x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
მეცნიერებმა დაადგინეს რომელი მშობლისგან გადაეცემა ბავშვს ინტელექტი
image

თითოეული ადამიანის ცხოვრება იწყება ორი სასქესო უჯრედის შერწყმით, დედის და მამის გამეტებით, რომლებიც ქრომოსომებს შეიცავს. ქრომოსომები კი გენების მატარებელნი არიან და ყველა მათგანს თავისი საკუთარი განსხვავებული ნაკრები აქვს. ისინი გარდაიქმნებიან შემთხვევითობის პრინციპით და ქმნიან ახალ წყობას. მაიტომ ხდება, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვემგვანებით.

რობერტ პლომინი თანამედროვე ამერიკელი მკვლევარია გენეტიკის დარგში. ის ამტკიცებს, რომ თითოეული ჩვენგანი უნიკალური გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგი ვართ, რომელიც არასდროს გამეორდება. ალბათობა იმისა, რომ ერთი და იმავე მშობლების შვილები გამოვიდნენ ზუსტად ერთნაირი 64 ტრილიონში ერთია. გამონაკლისს წარმოადგენს ტყუპები, თუმცა არც მაშინაა ასპროცენტიანი გენეტიკური დამთხვევა.image

სულ ცოტა ხნის წინ არსებობდა მოსაზრება, რომ დედის ხაზით გადაეცემა ჯანმრთელობა, მამის ხაზით კი ინტელექტი. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს აზრი ჭეშმარიტებას მოკლებულია.

მეცნიერებმა ჩაატარეს პირველი მასშტაბური კვლევა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინტელექტი ბავშვს გადაეცემა დედის ხააზით, და არა მამის, როგორც ადრე ითვლებოდა. image


დედის გენები პასუხისმგებელია თავის ტვინის ქერქის განვითარებაზე, მამის კი ლიმფურ სისტემაზე. ასე რომ დედისგან გვაქვს ინტელექტი, მამისგან ემოციონალური მდგომარეობა.

უფრო მეტიც, ზოგიერთმა სხვა გამოკვლევებმა გვიჩვენა, დედის ინტელექტის ქონა განპირობებულია იმით, რომ ინტელექტის გენი განთავსებულია X ქრომოსომაზე.

ქალებს X ქრომოსომა 2 აქვთ(XX), კაცებს ერთი(XY), ამიტომ ქალებს ინტელექტზე პასუხისმგებელი გენები უფრო გააქტიურებული აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. მამა-გენიოსს კი თავისი მაღალი IQ შეუძლია გადასცეს გოგონას, მაგრამ არა ვაჟს. გოგონას (XX) ქრომოსომა აქვს, 1 დედის და 1 მამის, ვაჟს კი(XY), სადაც X დედიგან აქვს, ამიტომ ვაჟები ამ უნარს დედას უნდა უმადლოდნენ.

მკვლევარება გერმანიის ულმის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ გენეტიკა ინტელექტის განვითარების ერთადერთი მიზეზი არაა, მასზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს.image

ბავშვები, რომლებიც პატარა ასაკში (2 წლამდე) დედასთან ერთად თამაშობენ, იზრდებიან უფრო ჭკვიანები, ვიდრე სხვა მათი თანატოლები.

მეორე ფაქტორი ეს სიყვარულია, თუ 13 წლამდე ბავშვს ოჯახში საკმარისი სიყვარული ჰქონდა, მათი ინტელექტი 10%-ით უფრო უკეთესია, ვიდრე მათი თანატოლების, ვინც ემოციურად შორს იყო მშობლებისგან.

მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ინტელექტის მხოლოდ 50% არის დამოკიდებული გენეტიკაზე, დანარჩენი კი გარემო ფაქტორებზე. image




როგორ მოვიქცეთ რომ ის უთქვენოდ ვერ ძლებდეს (10 აუცილებელი რჩევა)


როგორ აღვზარდოთ ბავშვი არისტოკრატად. 8 პრინციპი, რომელიც დღესაც აქტუალურია


როგორ ჩავრთოთ უფასო ინტერნეტი ნებისმიერ ტელეფონში(+ვიდეო გაკვეთილი)


საშინელი დაავადება, რომელიც იღვიძებს და აშინებს მეცნიერებს. ის გვამების გადნობის შედეგად ჩნდება





0
6083
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
6083