ასტროლოგია გაიგეთ როგორ მოქმედებს მზის და მთვარის დაბნელებები ჩვენზე და რას უნდა ვუფრთხოდეთ 2017, 2 აგვისტო, 12:46 ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა მზის და მთვარის დაბნელება, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს სამყაროზე მცირე ხნით მაინც. ეს ზემოქმედება ჩვენზეც აისახება. წარმოვიდგინოთ, რომ ბნელ ოთახში ვართ და ანათებს მხოლოდ ერთი ფანარი, თუ ჩვენსა და ფანარს შორის ვინმე ჩადგება, სინათლე ვეღარ მოგვანათებს. ასეთია დაახლოებით მზის დაბნელება. მთვარის დაბნელების შემთხვევაში ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა, აქ დედამიწა დგება მზესა და მთვარეს შორის და მთვარეს აღარ ანათებს მზის შუქი. რადგან დედამიწა ბევრად დიდია მთვარეზე, მთვარის დაბნელება უფრო ხშირად ხდება და უფრო სრულად ფარავს შუქს. 2017 წლის მზის და მთვარის დაბნელებები: თებერვალში უკვე იყო ერთი მზის და ერთი მთვარის დაბნელება. ახლა ზაფხულია და იწყება "დაბნელებების ახალი ტალღა". ისინი აგვისტოშია მოსალოდნელი. 7 აგვისტოს იქნება მზის ნაწილობრივი დაბნელება. ის საღამოს 19:20 წუთზე მოხდება. გამოჩნდება მხოლოდ ტელესკოპიდან და ისიც არც ისე კარგად. 21 აგვისტოს იქნება მზის სრული დაბნელება. ეს ნიშნავს, რომ ეს მოვლენა განსაკუთრებულად სანახაობითი იქნება. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ მას იხილავენ მხოლოდ რდილოეთ ამერიკაში. ნაწილობრივ დაბნელებას ასევე დაინახავენ რუსეთის უკიდურესი აღმოსავლეთის მხარეს. ასე, რომ აგვისტო ამ მხრივ დატვირთული თვეა, თუმცა თუ ვერ დაინახავთ გული ნუ დაგწყდებათ, რადგან ის ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ ხდება, შეიძლება უფრო ხშირადაც. ერთსა და იმავე ადგილზე მზის დაბნელება 200 წელიწადში ერთხელ ხდება. როგორ მოქმედებს დაბნელება ადამიანის ენერგეტიკაზე როგორც უკვე ავღნიშნეთ, მზის და მთვარის დაბნელება მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაბნელებამდე 1-2 დღით ადრე და გვიან არ არის რეკომენდირებული: - დალიოთ ალკოჰოლური სასმელები; - დაარღვიოთ დღის რეჟიმი; - გადაიტვირთოთ; - მოხვდეთ სტრესულ სიტუაციაში; - მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილება; - წამოიწყოთ რამე სერიოზული საქმე. ასეთ დღეებში შეიძლება და საჭიროცაა დაივიწყოთ და ჩამოშორდეთ უსიამოვნო წარსულს. მოიშორეთ ყველა ნაგავი და უსარგებლო ნივთები სახლიდან. გაასუფთავეთ არა მარტო სახლი, არამედ თქვენი სულიც. ბევრი იოცნებეთ, დაივიწყეთ ყველა ნეგატიური მომენტები, მოვლენები და ხალხი. ეს დაგეხმარებათ ნეგატიური ენერგეტიკის მოშორებაში. 7 აგვისტოს მზის დაბნელება მოხდება მერწყულის ზოდიაქოში. ამ დღეს ბოდიში უნდა მოუხადოთ მათ ვინც გაანაწყენეთ სიტყვით თუ საქმით. არ ეჩხუბოთ არავის, მერწყულმა შეიძლება გათქმევინოთ ისეთი რამ, რაც სამუდამოდ გულს ატკენს თქვენს ახლობლებს, ამიტომ გაფრთხილდით. 21 აგვისტოს დაბნელება ლომის ზოდიაქოშია და საფრთხის შემცველია ყველასთვის, ვისაც ლიდერობის შენარჩუნება სურთ. ამ დღეს არ ღირს ტყუილი დაპირებების მიცემა, თქვენს თავს სხვაზე მაღლა ნუ დააყენებთ, მეგობრებს და კოლეგებსაც აგრძნობინეთ ეს, რითაც მოიპოვებთ მათ ნდობას. აგვისტო ენერგეტიკულად რთული თვეა, მაგრამ წარმატება არ მიგატოვებთ თუ 7 და 21 აგვისტოს ყურადღებით იქნებით. დაიკელით 10 კგ. 2 კვირაში კბილის საცხის 17 უჩვეულო გამოყენება (ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს) ეტიკეტის 18 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა 292 2-ს მოსწონს |