x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
უკრაინაში ლიკვიდირებულ იქნა რუსი ტერორისტი საძახისით ""Шухер"–ი, 31 წლის ალექსანდრე შუხარევი

image რუსმა დაქირავებულმა მებრძოლმა მოასწრო ეომა ჯერ სეპარატისტული ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, მოგვიანებით კი გადავიდა დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში და ბოლო დღემდე იბრძოდა სეპარატისტების მხარდამხარ.
ახლა კი ამ "ორკის" თანამებრძოლები, მეგობრები და უბრალოდ ნაცნობები "ნიანგის ცრემლებს" ღვრიან მისი დაღუპვის გამო.
რუსი სამხედროს ლიკვიდირება მოხდა ჯერ კიდევ 26 ივლისს, თუმცა აქამდე არ გაახმაურეს მისი დაღუპვა. დაქირავებული მებრძოლი ალექსანდრე შუხარევი რუსეთში, კომის რესპუბლიკაში ცხოვრობდა, ის 31 წლის იყო და იმის ნაცვლად ოჯახთან ერთად ცხოვრებით დამტკბარიყო, ფულის საშოვნელად მიაშურა სეპარატისტულ თვითაღიარებულ რესპუბლიკებს, სადაც დაიღუპა კიდეც.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ აქამდე სოციალურ ქსელში შუხარევის მსგავს "გმირებს" ქების კორიანტელში ახვევდნენ ახლა უკვე ცინიკური კომენტარები გამოჩნდა: "მას შეუძლია არ იტანჯოს–მან კრედიტი უკვე ჩააბარა სატანას"!
"груз 200"–ი უკვე მიემართება კომის რესპუბლიკისაკენ, სადაც ქალაქ სოსნოგორსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ კიდევ ერთ სხვის ომში გამდიდრების მსურველს.
imageimageimageimage





0
340
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0