x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139051
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა საკუთარი დაბადების დღეს

imageდაბადების დღე ენერგეტიკული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გასაკვირი არაა, რომ მასთან ბევრი რწმენაა დაკავშირებული. თუ მათ დავიცავთ, წარმატება და ბედნიერება იქნება თანმხლები ბევრ საქმეში.

რა უნდა გავაკეთოთ დაბადების დღეს

ყველასთვისაა ცნობილი ხალხური რწმნა, როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებო. აღმოჩნდა, რომ ეს დაბადების დღესაც ეხება. ზუსტად ამ დროს ხდება თქვენი მთელი წლის პროგრამის დაწყობა. თქვენს დაბადების დღეს გაღვიძებისთანვე კარგად განეწყეთ, რადგან მიიღოთ ის დადებითი ენერგეტიკა, რომელსაც ციური ძალები უგზავნიან იუბილარს. ამ ძალებს შეუძლია დაზიანებული ენერგეტიკის აღდგენა. ამ დღეს თუ კარგ განწყობაზე იქნებით ავი თვალიც მოგშორდებათ.

დაუშვებელია კონფლიქტები და აგრესია. უარყოფითი ენერგია დაბლოკავს სუფთა ენერგეტიკის ნაკადს. და გახდებით ენერგოვამპირებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი. იფიქრე მხოლოდ კარგ ამბებზე.

თუ მორწმუნე ადამიანი ხართ, მიმართეთ ღმერთს თხოვნით და ლოცვებით. ისინი აუცილებლად იქნება შესმენილი.

წინასწარ ამ დღისთვის შეიძინეთ ტანსაცმელი და თეთრეული. თუნდაც არ ელოდებოდეთ სტუმრებს, მაინც გამოიპრანჭეთ და სიმბოლურად თქვენთვის მაინც აღნიშნეთ. ნუ ჩაიცვამთ ძველ, გამონაცვალ ტანისამოსს, ამით წარმატებას დააფრთხობთ. ჯიბეში ფული ჩაიდეთ, თუ ჯიბე არ გაქვთ, მიალამბეთ მაინც, რომ ფული სადმე გედოთ და მთელი წელი არ გამოგელიოთ. არ გამოიცვალოთ მთელი დღის განმავლობაში, თუნდაც დაისვაროთ.

რისი გაკეთება არ შეიძლება დაბადების დღეს

არსებობს გარკვეული მოსაზრება, რისი გაკეთება არ შეიძლება დაბადების დღეს. არ შეიძლება აღნიშვნა წინასწარ, ითვლება, რომ ამით იმოკლებთ სიცოცხლის ხანგძლივობას. არ შეიძლება არაფრის სესხება, თუნდაც მარილის, ფული ხომ მით უმეტეს, რომ მთელი წელი ფინანსური პრობლემა არ გქონდეთ. მოერიდეთ კონფლიქტს სამსახურში. ამ დღეს ნუ გასცემთ ნურც მოწყალებას და ნურც გაასესხებთ, რომ თქვენი წარმატება არ გაჰყვეს. მოერიდეთ ავადმყოფთან შეხვედრას, თუ მაინც გარდაუვალია, ჯიბეში ვერცხლის ნივთი ჩაიდეთ. ხალხი, ვისაც ეპატიჟებით, ასევე ახდენენ მოქმედებას თქვენზე მთელი წლის განმავლობაში. არ დაპატიჟოთ 9, 13, 18, 21, 51, 99 ან 100 ადამიანი. ასეთი რაოდენობა იუბილარისთვის არასასურველია. ეს რაოდენობები ეხება ტორტის სანთლებსაც. ამ დროს აანთეთ ციფრები, ან სულ უარი თქვით მათზე. ამ დღეს მოერიდეთ ისეთი ადამიანების მოწვევას, ვის კეთილ განზრახვაშიც ეჭვი გეპარებათ. თუ რამე გაგიტყდათ, მიაყოლეთ- "ბედნიერების ნიშანი იყოს" და ნამსხვრევები მხოლოდ მეორე დღეს გადაყარეთ. უმჯობესია, ნაგავიც მეორე დღეს გადაყაროთ.

რისი ჩუქება არ შეიძლება

დანა - კონფლიქტი ოჯახში.

მარგალიტი - მოჰყვება ცრემლი.

სარკე - გასასვლელია ორ სამყაროს შორის, თუ მაინც გაჩუქეს, ჩაიხედეთ მასში მხოლოდ მეორე დღეს.

მიიღეთ საჩუქარი მხოლოდ მათგან, ვის კეთილ განზრახვაშიც ეჭვი არ გეპარებათ. თუ იძულებული ხართ მიიღოთ უსიამოვნო ადამიანის მოძღვნილი ნივთი, გულში დააყოლეთ - " ვიღებ მხოლოდ მას, რასაც ვხედავ, უხილავი დაიტოვე შენთვის". და გულში პირჯვარი გადაისახეთ. და თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, ასეთი საჩუქარი მოიშორეთ.

image

რა უნდა გააკეთოთ და რა არა დიდ ხუთშაბათს

როგორ აღვზარდოთ ბავშვი არისტოკრატად. 8 პრინციპი, რომელიც დღესაც აქტუალურია

8 სუნი რომლისაც კოღოებს ეშინიათ

რომელი ქოთნის მცენარე შეგვეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რაში გვეხმარება ის

0
659
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
659