x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ზოგს გულის მაგივრად ძღ... უდევს- ცოტნე გამსახურდია პოსტს აქვეყნებს
გულნატკენი ცოტნე გამსახურდია facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საჯაროდ გამოთქვამს წუხილს იმის შესახებ, თუ როგორ გამოამჟღავნა უმადურობა სამშვილიანმა ოჯახმა, რომელსაც მან ქველმოქმედების სახით ფულადი დახმარება გაუწია სხვა ხალხთან ერთად.

image


მანამ, სანამ პოსტს შემოგთავაზებდეთ მიმდინარე თემაზე, გთავაზობთ ასევე ცოტნეს პოსტს შეგროვილ თანხასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათლად ჩანს როგორ ჩაერთო ხალხი ფიანსურად იმ უმწეო ოჯახის დასახმარებლად.


ჩვენი შეგროვილი, სამი მცირეწლოვანი გოგონასთვის განკუთვნილი თანხა ჩემს ანგარიშზეა, უკვე ვეხმარები დოზირებულად, საჭიროებისამებრ. სანამ პრემიებით ტკიპასავით გაბერილი ხელისუფლება ინამუსებს, ან ვაიძულებთ და აღუდგენს მათ კანონიერ დახმარებას! მადლობა Kakha Kukava- ს მათი იურიდიული დახმარებისათვის. ვფიქრობ, შევძლებთ მათ გადარჩენას...
პ.ს. ერთ-ერთმა ემიგრანტმა მეგობარმა კიდევ 50 $ ჩარიცხა, რაც აქ არ ჩანს. ამ თანხას სხვის დასახმარებლად გადავამისამართებ, ხვალ დავწერ მის შესახებ, რა ხდება... -წერს ცოტნე.


image



როგორც აღმოჩნდა, ცოტნეს მიერ გაწეული დახმარება ოჯახმა სხვაგავრადა აღიქვა, რაზეც პრეტენზიები გამოუხატიათ და ცოტნემ არც ამ ჯერზე დააყოვნა ახსნა-განმარტების პოსტი, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ.



" არ მინდოდა მოყოლა, არ მინდა რომ გული გაგიტეხოთ ამ გაძაღლებულ ქვეყანაში... გახსოვთ, ფული რომ შევაგროვეთ სამშვილიანი დედისთვის?
~1300 ლარი შეგროვდა, აქაც დავდე ამონაწერი, თუ გახსოვთ. აგვისტოს პირველ რიცხვებში გადავეცი 400 ლარი და ვფიქრობდი ეს თანხა რამოდენიმე ნაწილად გამეყო, სანამ ჩვენი ადვოკატის დახმარებით სახელმწიფოს წართმეულ სოციალურ დახმარებას აღვუდგენდით.
სამი დღეა მირეკავს და მაშანტაჟებს თავის ჭკუით, რაღაი ფული ეგულება, კბილები უკაწკაწებს. ვინ მოგცათ უფლება სურათი რომ გადაგვიღეთ და დადეთ ფეისბუქზე, სასწრაფოდ მომეცით მთლიანი თანხაო. თურმე ამ быдло-მ უნდა განკარგოს ჩემი და ჩემდამი მონდობილთა ფულით როგორი გრაფიკით დავეხმარები... არეკინებს ბავშვებს: ცოტნე ბიძია, დაგვიბრუნეთ "ჩვენი ფული" და ა.შ.
დღეს სიტუაცია შეიცვალა, მისი ნათესავებიც გამოჩენილან ფულის სუნზე, პოლიციისთვისაც დაუძახიათ: ჩვენი ფულით რესტორნებში გულაობსო. მათ თანხას ველოდი თურმე, რომ რესტორანში წავსულიყავი.
ახლა ვფიქრობ, დარჩენილი ჩვენი 900 ლარი დაავადებულ ბავშვთა ფონდს თუ მსგავს დაწესებულებას გადავურიცხო. მართლაც, ზოგს გულის მაგივრად ძღ... უდევს...
აი, ასეც ხდება... არც პირველია ეს და არც უკანასკნელი, მაგრამ რა ძნელია უყურო ამ ყველაფერს"- წერს ცოტნე. image


1
472
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
472
  
2017, 15 აგვისტო, 20:26
უმადურობა სენად გვექცა, მართალია ეს კაცი...
0 1 1