კოსმეტოლოგია გაახალგაზრდავდით! სახის მარტივი ნიღაბი ყველა ძვირიანი პროცედურის ნაცვლად 2017, 2 აგვისტო, 10:59 თქვენ არ გჭირდებათ უამრავი ფულის გადახდა ძვირიან კრემებში,
კოსმეტოლოგიურ პროცედურებში. შეგიძლიათ ბოტოქსზეც აღარ
იფიქროთ. ეს მარტივი რეცეპტი დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ 10
წლით ახალგაზრდად.
ინგრედიენტები 1/2 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი კვერცხის ცილა 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი მომზადების წესი განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა, ცილა ათქვიფეთ. დაამატეთ ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი. კარგად აურიეთ. სულ ესაა! ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და საპნით, კარგად გაიმშრალეთ პისახოცით და თითებით, ფრთხილი წრიული მოძრაობებით წაისვით ნიღაბი სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილის ნაყენით. შედეგი დაუყონებლივ ჩანს. კარგი შედეგისთვის ხშირად გამოიყენეთ ეს ნიღაბი. 140 შეფასება არ არის
|