x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სამოსის 20 მოდელი, რომლის შესაქმნელად სპეციალური უნარ-ჩვევები საჭირო არ არის
image


ქალისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, არამედ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მსგავსი სამოსი სხვასაც არ ეცვას. ამიტომ, კარგი იქნება, კაბას მკერავთან თუ შეიკერავთ და კიდევ უფრო იაფად გამოხვალთ, თუ ამას თავად მოახერხებთ!

აქ წარმოდგენილი მოდელები ძალიან მარტივი შესაკერია და მათ შესაქმნელად, განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება საჭირო არ არის.


image

image

ქვემოთ მოცემული თარგები S და M ზომებზეა გათვლილი და გამოყენების შემთხვევაში, საკუთარი ზომა აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image


image

image

1. კაბა-კეიპი (კაბა მოსასხამი) უნივერსალური სამოსია! ის — ძალიან ლამაზია და მას ძირითადად თამამი და საკუთარი თავის განუმეორებლობაში დარწმუნებული მანდილოსნები ირჩევენ და კიდევ ისინი, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში, თავს დედოფლად გრძნობენ.
ახლა თქვენც გეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ გარდერობს ეს უნიკალური სამოსი მიამატოთ. თან, ნაკლები დანახარჯებით. ამასთან, არა ერთი, რადგან სხვადასხვა შემთხვევისთვის, ქსოვილის ფაქტურის მიხედვით, რადიკალურად განსხვავებული კაბების შეკერა შეგიძლიათ. მაგ., აბრეშუმის ძვირფასი კაბა – განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ტრიკოტაჟის – ქალაქში გასასვლელად და ა. შ.


image


2. მსუბუქი კაბა-ტუნიკი, ასევე ყველა სიტუაციისთვის გამოდგება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, ქსოვილის სწორედ შერჩევა იქნება საჭირო.

image
3. მსუბუქი, აბრეშუმის ბლუზი, სტრეიჯის სტილის, ჯინსის შარვლის კარგი დანამატი იქნება.

image
4. ეს კი კაბა-ტუნიკი არის, სერიიდან – «გამოჭერი და ჩაიცვი».

image
5. მართალია, ეს ქვედა ბოლო ორი ელემენტისგან შედგება, მაგრამ ძალიან ლამაზი და კარგი სახმარია.

image
6. ამ ტრიკოტაჟის მოსასხამზე რა აზროს ხართ? ამ შემთხვევაში, თარგიც კი არ არის საჭირო

image
7. თუ წინა მოდელში, მაისურის ჩაცმა არის საჭირო, სხეულის შიშველი ნაწილების დასაფარად, აქ ამ სახის პრობლემა არ არსებობს:

image
8. უმარტივესი და ძალიან მოდურია! მთავარი, აქ აქსესუარების სწორედ შერჩევა არის, რადგან ყველ დანარჩენი, უმარტივესია.


image


9. პატარა შავი კაბა ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. თარგი ძალიან მარტივია. ხოლო, კაბა – ეფექტური.
image10. ეს ძალიან დახვეწილი კაბაა! ყველაზე მთავარი, კი ის არის, რომ მისი შეკერვა ძალიან მარტივია. გარდა ამისა, ქამრის ან სხვა აქსესუარების დამატების შემთხვევაში, მისი იერის შეცვლა შეიძლება.

image
11. ეს მოდელიც უმარტივესია! და რამდენად დახვეწილი და ელეგანტური იქნება, მთლიანად ქსოვილზე არის დამოკიდებული.

image12. სარაფანი ზღვის სანაპიროზე სეირნობისთვის. მხოლოდ ჩალის ქუდი არის საჭირო და სუპერ-ელეგანტური სტილი მზად იქნება.

image13. ეს საზაფხულო სარაფანის კიდევ ერთი ვარიანტია. ძალიან ლამაზი მოდელია oversize -ის (სრული, განიერი) სტილში.
image14. ულამაზესი საღამოს კაბაა, რომლის გადაკეთება (სიგრძის დამოკლებით) კოქტეილის კაბად შეიძლება. მისი შეკერვა იმდენად მარტივია, რომ სალაპარაკოდაც არა ღირს.
image15. წელს მოდაში თამამი სტილი (გამჭვირვალე სამოსი, ბრა-ტოპი, ღრმა დეკოლტე და მოშიშვლებული მხრები) არის და რამდენად ელეგანტური იქნება თქვენი კაბა, ქსოვილზე და თქვენს გემოვნებაზე არის დამოკიდებული.
image16. თოჯინის კაბა — ყველა გოგონას ოცნებაა. ეს მოდელი, სხვა კაბებთან შედარებით, ცოტა რთულია და თუ ამ საქმეში ახალბედა ბრძანდებით, დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ.
image17. ეს მაქმანებიანი კაბა ძალიან ქალური და ელეგანტურია. მაგრამ, შესაძლებელია, რომ სხვისი დახმარება ამ შემთხვევაშიც საჭირო გახდეს.
image18. ძალიან ორიგინალური საზაფხულო კაბაა: მსუბუქი და ჰაეროვანი. განსაკუთრებით უხდება ქსოვილს ყვავილებიანი პრინტით. ამასთან, მისი შეკერვა, არც თუ ისე რთულია.image19. ამ კაბაში ერთდროულად არის გაერთიანებული ელეგანტურობა და სექსუალურობა. მისი დახმარებით, მთელი მსოფლიოს დაპყრობა შეიძლება.

image
20. ეს კრეატიული პლაჟის კაბის უმარტივესი მოდელია — თქვენ დაგჭირდებათ: მართკუთხედის ფორმის ქსოვილი და 2 ზონარი.

image
შეკერვა: ქსოვილს კუთხეებზე მიაკერეთ ზონარები, როგორც ქვემოთ, სურათზე არის ნაჩვენები.

image

imageimage
როგორც ხედავთ, ლამაზი კაბის შესაკერად, არ არის საჭირო, რომ ამ საქმის პროფესიონალი იყოთ. ერთი შეხედვით რთული რაღაცეები, სინამდვილეში, ძალიან მარტივად გასაკეთებელია. ამოირჩიეთ მოდელი, შეარჩიეთ ქსოვილი და კერვას შეუდექით. ცოტაოდენი ძალისხმევის გამოჩენის შემდეგ, თქვენ ერთადერთი და განუმეორებელი კაბის მფლობელი გახდებით!

1
513
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
513
  
2017, 16 აგვისტო, 9:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1