ტექნიკური Facebook-მა თავის ყველა ხელოვნური ინტელექტი გათიშა 2017, 2 აგვისტო, 11:10
Facebook-მა თავის შექმნილი ყველა რობოტი და ხელოვნური ინტელექტი მას შემდეგ გათიშა რაც, ყველა ტექნიკამ თავის ენაზე დაიწყო საუბარი და მათ საერთო ენა შექმნეს, რაც მეცნიერებისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ.
მკვლევარები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ისინი ერთმანეთთან საუბრისას იყენებდნენ სისულელეს, მაგრამ მალე ნათელი გახდა, რომ ორივეს შორის სწორი კომუნიკაცია იყო, როდესაც მათ ბრძანებების შესრულება დაიწყეს რობოტებმა, სახელად : ბობ და ალისა, დაიწყეს საკუთარი კოდის საუბარი და ისინი აგებინებდნენ ერთამენეთს საუბრის მიზანს. საუბრის დროს გადაღებული სურათი : მთელი დარჩენილი საუბარი სწორედ ამ ახლად შექმნილი „დიალექტით“ მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაპროგრამირებულები იყვნენ, გამოეყენებინათ ინგლისური ენა. როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, ამ ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ფრაზებით ბოტები ერთმანეთს დავალებებს უნაწილებენ.Facebook-ის მკვლევარების თქმით, ბობის ერთ-ერთი ნათქვამი “i i can i i i everything else, ” შესაძლოა ნიშნავდეს, „მე გავაკეთებ სამს და დანარჩენ ყველაფერს მიხედე შენ.“ მართალია, ინგლისური შესაძლოა მისი შემქმნელებისთვის საკმაოდ მოსახერხებელი ენა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელოვნურ ინტელექტს არ აკმაყოფილებს მისი ეფექტურობა და ურჩევნია, თავისებურად გააუმჯობესოს ის, მაგრამ რა შედეგებს გამოიღებს ეს ჯერ არავინ იცის. ბევრი მეცნიერი დღემდე აფრთხილებენ რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანისთვის საფრთხეა? ნამდვილად არ შეგვიძლია, ვიწინასწარმეტყველოთ, რა იქნება მომავალში, თუმცა ერთი რამ ცხადია - მსოფლიო ყველა ვარიანტიდან ყველაზე ცუდის პრევენციისთვისაც კი უნდა მოემზადოს, ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა დღემდე არ ჩერდება და მიმდინარეობს სტანდარტულ რეჟიმში, მაგრამ ფაქტია რომ თუ ვერ მოხდება მისი გაკონტროლება ეს იმას ნიშნავს რომ შედეგები რომლებიც მოჰყვება მათ თვითკონტროლს შესაძლოა საშიში იყოს კაცობრიობისთვის. 139 1-ს მოსწონს
|