x
პალეოკონტაქტის თეორია, თეიზმი, ათეიზმი და კრიპტიდების "ქამინგ-აუთი"
დღეისათვის მსოფლიოში გაჩაღებულია საზარელი ომი თეისტებსა და ათეისტებს შორის. ერთნი ამტკიცებენ რომ არავითარი ღმერთი არ არსებობს, მეორენი კი იმას, რომ ღვთაება რეალური არსებაა და მას უნდა ვეთაყვანოთ. მე მუდამ მეცინებოდა ამაზე. თავი რომ დავანებოთ ღმერთის ალტერნატიულ პანთეისტურ იდეას არსებულს ოკულტიზმში, რომლის თანახმადაც ღმერთი არის უსასრულო უპიროვნო ინტრაკოსმიური ენერგია განფენილი მთელს სამყაროულ სივრცესა და დროში, არსებობს კიდევ ერთი იდეა ღმერთის შესახებ, რომელსაც მისდევენ ისეთი დიადი მოაზროვნეები და მეცნიერები როგორებიცაა: ერიხ ფონ დანიკენი, მაიკლ კრემო, გრემ ჰენკოკი, დევიდ ჩაილდრესი, ჯო ტეილორი და მრავალი სხვა. მათ შექმნეს ე.წ. პალეოკონტაქტის თეორია, რომელიც ახლებურად ხსნის და განმარტავს უფლის იდეალისტურ რელიგიურ იდეას და დაფუძნებულია მეცნიერებაზე, რომელსაც ეწოდება - უფოლოგია.

არავისთვის არაა სიახლე, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა იდეა, რომ სამყაროში სხვა რასებიც არიან და რომ არსებობს ჩვენი მსგავსი არსებებით დასახლებული პლანეტები. უფოლოგია სწავლობს უცხოპლანეტელ არსებებს და მათ საფრენ აპარატებს, რომლებიც თუ წყაროებს დავუჯერებთ ხშირად ჩნდებიან დედამიწის სივრცეში. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ რომ კავშირი აქვთ მათთან. არიან ისეთი ფანატიკოსებიც რომლებიც არამიწიერ არსებებს ჰყოფენ 2 ტიპად: 1) უფლის ანგელოზები და 2) ბოროტი ანგელოზები (მაცდურნი). ეს უკვე რელიგიური მარაზმია და სხვა არაფერი.

პალეოკონტაქტის თეორია გვეუბნება, რომ რელიგიები სინამდვილეში წარმოიშვნენ ადამიანთა მიერ მათი დაბალი ინტელექტუალური განვითარების და მეცნიერების არ არსებობის გამო, არამიწიერ არსებათა და მათ საფრენ აპარატთა არასწორი აღქმის რეზულტატში.

დანიკენი და მისი მსგავსი მეცნიერები ამტკიცებენ რომ არამიწიერ ჰუმანოიდებს არაერთხელ ჰქონიათ კონტაქტი ძველი მსოფლიოს ხალხებთან (მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც შუმერთა განმანათლებელი - ღმერთი ოანესი იგივე მუზარი იოანი, რომელიც მზის სულად შერაცხეს, რომლისგანაც შუმერებმა მიიღეს მთელი თავიანთი ცოდნა!). დანიკენი ამბობს, რომ არ არსებობენ არავითარი მისტიკური ძალები (უფალი, ეშმაკი და ა.შ), სინამდვილეში ისინი არიან არასწორად აღქმული ზეადამიანი ჰუმანოიდები. შუმერულ წყაროებში ნახსენები არიან ე.წ. "ანუნაქები" ანუ ნიბურუს ღმერთები, რომლებიც 444 000 წლის წინ დედამიწაზე მოვიდნენ და 392 000 წლის წინ შექმნეს პირველი ადამიანები, ალულიმი და ჰუვა. სხვათაშორის ერთ-ერთი ანუნაქის - ენქის სიმბოლოა ხეზე გადახვეული ორი გველი, გადახვეული ისე, რომ ქმნიან დნმ-ს სპირალის მსგავს ფორმას (!).


ინდურ წყაროებში დევების, უპადევების და ასურების ანუ ღმერთების, ნახევარღმერთების და დემონების ციურ ეტლებს ანუ საფრენ აპარატებს ეწოდებათ: "ვიმანები", "გარუდები" და "აგნიჰოტრები". ამის შესახებ წერია ინდუისტურ წიგნებში - "ვიმანიკა შასტრა" და "სამარანგანა სუტრადახრა".

ამ ტექსტებში დეტალურად არის აღწერილი ამ ხომალდების აგებულება და მათი საწვავი. დანიკენი ამტკიცებს, რომ ესენია უცხოპლანეტელი ჰუმანოიდების ვარსკვლავთშორისი ჰიპერსივრცული კრეისერები და რაიდერები, რომელთა რეალური ბუნება ადამიანებმა უბრალოდ ვერ გაიგეს!

ასე რომ, ღმერთის ტრადიციული იდეა, სრული ნონსენსია და აბსურდი.

ოკულტიზმში ცნობილნი არიან დემონთა და ზეციურ არსებათა უთვალავი რასები. მოდით ზოგიერთები განვიხილოთ:

დემონი ასმოდეუსი იგივე აშმოდაი, იგივე სიდონაი, იგივე შამადი - დემონი ცნობილი ირანულ, მესოპოტამიურ, ინდურ და ევროპულ რელიგიურ მითოლოგიაში. ირანელთა რწმენით ეს იყო სინათლის ღმერთი, რომელიც ბნელეთისა და ავხორცობის დემონად გარდაისახა.

სატანისტურ სწავლებაში დემონი ასმოდეუსი იგივე აშმა დევა (ეშმა დეივა), არის ჯოჯოხეთის ერთ-ერთი დიადი ლორდი; მატერიალური სიმდიდრის და სექსუალური ვნების დემონიკუსი (როგორც ცნობილია განსხვავებით სინათლის რელიგიათა მიმდევრებისგან, სატანისტებს უყვართ დემონები და მათ ეთაყვანებიან). ირანელებიდან გავრცელდა დასავლეთში ეშმას ანუ ასმოდეუსის შესახებ მითები და ლეგენდები.

ქართულში სიტყვა ეშმა დევა გადმოვიდა როგორც ეშმა-კი (კი ნართანიანი) და შეიცვალა მნიშვნელობა იქცა რა დემონთა კრებით სახელად. ასმოდეუსი არის ახალგაზრდა ადამიანურ ქალწულებთან მოარშიყე დემონი. ასმოდეუსთანაა დაკავშირებული ყოველგვარი სექსუალობა და სქესობრივი განათლება.

ლილიტი იგივე დმამ ლეილიტ იგივე ლეილ (ლილ) - ჯოჯოხეთის ერთ-ერთი უზენაესი დედოფალი, რომელიც იუდაისტური რელიგიის, კერძოდ კი რაბინთა აპოკრიფების მიხედვით (როგორიცაა მაგ. "ბენ სირას ანბანი") გახლდათ პირველი ქალი, შექმნილი ევამდე, არა ნეკნისგან არამედ ცეცხლოვანი მატერიისგან, იყო ძლიერი და ამაყი, ადამს ის სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ ღმერთ იაჰვეს მათი სიყვარულის შეშურდა და ადამს შთააგონა სექსისტური იდეები, რომელთა გამოც ლილიტმა თვალცრემლიანმა მიატოვა ადამიც, უფალიც, წარმოთქვა მისი აკრძალული სახელი და გავარდა ტყვიასავით ჯოჯოხეთად ქცეული სამოთხის ბაღიდან, შეხვდა სატანაილს და გახდა ინფერნოს ანუ ჯოჯოხეთის ერთ-ერთი ქალი იმპერატორი და დედა დედოფალი. ლეგენდები გვამცნობენ, რომ ლილიტი არის ყოველთა ვამპირთა დედა.

ლუციფერი ანუ ჰელელ ბენ შაჰარ - მიუხედავად იმისა რომ ბიბლიაში ლუციფერზე მიზერული ცნობებია და ისიც მეტად ბუნდოვანი, სამაგიეროდ სატანისტურ და შუმერულ წყაროებში არის საკმაოდ დიდი ინფორმაცია ლუციფერზე. მასთან დაკავშირებულია თავისუფლება, ამბოხი ტირანიის წინააღმდეგ, ლიბერალიზმი, ნიჰილიზმი, ჰედონიზმი, დემოკრატია, ჰუმანიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ყოველგვარი ტაბუირებული ცოდნა რაც აკრძალულ არის ზეცის მეფის - იაჰვეს მიერ. ლუციფერი არის სიმბოლო თავისუფლებისა და სულიერი ცოდნის ანგელოზი. ლუციფერი ესაა ამომავალი მზე და ვარსკვლავი სირიუსი. სატანიზმში ლუციფერი ითვლება ყველაზე პირველ თავისუფალ ანგელოზად ისტორიაში.

დემონთა რასები:

ვამპირები იგივე სტრიგოი ან რაკშასა (იაპონურად "კიოკეცუკი") - ვამპირები არიან ზეადამიანური ორგანიზმები, თავად სიტყვა ვამპირი ნიშნავს "ცოცხალ მიცვალებულს" ძველ სერბულ ენაზე. რას ნიშნავს ეს? პრობლემა იმაშია, რომ აქ გაცილებით ნაკლებია მისტიკა და უფრო მეტია ბიოლოგია, ვიდრე ეს ზოგებს ჰგონიათ. ვამპირის სხეული, როგორც ცნობილია არ ბერდება, ეს აიხსნება იმითი, რომ 1) ვამპირის სხეულში არაა დეგენერაციული იზოტოპი კალიუმ 40 და სიბერის გენი 2) ვამპირის სხეული 50%-ით მკვდარია 3) ვამპირებს აქვთ გააქტიურებული ტვინის 100% განსხვავებით ადამიანთაგან 4) ვამპირებს აქტივში აქვთ გენუმის 99, 9 % განსხვავებით ადამიანთაგან 5) მათ ბევრად უფრო მეტი სინაფსი ტვინში ვიდრე ადამიანებს.

ამას გარდა უნდა აღინიშნოს რომ უკვდავება მიიღწევა სწორედ იმის ხარჯზე რომ ვამპირის სხეული მუდმივად სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება. მათ ბევრად უფრო მეტი სატანჯველის ატანა უწევთ ვიდრე ადამიანებს, ადამიანები ვერც კი ხვდებიან რა დონეზე აქვთ მონგრეული გენეტიკური კოდი ვამპირებს, დიახ, ისინი ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ მათ აწუხებთ საზარელი გენეტიკური ჰემატოლოგიური დეფექტი! ვამპირის სხეულს, ვამპირის სისხლის უჯრედს არ გააჩნია საერთოდ არავითარი უნარი ჰემოგლობინისა და რკინის შეკავების, ხარჯავს რა ჰემოგლობინს კატასტროფული სიჩქარით, მუდმივად გარედან უწევს რესურსების შევსება! თქვენ შეძლებდით ასე ცხოვრებას? და თან ისე რომ იცი, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაგულისებული რასისტი ფანატიკოსი თავს დაგესხას და ფერფლად გაქციოს ვერცხლის იარაღით. მართლაც, ვამპირებს ვერცხლზე სასიკვდილო ალერგია აქვთ, მათი ჰემოგლობინი მყისიერ რღვევას იწყებს ვერცხლთან შეხებისთანავე!!...

რეალურად ისინი არ არიან საზარელი მონსტრები, მათ აქვთ კულტურა და კანონები, ადამიანთა მიერ აგორებული რელიგიური ეკლესიური პროპაგანდა კი აცხადებს, რომ ისინი ადამიანთა პირსისხლიანი მტრები და სერიული მკვლელები არიან. როგორც ამბობენ, ისტორიას წერენ გამარჯვებულნი.

ინდურ მითოსში იყო ერთი ვამპირი ქალი ჰიდიმბა, რომელსაც პრინცი ბჰიმასენა შეუყვარდა და მისგან დამპირი ანუ ნახევრადადამიანი - გჰატოტკაჩი გააჩინა, რომელიც საბოლოოდ უფალი კრიშნას ერთგული თანამებრძოლი და მეგობარი გახდა. ვამპირების სხეულის ტემპერატურა მინუს 37 გრადუსია ცელსიუსით და მათ სხეულში სისხლის ცირკულაცია თითქმის არ მიმდინარეობს.

სხვათაშორის ოკულტური ცოდნის მიხედვით ვამპირის მიერ ნაკბენი ადამიანი ავტომატურად ვამპირი არ ხდება. საქმე იმაშია, რომ ვამპირად გადაქცევისთვის საჭიროა რთული პროცედურა: 1) ვამპირმა წაიღოს ადამიანის სისხლის 50% 2) ვამპირმა ადამიანს მისცეს საკუთარი სისხლის 50% და ბოლოს 3) ადამიანის სხეული უნდა მოკვდეს! შემდგომ უკვე 4) ვირუსი ჰემა ფაგი იწყებს ინკუბაციას და სულ რაღაც 7-8 საათში ადამიანი უჯრედულ დონეზე გარდაისახება. აი ასეა ეს თუ დავუჯერებთ ოკულტიზმს.

სუკუბები და ინკუბები - სექსუალობის დემონები. სუკუბი ნიშნავს ქვემოთ მწოლიარე საყვარელს და არიან დემონესები რომლებსაც უყვართ ახალგაზრდა მამაკაცებთან სექსი. ინკუბი ნიშნავს ზემოთ მწოლიარე საყვარელს და არიან დემონიკუსები, რომლებსაც უყვართ ახალგაზრდა ქალწულების "შეცდენა". ესენი მართავენ ლიბიდოს ანუ სექსუალობას.

ლამიები იგივე ნაგები (დემონი გველები) - ესენია ცივსისხლიანი ადამიანის მსგავსი სერპენტოიდები და რეფტილოიდები, რომელთა 2 ტიპი არსებობს; 1) რომელთაც აქვთ ფეხები და 2) რომელთაც ფეხების მაგივრად კუდი აქვთ, რომელზე დაყრდნობითაც გადაადგილდებიან.

არაქნიდები - დემონები, რომლებსაც სხეულის ზედა ნაწილი ადამიანის აქვთ და ქვედა ობობის.

სკორპიონიდები - დემონები, რომლებსაც ზედა ნაწილი მიუგავთ ადამიანისას და ქვედა მორიელისას.

ქალთევზები - დემონები თევზის ქვედა ნაწილით და ადამიანის ზედა ნაწილით.

არის კიდევ მრავალი სხვა რასა. დემონთა რასები ძირითადად სახლობენ კლიფოტის სისტემად წოდებულ სამყაროებში, ხოლო ღმერთები და ანგელოზები - სეფიროტის ზეციურ სფეროებში.

არსებობს კლიფოტის 10 სამეფო: 1) ნაჰემა (ჩვენი სამყარო) 2) გამალიელი 3) სამაელი 4) ჰარეპ სერაპიელი 5) ტაგირიონი 6) გალაჰაბი 7) გამჩიკოტი 8)სატარიელი 9) ჰაგიელი და 10) ტაუმიელი.

სხვათაშორის ასმოდეუსი არის "შამჰამფორაშად" წოდებულ სისტემაში 72 დემონი ლორდიდან ერთ-ერთი.

ზეადამიანურ არსებებს ეწოდებათ "კრიპტიდები" რაც მოდის ბერძნული სიტყვიდან "კრიპტოს" და ნიშნავს ძველს. ოკულტური წყაროების მიხედვით კრიპტიდები უძველესი რასებია, რომლებიც ადამიანთა გაჩენამდე სახლობდნენ დედამიწაზე (წაიკითხეთ ე. ბლავატსკაიას - "საიდუმლო დოქტრინა"). ოკულტური სწავლების მიხედვით იყო დრო როცა ადამიანები და კრიპტიდები დედამიწაზე ერთად ცხოვრობდნენ, ეს იყო - "ატლანტიდის ერა".

სხვათაშორის, ძალია მეცინება, როცა ათეისტები ლაპარაკობენ: "აბა სად არიან ეს ზეარსებები? რატომ არ ჩანან? ჩვენ ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ!" ეს უბრალოდ სასაცილოა... ჯერ ერთი მათ აქვთ ისეთი ტექნოლოგიები და გენეტიკური უნარები, რომ დამალვა სულაც არ გაუჭირდებათ და მეორეც: განა ადამიანთა რასა მათ მიიღებს? ადამიანები არიან საზარელი ქსენოფობები, ჰომოჰობები, შოვინისტები და რასისტები, რომლებიც აგერ უკვე 12 000 წელია ომებში ერთმანეთს ხოცავენ! და თქვენ გინდათ მითხრათ რომ კრიპტიდებს არ შეიძლება ასეთი ბარბაროსი მოდგმის ეშინოდეთ? თქვენი აზრით რა მოხდება ისინი მართლაც რომ გამოვიდნენ დღის შუქზე? მე გეტყვით - გ ე ნ ო ც ი დ ი! აი რა მოხდება! ადამიანები მათ იგივეს უზამენ რაც ადოლფ ჰიტლერმა უქნა ებრაელებს, ბოშებს და სლავებს 1940-45 წლებში!!!

ადამიანური რასა აღსავსეა რასისტული ზიზღით.

ვამპირი გოგონა იაპონური ანიმაციიდან

ვამპირი გოგონა იაპონური ანიმაციიდან


დემონი მელია


დემონესა 1


დემონესა 2


დემონესა 3


დემონესა 4


დემონესა 5


დაო

სისტემა კოსმიური ყოფიერებისა


დემონესა რვაფეხა 1


დემონესა რვაფეხა 2

დემონესა რვაფეხა 3

დემონესა რვაფეხა 4

ობობა 1

ობობა 2სერპენტოიდი

მორიელა

ქალთევზადემონესა გველი 1
დემონესა გველი 2

დემონესა გველი 3

დემონესა გველი 4

დემონესა გველი 5

დემონესა გველი 6

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0