x
image
t.x.
10 კლასიკური რჩევა თავის მოვლისათვის (გაითვალისწინეთ და იყავით შეუდარებელნი)
imageრჩევა 1.

ყოველ დილას, უზმოზე მიირთვით 1 სუფრის კოვზი სელის თესლი. კარგად დაღეჭეთ და მიაყოლეთ 1 ჭიქა თბილი წყალი. ნახევარი საათის მერე შეგიძლიათ ისაუზმოთ.

ის საუცხოოდ ასუფთავებს ორგანიზმს, კანი ხდება პრიალა და ნორჩი. შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ მისი წყალობით დაიწყებთ ნელ-ნელა წონაში ჯანმრთელად კლებასაც. გარადა ამისა, სელის თესლი არგებს თმასა და ფრჩხილებსაც.


გაფრთხილება: სელის თესლის მოხმარება არ შეიძლება, თუ ორგანიზმში დაგროვილი გაქვთ კენჭები.


რჩევა 2.

ყოველდღე მიირთვით მოხარშული ჭარხლის სალათი. როდესაც თქვენ გაწყობთ - დილით ან საღამოს.

ჭარხალი სისხლის უნიკალური გამწმენდია, ხოლო სისხლის სიჯანსაღე სილამაზის მთავარი მაჩვენებელია. ჭახალი ასევე დადებითად მოქმედებს კანისა და შინაგანი ორგანოების მდგომარეობაზე.

რჩევა 3.

ყოველ დღე დაძინებამდე ერთი საათით ადრე სახეზე წაისვით გლიცერინისა და E ვიტამინის ნარევი. მისი დამზადება იოლია: 30 გრ. გლიცერინს დაამტეთ 10 კაფსულა E ვიტამინი. (გაჩხვლიტეთ ნემსით და გადმოასხით). მათი ყიდვა აფთიაქში ძალიან იაფად შეგიძლიათ. წასმამდე გაისუფთავეთ სახე და რბილი ჯაგრისით დაიმასაჟეთ, ისე, რომ მსუბუქად გაწითლდეს.

ყოველ დილას შენიშნავთ თქვენი კანის გაუმჯობესებას. ნაოჭები გასწორდება, სასიამოვნო ფერი მოგეცემათ. ეს ძალიან შველის "ბატის თათებს".

რჩევა 4.

ყოველდღიურად საკვებად გამოიყენეთ 50 გრ. თხილეული. ნებისმიერი, თქვენ რომელიც მოგწონთ. უკვე 2 კვირაში თმასა და ფრჩხილებს ვეღარ იცნობთ.

რჩევა 5.

სამ დღეში ერთჯერ გაიკეთეთ მდოგვის ნიღაბი თმისთვის. მდოგვის ფხვნილს აურიეთ თალგამის ან ხორბლის ზეთი, გააკეთეთ ფაფასავით, დაიტანეთ ნესტიან თმაზე, გააჩერეთ 20-30 წთ. და ჩამოიბანეთ. ერთი თვის მერე თქვენს თმას ვეღარ იცნობთ.

რჩევა 6.

იქონიეთ ბამბის წინდები ძილისთვის. ზამთარში - შალის. ყოველ ღამე დაბანის წინ ნაღების კარაქში აურიეთ რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი, წაისვით ფეხებზე, ჩაიცვით წინდა და დაიძინეთ. ერთი თვეც არ დაგჭირდებათ და ზღვის სეზონისთვის თქვენს ფეხებს შურით შეხედავენ.image

რჩევა 7.

მოვუაროთ წამწამებს: გულიანად დავიბანოთ წამწამები ფუნჯის დახმარებით, გავიშროთ და დავიწვეთოთ ხორბლის ზეთი. ბევრის წასმა საჭირო არაა, სულ ცოტაც ყოფნის. გახდება ხშირი და გრძელი.

რჩევა 8.

მოვუაროთ სხეულს: ერთ ჭიქა ზღვის მარილში (არქონობის შემთხვევაში ჩვეულებრივი, სამზარეულოს, იოდიანიც გამოდგება) დაამატეთ ერთი ჭიქა ცხიმიანი არაჟანი და დაბანის მერე წავისვათ მთელ ტანზე კისრის ჩათვლით. (სასურველია ხელთათმანი ჯაგრისით) დავიმასაჟოთ სხეული და ჩამოვიბანოთ). სასურველია ყოველი დაბანისას. დარჩენილი მასა შევინახოთ მაცივარში. მარილი კანს დეზინფიცირებას უკეთებს, არაჟანი კვებავს კანს და ანეიტრალებს მარილის მოქმედებას.

რჩევა 9.

ერთ-ერთი საუცხოო საშუალებაა ამარანტის ზეთი, რომელიც მოგიხსნით ძალიან ბევრ პრობლემას. გაასწორებს ნაოჭებს და კანს საუცხოოს გახდის. ერთად-ერთი პრობლემა მისი სიძვირეა, თუმცა ცდა ამად ღირს.

რჩევა 10.

დაამზადე განსაკუთრებული წყალი დაბანის შემდეგ თმაზე გადასავლებად. ამისათვის კი 1ლ. წყალს დაამატე 5 წვეთი მენთოლის ზეთი. გადაივლეთ ყოველი დაბანის მერე. პირველივე ჯერზე იგრძნობთ შედეგს, თავის კანზე საოცარ სინორჩეს და სიმსუბუქეს. ეს საშუალება თავის ტკივილსაც ხსნის. ებრძვის ქერტლს და თმის ცხიმიანობას. image


როგორ მოქმედებს მზის და მთვარის დაბნელებები ჩვენზე და რას უნდა ვუფრთხოდეთ


რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა საკუთარი დაბადების დღეს



6 ოქროს წესი უბერებელი მზეთუნახავებისგან, რომლებიც ასაკის მიუხედავად შეუდარებელნი არიან

საშინელი ძველებური წეს-ჩვულება

ის ცოცხალ ბავშვებს კუბოში აწვენდა, ნაგავში ყრიდა და ნობელის პრემიაზე წარადგინეს(+ ვიდეო)

0
422
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
422