს მიირთმევენ. მათი რიცხვი კი 120, 000-ს აღწევს." ასევე ძვ.წ. მე-4 საუკუნის ხელნაწერია შემორჩენილი, სადაც ალექსანდრე მაკედონელი წერს თავის გამზრდელ არისტოტელეს ძაღლისთავიან ადამიანებზე, რომელიც იხილა ინდოეთში ლაშქრობისას. იქვე აღნიშნავს, რომ ის ეომა მათს არმიას, რომელიც რიცხვით 40, 000-მდე იქნებოდაო. საინტერესოა ასევე პირველი საუკუნის ისტორიკოსის - პლინიუსის ცნობა თავისი წიგნიდან "ბუნების ისტორიები", სადაც აღგვიწერს ეთიოპიაში მობინადრე თუ მცხოვრებ ძაღლისთავიან ადამიანებს: "თავები აქვთ ძაღლების მსგავსი, ხელებზე ბასრი ბრჭყალები, ისინი გარეულ ცხოველთა და ფრინველთა მონადირებით ცხოვრობენ." კიდევ ერთი აღსანიშნავი მაგალითია წმინდა ქრისტოფერი, რომელიც ხატებზე პირდაპირ ძაღლის თავით გამოიხატებოდა შუა საუკუნეებში. ის მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა. გადმოცემები კი გვიამბობს, რომ იყო 7.5 ფუტის სიმაღლის, ხშირად ყეფდა და იკვებებოდა უმი ხორცით. იესო ქრისტეს მოძღვრების გაცნობის შემდეგ კი მან მიატოვა ძველი ცხოვრების წესი და ადამიანურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. მე-6 საუკუნის უელსური თქმულება "პა გური" გვიამბობს ბრძოლაზე, რომელიც მოხდა ედინბურგის მთებში მეფე არტურის ამალასა და ძაღლისთავიან ადამიანებს შორის. მე-9 საუკუნის თეოლოგი რათარამნუსი კი წერს "ძაღლისთავიანთა ეპისტოლეში" (Epistola de Cynoce): "ძაღლისთავიანთა უნარი, რომ შექმნან კანონები, მისდიონ მიწათმოქმედებას და დაიფარონ სასირცხო ადგილები დამადასტურებელია იმისა, რომ ისინი რაციონალური არსებანი არიან გონებითა და სულით". მე-13 საუკუნეში კი მარკო პოლო, ცნობილი მოგზაური თავის ჩანაწერებში იხსენიებს კუნძულს, რომელიც მდებარეობს მიანმართან ახლოს: "ამ კუნძულზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს აქვს ძაღლისებრი თავი. ყოველი ასპექტი მათი სახის მოყვანილობისა, ყოველი ნაკვთი ამსგავსებს მათ დიდ მასტიფებს. სადაც კი ხვდებიან ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც არაა მათი ჯიშის, იქვე ანადგურებენ." ასევე მე-16 საუკუნის თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი "პირი რეისის" რუკაზეც დატანილია სურათები, რომელიც მოგვითხრობს სამხრეთ ამერიკაში მათს არსებობაზე. მათზე ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში ასევე წერდნენ ჰესოიდი, ჰეროდოტე, მეგასთენე, მათი მტკიცებით ისინი ცხოვრობდნენ ინდოეთსა და ლიბანში. ხოლო შუა საუკუნეებში მათზე ასევე წერდნენ ნეტარი ავგუსტინე, პლანო კარპინი, პორდენონე და სხვა მკვლევარები. დროთა განმავლობაში მათ გადაინაცვლეს ამერიკასა და ინდონეზიაში, ხოლო ბოლო ცნობები კინოცეფალებზე მე-18 საუკუნეში მოიპოვება, რის მერეც მათი კვალი უბრალოდ ქრება. საინტერესოა რომ საქართველოში აღმოჩენილ ძვ.წ. მეორე ათასწლეულის "თრიალეთის თასზე" გამოსახულია კინოცეფალები: 802 4-ს მოსწონს
|