x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები. ( ნაწილი III )
image



- სისუსტე წარმოსდგება მცონარებისა და საკუთარი თავისადმი უნდობლობისაგან. უბედურია, ვინც სუსტია ამ ორი მიზეზისა გამო: თუ საქმე ეხება კერძო პირს, ის არარაობაა, თუ მონარქს - ის ორმაგად უბადრუკია.


- გამარჯვებას რაოდენობით როდი აღწევენ. ალექსანდრემ ოცი ათასი მაკედონელით დაამარცხა სამასი ათასი სპარსი. თავხედურ შეტევებს მეც კარგად ვაგვირგვინებდი.


- ზოგიერთნი ჩვენ მიმართ თავაზიანობას იჩენენ, მაშინ როდესაც სხვები შეურაცხგვყოფენ. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადამიანებს მართებთ შეინარჩუნონ უაღრესი სიფრთხილე. რადგანაც უცილობლად უნდა გვესმოდეს, რა იმალება ამ თავაზიანობის იქით.



- დამნაშავეობასთან ყოველგვარი გარიგება ლაქას სცხებს ტახტს.


- ყოველი მხრიდან დაბზარულ საზოგადოებრივ სისტემას უახლოეს ხანში დანგრევა ელის.


- მეომარი და მოხელე იშვიათად არის იმის მემკვიდრე, რასაც სიმდიდრე ჰქვია. ამიტომ ისინი უნდა ჯილდოვდებოდნენ პატივისცემითა და ყურადღებით. პატივისცემა აათკეცებს ღირსების გრძნობას, რაც ჭეშმარიტი ძალაა ერისა.


- ხალხს საკუთარი აზრი აქვს, ვიდრე შეცდომაში არ შეიყვანენ დემაგოგები.


- კანაში ჩემი გადასვლისას პარიზული გაზეთები აჭრელდნენ სათაურებით: "ბონაპარტეს ამბოხი"; ხუთი დღის შემდეგ: "ბონაპარტე გრენობლში შევიდა"; თერთმეტი დღის შემდეგ: "ნაპოლეონი ლიონში შევიდა"; ოცი დღის შემდეგ: " იმპერატორი ტიუილრიშია"; ეძებეთ ამის შემდეგ გაზეთებში საზოგადოებრივი აზრი.


- არც ოქრო და არც ვერცხლი ისე არ მაკლდა, როგორც შაქარი და ყავა, -ამიტომ იყო, რომ კეთილშობილმა ქალებმა არ მაპატიეს კონტინენტალური ბლოკადა.


- როგორც ჩანს, წარსულში ხელმწიფეთა ასი ფავორიტიდან, სულ მცირე, ოთხმოცდაათი მაინც იქნა ჩამოხრჩობილი.


- შეიძლება ჭარბად უბოძო ბაფთები კურტიზანებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ აქცევს მათ ადამიანებად.


- თვითმკვლელობა უდიდესი დანაშაულია. რა სიმამაცე უნდა ჰქონდეს იმას, ვინც თრთის ბედისწერის უკუღმართობის წინაშე? ჭეშმარიტი ჰეროიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრების ბედუკუღმართობაზე მაღლა დადგე.


- მე მეზიზღება ილუზიები. აი, რატომ ვიღებ სამყაროს ისეთად, როგორიც არის.


- მე ვაიძულე ჩემი საკუთარი მტრები ან ჩემი დიდების მსახურნი ყოფილიყვნენ, ან მომკვდარიყვნენ ჩემთან ერთად - აი, რა არის ჩემი მმართველობის განსაკუთრებული თავისებურება.


- უნდა მისდიო ფორტუნას მთელი მისი კაპრიზებით და შეასწორო ისინი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.


- აქვე...


დაჟინებული წინ სვლა!


image


ნაპოლეონის ბრინჯაოს ქანდაკება საპორტო ქალაქ შერბურ-ოქტევილში, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნორმანდიის რეგიონში.

არმან დე ვილის ეს შედევრი დაიდგა1858 წელს.


image

0
231
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0