x
image
მანჩო 777
როგორ შევამციროთ ცელულიტი 80%-ით სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში ? - სასარგებლო რჩევები ქალბატონებისათვის
image

ცელულიტი-ალბათ ძნელად მოიძებნება ქალი, რომელსაც ეს პრობლემა არ აწუხებს. ''ფორთოხლის კანი'' სხვა არაფერია, თუ არა გადაგვარებული ცხიმოვანი უჯრედები. ცელულიტი შეიძლება ჰქონდეთ როგორც ჭარბწონიან, ასაკიან ქალბატონებს, ასევე ახალგაზრდა და გამხდარ გოგონებს. მისი ჩამოყალიბების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ჰორმონალური დისბალანსი, სისხლის მიმოქცევის შემაფერხებელი მოვლენები, არასწორი კვება (ფასთ-ფუდი, არასაკმარისი მცენარეული საკვები, უმოძრაო ცხოვრების წესი, სტრესი, მავნე ჩვევები (ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, სიგარეტი), მემკვიდრეობითი მიდრეკილება და ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობაც კი.
როგორც ხედავთ, მიზეზები უამრავია. ამიტომ არ არსებობს ერთიანი პანაცეა ცელულიტის მკურნალობისათვის. თუმცა გონივრულად შერჩეული კომპლექსი არა მარტო მის გარეგნულ მხარეს მოაწესრიგებს, არამედ მის წარმომშობ მიზეზებსაც.

დღევანდელ სტატიაში თქვენ გაეცნობით ცელულიტთან ბრძოლის მთელ პროგრამას-კვებით დაწყებული აბაზანით დამთავრებული და მთელი პროცედურებისათვის დაგჭირდებათ დღეში სულ რაღაც ერთი საათი. სამაგიეროდ უკვე ერთი თვის შემდეგ თქვენ გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზი გლუვი და სრიალა კანის სახით.


image



კვება და კვების რეჟიმი



მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ცილა, რთული ნახშირწყლები, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით სავსე საკვები, ყველაზე კარგი მაგალითია სურათზე ნაჩვენები კერძი-ბროკოლი, ქათმის ფილე, სოკო და მწვანილი-რომლის 300 გრამი მხოლოდ 100 კილოკალორიას შეიცავს.


image


უარი თქვით ცომეულზე, ტკბილეულზე, ფასტფუდზე, ალკოჰოლზე. დაიმახსოვრეთ ცელულიტთან ბრძოლისათვის ათი სასარგებლო პროდუქტი: ბანანი, გრეიფრუტი, მზესუმზირა, იმბირი ანუ კოჭა, ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი, კომბოსტო, შვრია, ავოკადო, კვერცხი.

კვების რეჟიმი: ყოველდღიურად მიიღეთ 1, 5-2 ლიტრი წყალი და სასმელი, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. როგორ გავაკეთოთ ეს სასმელი? - ნახეთ ფოტოინსტრუქცია.



image

დიეტეოლოგები იმბირს გახდომის შესანიშნავ საშუალებად თვლიან, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნას. ლიმონი კი აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას.



ყოველ დილით მიიღეთ ზეითუნის ზეთი ან თევზის ქონი


ეს ზეთები მდიდარია ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ ლიპიდურ ცვლას ორგანიზმში, ატენიანებენ კანს და ხდიან მას გლუვსა და დრეკადს. სასურველია დილით უზმოზე ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის დალევა, ხოლო თევზის ქონი უმჯობესია მივიღოთ ჭამის დროს, წელიწადში ერთთვიანი კურსით.


კვირაში 4-5 დღე: ვარჯიშების კომპლექსი


ცელულიტთან ბრძოლის საუკეთესო ხერხია სწორი კვება+ფიზიკური ვარჯიში. ყველაზე კარგია ამ დროს ABL პროგრამა, რომელიც თითქმის ყველა ფიტნეს- კლუბს აქვს. ის შეიცავს კარდიოვარჯიშების და ძალოვანი დატვირთვის კომპლექსს. ვარჯიშები შესანიშნავად მოქმედებს მუცლის, დუნდულების და ბარძაყების კუნთებზე. ვარჯიშები შეგიძლიათ ნახოთ იუთუბზე ამ ვიდეოში:




ყოველდღიურად: კონტრასტული შხაპი და მასაჟი


შეიძინეთ მასაჟის თოკი და მისი საშუალებით ტანი დაიზილეთ აბაზანის მიღების დროს. მასაჟის სქემა სურათზეა ნაჩვენები:


image



გახსოვდეთ, რომ ყოველდღიური კონტასტული შხაპი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც პრიალა და გლუვი კანის გარანტია.


ვირაში ორჯერ: ნატურალური სკრაბით ცელულიტიანი ადგილების გაწმენდა


ნატურალური გამწმენდი სკრაბი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რის შედეგადაც კანქვეშა ქსოვილები ნელ-ნელა სწორდება. როგორ მოვამზადოთ სკრაბი სახლის პირობებში?- 1 ჭიქა ზღვის მარილს დაუმატეთ 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი და ეს ნარევი წაისვით ცელულიტიან კანზე. კიდევ ერთი გამოცდილი რეცეპტი: ერთი ჭიქა ნალექიანი ყავა + ამდენივე ზღვის მარილი და რამოდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი. სკრაბი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და შეიზილეთ მსუბუქი წრიული მოძრაობებით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.


კვირაში ერთხელ: აბაზანა ზღვის მარილით


image


აავსეთ აბაზანა თბილი წყლით (არაუმეტეს 37 გრადუსი) და მასში ჩაყარეთ 200-300 გრამი ზღვის მარილი. ასეთ აბაზანაში მთელი ტანით ჩაწოლა სასურველი არაა-უკეთესია მასში იჯდეთ წელს ქვევით. ნახევარი საათის შემდეგ ამოდით აბაზანიდან და გადაივლეთ შხაპი, შემდეგ კი გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.


და ბოლოს შედარება-როგორია თქვენი კანი დღეს და როგორი იქნება ერთი თვის შემდეგ:


image



ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ და ფიზიკურ სილამაზეს!


0
195
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0