საქართველო ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა 2012, 4 აპრილი, 15:57 მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა. შესაბამისი დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დღეს გამოსცა. დასკვნაში განმარტებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს მხოლოდ ორ პროცედურას: ამჟამად საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა კი სამოქალაქო რეესტრს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. "სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს." - წერია სამოქალაქო რეესტრის დასკვნაში. ამასთან, რეესტრი ივანიშვილს რეკომენდაციას აძლევს და აცხადებს, რომ მან საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიმართოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. აღნიშნულ დასკვნასცივანიშვილის პრესსამსახურიცჯერჯერობით არ გამოხმაურებია. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მიღების თაობაზე შესაბამისი განცხადებით, სამოქალაქო რეესტრს 2012 წლის 5 იანვარს მიმართა. 107 3-ს მოსწონს
|