x
image
t.x.
მოიშორეთ ლაქები, ჭორფლი, ნაოჭები და მეჭეჭები იაფად და მარტივად
image
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჭორფლი და ლაქები უფრო შესამჩნევი ხდება, რადგან ისინი მზეზე მუქდება. ასევე თვალშისაცემია ნაოჭებიც, რადგან კანი შრება, გამომშრალი კანი კი ნაოჭების გაჩენის წინაპირობაა. რეცეპტი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, უხდება როგორც ლაქებსა და ჭორფლს, ასევე აქრობს მეჭეჭებს და ამცირებს ნაოჭებს.

თქვენ დაგჭირდებათ:

3 კბილი ნიორი, 4 ლიმონი, 10 გრ. თაფლი, 200 გრ. სელის თესლი.

მომზადების წესი:


გაფცქვენით ნიორი და დაჭერით წვრილად. უმჯობესია თუ ჩავნაყავთ. დავამატოთ გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი ლიმონი, თაფლი და სელის თესლი. ეს ყველაფერი უნდა მოთავსდეს შუშის ქილაში. აიღეთ ხის კოვზი და დროდადრო კარგად მოურიეთ. დააფარეთ თავი და შედგით მაცივარში.

ყოველდღიურად მიირთვით თითო სადილის კოვზი. ეს ნარევი კვებავს კანს და აგაშორებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას. მისი რეგულარული ხმარება გაგიუმჯობესებთ კანის ხარისხს, ხელს შეუშლის გამოშრობას და შესაბამისად ნაოჭების გაჩენას, გაგიქრებათ მუქი ლაქები, აგრეთვე ასაკობრივი ლაქები და კანთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

ასევე გთავაზობთ ნიღაბს, რომელიც ჭორფლის გასაუფერულებლად გამოგადგებათ: image1ც. საშუალო ზომის ხახვი გახეხეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და კარგად აურიეთ.

მიღებული მასა გადაანაწილეთ ორ ფენა მარლას შორის და სახეზე ასე დაიდეთ.
10-15 წუთის შემდეგ სახე ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ

და კიდევ მეორე: (ვაშლის ნიღაბი)

1/2 გათლილი ვაშლი გახეხეთ, გააჩერეთ 5 წუთით.
რაც წვენი გამოუვა, გადაღვარეთ და გახეხილ მასას 1 ს.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი აურიეთ.
მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ ან ყინულის კუბით გაიწმინდეთ.
უკეთესი იქნება, თუ ყინული ოხრახუშის ნახარშით იქნება გაკეთებული.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჭორფლი გენეტიკის დამსახურებაა და თანდაყოლილია, მათ წინააღმდეგ ზრუნვა ჯერ კიდევ გაზაფხულის დადგომამდე უნდა დაიწყოთ.
უკვე თებერვლის მზიან ამინდებში, ქუჩაში გასვლის წინ სახე მწვანე ჩაის მუქი ნაყენით უნდა გაიწმინდოთ, რის შემდეგაც მზისგან დამცავი კრემი წაისვათ.
აუცილებელია მზის სათვალეებისა და ქუდის ტარება.
მაკიაჟის გაკეთებისას კი კარგი იქნება თუ სახეზე ტონალური კრემის და სახის პუდრის თხელ ფენას გადაისმევთ.


ასევე დაგაინტერესებთ:



10 კლასიკური რჩევა თავის მოვლისათვის (გაითვალისწინეთ და იყავით შეუდარებელნი)



რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა საკუთარი დაბადების დღეს



6 ოქროს წესი უბერებელი მზეთუნახავებისგან, რომლებიც ასაკის მიუხედავად შეუდარებელნი არიან



დაიკელით 10 კგ. 2 კვირაში



0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
234