x
image
Maia kordzadze
ნაცისტების ჩაძირულ გემზე 100 მილიონი დოლარი ოქრო იპოვნეს

ოქრო

ბრიტანეთის მყვინთავებმა ისლანდიის სანაპიროზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ, გერმანულ სატვირთო გემზე იპოვნეს ოქროთი სავსე ყუთი. სავარაუდოდ, ეს შეიძლება ეკუთვნოდეს ნაცისტებს. ნაპოვნი შეიძლება ღირდეს ასი მილიონი დოლარი, წერს ბრიტანული Daily Mail.

გაზეთის Advanced Marine Services თანახმად, ბრიტანული კომპანიის წევრებმა იპოვნეს გემზე SS Minden ოთხი ტონა ოქრო, სავარაუდოდ, ნაპოვნი განძი სამხრეთ ამერიკულ ბანკებს ეკუთვნოდა. 1939 წელს გემი ბრაზილიიდან გერმანიაში მიემგზავრებოდა, რომელიც ისლანდიის სანაპიროდან 190 კმ- ში ჩაიძირა.
ნათქვამია, რომ როცა გემი დაინახა ბრიტანთის ფლოტმა, ადოლფ გიტლერმა კაპიტანს გემის ჩაძირვა უბრძანა, რათა ტვირთი არავის შეხვედროდა. ახლა დიდი ბრიტანეთის საზღვაო სამსახურმა თხოვა ისლანდიის სახელმწიფოს გააკეთოს ხვრელი გემზე ყუთის გამოსატანად, რათა საბოლოოდ წამოიღონ ოქრო ბრიტანეთში.

0
525
3-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0