x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3 რჩევა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს

აღმოსავლელი ბრძენები თვლიან, რომ ყოველი ჩვენგანი ამ ქვეყანაზე გარკვეული პრობლემების გადასალახად და ცხოვრებისეული გაკვეთილების შესასწავლად მოდის. ზოგს ცხოვრებაში უამრავი წინააღმდეგობა ხვდება, სხვებისადმი კი, სამყარო უფრო შემწყნარებელია. ადამიანები შემთხვევით არ იბადებიან კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით. სწორედ ზოდიაქო არის იმის განმსაზღვრელი, თუ რა სახის გაკვეთილი და გამოცდა ელის ადამიანს.


image


და იმისთვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ და ღირსეულად გავიაროთ ცხოვრებისეული გამოწვევები, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რჩევები.

image

ვერძი

image

I. ფულში არ არის ბედნიერება! ბედნიერება — ახლობელი ადამიანები არიან. სიმდიდრე მოდის და მიდის, ხოლო ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის თქვენთან რჩებიან.

დააფასეთ ჭეშმარიტი სიყვარული და მეგობრობა.

II. თუ გინდათ რომ ბედნიერი იყოთ, წარსული წარსულში დატოვეთ.

III. პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება — მისგან თავის შორს დაჭერა არის.

image

კურო


image

I. ყველა ადამიანი თანასწორია, სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად. არავის აქვს უფლება საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენოს და თავი ზეადამიანად წარმოიდგინოს.

II. მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ.

III. შემთხვევით არაფერი ხდება. ამ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია.

image

მარჩბივი

image

I. ეგოიზმი არასდროს აყენებს ადამიანს მომგებიან პოზიციაში. ის მხოლოდ წუთიერი ძალაუფლების, კარგი განწყობის და თვითკმაყოფილების შეგრძნებას იძლევა.
II. მოერიდეთ ტყუილის თქმას — ტყუილით ვერ შეძლებთ პრობლემის მოგვარებას და შეიძლება, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმოთ.
III. იყავით შორსმჭვრეტელი — ეს არის ჭკვიანი ადამიანების თვისება და კიდევ მათი, ვინც საკუთარი დროის ფასი იცის.

image

კირჩხიბი

image

I. ამ სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს! თუ ვინმეს ტკივილს მიაყენებთ, არც თქვენ დარჩებით დაუსჯელი.
II. იმაზე უკეთესად ნუ მოაჩვენებთ სხვებს თავს, ვიდრე სინამდვილეში ხართ.
III. იყავით ხელგაშლილი, თუ არ გინდათ, რომ მარტო დარჩეთ.

image

ლომი

image

I. ყველაზე სასარგებლო თვისება ამ ცხოვრებაში — საკუთარი თავის სხვის ადგილზე ზარმოდგენა არის. ის ძალას და თავისუფლებას მოგცემთ, რაზეც უმრავლესობა ოცნებობს.
II. იმდენი უნდა დახარჯოთ, რამდენის დახარჯვის საშუალებაც გაქვთ და არა იმდენი, რამდენსაც მოდა და თქვენი სტატუსი ითხოვს.
III. ამ ქვეყანაზე ყველაფერი დროებითია, როგორც კარგი, ისე ცუდი. დღეს ღამე ცვლის, სიძულვილს – სიყვარული, ნეგატივს – პოზიტივი...

image

ქალწული

image

I. თქვენ ყოველთვის მართალი ვერ იქნებით! შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას — თქვენ, თქვენმა მტერმა და მეგობარმა, ბრძენმა და სულელმა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეცდომების აღიარება შეგეძლოთ.
II. თუ გინდათ რომ ბედნიერი იყოთ, ნუ შეგეშინდებათ, უნდა გარისკოთ!
III. სხვისი დახმარება არ გესაჭიროებათ. მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდებით, ყველაფერს შეძლებთ.

image

სასწორი

image

I. ცხოვრება შავ-თეთრი ზებრა არ არის — ის ჭადრაკის დაფაა და არჩევანი ყოველთვის თქვენზეა.
II. ნუ მოითხოვთ ირგვლივმყოფებისგან ისეთ რამეს, რასაც თავად ვერასდროს გააკეთებთ.
III. სული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორცი. ისევე, როგორც აზრიაა მოქმედებაზე უფრო მთავარი. აზრი მატერიალურია და მას ახდენა შეუძლია. ამიტომ, აკონტროლეთ საკუთარი აზრები.

image

მორიელი

image

I. თუ თქვენ სრულიად მარტო შეცვლით სამყაროს უკეთესობისკენ, ეს მაინც არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ სხვებს მიუთითოთ, თუ რა უნდა აკეთონ.

II. სხვებს რჩევა მხოლოდ მაშინ მიეცით, როდესაც ამის შესახებ გთხოვნით მოგმართავენ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, თქვენი მცდელობა მანიპულაციად შეფასდეს.
III. თუ ვინმეს ტკივილი მიაყენეთ, ნუ განაწყენდებით ადამიანზე, თუ საპასუხოდ, ისიც ტკივილს მოგაყენებთ.

image

მშვილდოსანი

image

I. დიპლპმატიური ადამიანები ყოველთვის უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე ეგოისტები. ეს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილია და რაც უფრო მალე ისწავლით მას, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.
II. დააფასეთ ირგვლივმყოფთა დახმარება. ბოროტად ნუ ისარგებლებთ მათი ნდობით და კეთილგანწყობით, თუ არ გინდათ, რომ ზურგი შეგაქციონ და მარტო დარჩეთ.
III. უნაკლო არავინ არის! ნუ დააყენებთ საკუთარ თავს, სხვებზე მაღლა — ჩვენ ყველანი, ერთდროულად, განსხვავებულებიც ვართ და ერთნაირებიც.

image

თხის რქა

image

I. იდეალური ადამიანები არ არსებობენ, რაც უფრო მეტად შეეცდებით ამ მდგომარეობამდე მისვლას, მით უფრო მოსაწყენი გახდებით ირგვლივმყოფთათვის.
II. ცვლილებები — ნორმალურია. ყველაფერი იცვლება: სამყარო, მსოფლიო, ადამიანები, გრძნობები, ურთიერთობები!
III. წარსული წარსულში უნდა დარჩეს. ძველ წყენას ნუ მისცემთ, რეალურ ცხოვრებაში შემოჭრის უფლებას!

image

მერწყული

image

I. ყოველთვის დააფასეთ სხვების დახმარება და ყურადღება!

იმას, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც ვკარგავთ.
II. მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ წარმატებას, თუ ყველაზე უკეთესი იქნებით თქვენს სფეროში. ყოველთვის ისწრაფეთ განვითარებისკენ!
III. პატივისცემით მოექეცით ადამიანებს! არასდროს დაამციროთ ისინი, განსაკუთრებით, სხვების თანდასწრებით, თორემ მომავალში დიდი პრობლემები შეგექმნებათ.

image

თევზები

image

I. ცხოვრებისგან სიამოვნება რომ მიიღოთ, ჯერ პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ. ზუსტად უნდა დაადგინოთ რა გინდათ – დაისახოთ მიზანი და მისკენ იაროთ.
II. ოჯახი — ყველაზე მთავარია ცხოვრებაში! დააფასეთ თქვენი ახლობლები და ყველაფერი ის რასაც ისინი თქვენთვის აკეთებენ.
III. ცხოვრება — 1 კარში თამაში არ არის. მხოლოდ მიღება კი არა, გაცემაც უნდა ისწავლეთ, თუ არ გინდათ, რომ მარტო დარჩეთ.


ცხოვრება ყოველდღიურად ახა-ახალ გაკვეთილს გვიტარებს და მნიშვნელოვანია, რომ უამრავი პრობლემის და ამაოების მიღმა, მისი კარნახი გაგება შევძლოთ.

imageimage

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageყველაზე მოკლე ჰოროსკოპი

2017 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი
რას არ გააკეთებენ არასდროს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
უძველესი ჰოროსკოპი ზოდიაქოს 32 ნიშნისთვის
ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ნომინაციები გაანაწილეს. ყველაზე: ძლიერი, სექსუალური, ვერაგი, ერთგული, კეთილი...
მიწა, ცეცხლი, ხე, წყალი თუ მეტალი – თქვენ რომელი ხართ? გაიგეთ სიმართლე საკუთარ თავზე
image

0
3502
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0