საზოგადოება ეტიკეტის 18 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 2017, 25 ივლისი, 0:57 ![]() 1. არასდროს მიხვიდეთ სტუმრად დარეკვის გარეშე. თქვენთან რომ მოვიდეს ვინმე გაფრთხილების გარეშე, სავსებით შესაძლებელია დახვდეთ ხალათით და თმის სახვევებით. ერთი ბრიტანელი ქალბატონი ამბობდა, რომ სტუმრების მოსვლისას ყოველთვის იცვამდა ფეხსაცმელს და იღებდა ჩანთას. თუ სტუმარი მოეწონებოდა, ეტყოდა, "რა კარგია, ეს ესაა მოვედი", თუ არ მოეწონებოდა - "რა საწყენია, რომ უნდა წავიდე". 2. ქოლგა არასდროს გააშროთ გაშლილ მდგომარეობაში-არც ოფისში, არც სტუმრად. ის უნდა დაკეცოთ და ჩადოთ მისთვის განკუთვნილ სადგამში, ან ჩამოკიდოთ. 3. ჩანთა არ უნდა გედოთ მუხლებზე ან თქვენივე სკამზე. პატარა კოხტა ჩანთა - "კლაჩი" შეიძლება დადოთ მაგიდაზე, დიდი ჩანთა დაკიდეთ სკამის საზურგეზე ან დადეთ იატაკზე, თუ არ მოგიტანეს სპეციალური პატარა სკამი ჩანთის დასადებად(ელიტარულ რესტორნებში ის მოაქვთ), დადეთ ძირს. 4. პოლიეთილენის პაკეტები დასაშვებია გეჭიროთ მხოლოდ მაშინ, თუ სუპერმარკეტიდან ბრუნდებით. ასევე ცუდი ტონია ქაღალდის საფირმო პარკებით სიარული. 5. მამაკაცმა არ უნდა ატაროს ქალის ჩანთა და პალტო, მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ გარდერობში მიაქვს(მაგ. თეატრში). 6. იმ დღიდანვე, როცა ბავშვი ცალკე ოთახში გადავა, მიაჩვიეთ კარზე დაკაკუნებას. დააკაკუნეთ თქვენ და ისიც ამასვე მიეჩვევა. 7. საშინაო ტანისამოსი-ეს შარვალი და სვიტერია, მაგრამ ნორმალური შესახედაობა აქვს. არ შეიძლება ხალათით და პიჟამოთი სიარული. ის მხოლოდ საძინებლიდან აბაზანამდე გამოგადგებათ. 8. ქალმა შენობაში შეიძლება მოიხადოს შლაპა და გაიხადოს ხელთათმანი, მაგრამ არ უნდა მოიხადოს პატარა ქუდი. 9. საერთაშორისო პროტოკოლით სამკაულების საერთო რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 13 ნივთს. ხელთათმანზე ზემოდან არ უნდა გაიკეთოთ ბეჭედი, თუმცა სამაჯური დასაშვებია. ბრილიანტები ადრე წვეულებებზე ეკეთათ და გათხოვილი ქალები ატარებდნენ. ახლა ყოველდღიურადაც ატარებენ, მაგრამ ახალგაზრდა გოგონებისთვის დასაშვებია მხოლოდ 0, 25 კარატი. 10. რესტორანში გადახდის წესები: თუ თქვენ წარმოთქვამთ ფრაზას "მე გეპატიჟებით"- ეს ნიშნავს, რომ თქვენ იხდით. თუ ქალი ეპატიჟება რესტორანში საქმიან პარტნიორს, ის იხდის. "მოდი რესტორანში წავიდეთ" - ამ შემთხვევაში ყველა თავისას იხდის, თუ რა თქმა უნდა მამაკაცი არ შესთავაზებს გადახდას. ქალს შეუძლია დაეთანხმოს. ![]() ![]() როგორ გავირუჯოთ კანის ტიპის მიხედვით. უსაფრთხო რუჯის ოქროს წესი რა უნდა ახსოვდეს ყველა ქალს მოაშორეთ ბუზები თქვენს სახლს სამუდამოდ - უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდი გათავისუფლდი ოფლიანობისგან- ძლიერმოქმედი და იაფი-დაამზადე თვითონ! 17582 4-ს მოსწონს
|