ელ. წიგნები ფანტასტიური სილამაზის ქვეყანა - წარმოგიდგენთ ფოტოებს ისლანდიიდან! 2017, 28 ივლისი, 15:13 ისლანდია არის ევროპის, ატლანტის ოკეანეში შუა ატლანტიკურ ქედზე არსებული კუნძულოვანი ქვეყანა. სახლეობა შეადგენს 332, 529-ს და ფართობი 103000 კმ². დედაქალაქი და ასევე უდიდესი ქალაქი არის რეიკიავიკი, რომელიც მისი შემოგარენით შეადგენს მოსახლეობის ორ მესამედს. კუნძული წარმოადგენს ვულკანურად და გეოთერმულად აქტიურ რეგიონს. ოფიციალური - ისლანდიის რესპუბლიკა. ეროვნული – Island, Lydhveldidh. სახელწოდება ნიშნავს "ყინულოვან ქვეყანას". ასევე აღინიშნება სხვა ენებში. გამონაკლისია ლათინური, სადაც ისლანდიას თულეს უწოდებენ. იგივე ტერმინი გამოიყენება გრენლანდიის მიმართაც. ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვაში. ფართობი — 103 000 კვ.კმ. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უჭირავს 400-800 მეტრი სიმაღლის პლატოს, ცალკეული მასივის სიმაღლე 1000-1500 მეტრს აღწევს. სანაპიროს გასწვრივ დაბლობი ვაკეების ზოლია. კუნძულზე 200-მდე ვულკანი და გეიზერია. ისლანდია არის ფანტასტიური სილამაზის ქვეყანა, სადაც ჩასვლის და მოგზაურობის სურვილი თითქმის ყველა ბუნებისმოყვარულ ადამინს აქვს. ერთ-ერთი მათგანი იყო ფოტოგრაფი პიტერ მილერი, რომელიც ისლანდიაზე აფანატებდა. როგორც იქნა მილერმა მოახერხა ისლანდიაში გამგზავრება და გადაიღო ძალიან შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებსაც დღევანდელ სტატიაში იხილავთ... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. 100 კილოგრამიანი ანაკონდა, ბიოლოგმა ხელით დაიჭირა! 2. ბოლო წლებში მომხდარი ყველაზე უცნაური ავარიები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან! 3. საკვები პროდუქტები, რომელიც ივლისში უნდა მივირთვათ! 857 6-ს მოსწონს
|