x
მეტი
  • 23.06.2024
  • სტატია:135536
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509825
საკვები სოდა – მისი სასარგებლო თვისებები, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

image


როგორც აღმოჩდა, სოდას შეუძლია ჩაანაცვლოს მთელი რიგი საშუალებები, რასაც სახლის მოვლისას იყენებთ და ასევე გადაჭრას კოსმეტოლოგიური პრობლემები. ყველაზე სასაიამოვნო კი ის არის, რომ ძალიან იაფი ღირს, თუმცა, ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამაში თავად დარწმუნდებით, თუ ამ სტატიას წაიკითხავთ.


საკვები სოდის გამოყენება


1. იმ მიზნით, რომ თქვენი ომლეტი ფუმფულა გამოვიდეს, დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა. იდეალური პროპორციაა – 1/4 ჩ.კ. 3 კვერცხზე.


image


2. მოხარშვის წინ, ლობიო წყალში ჩაალბეთ და დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა – ასე უფრო სწრაფად მომზადდება.


image


3. სოდა ანეიტრალებს ხახვის, ნივრის და თევზის სუნს ხელებზე. ამ არომატულ პროდუქტებთან მუშაობის შემდეგ, აურიეთ ცოტაოდენი სოდა წყალში და მიღებული მასით ხელები გაიწმინდეთ ხელები, შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ.



image


4. რჩევა მებაღეებს: იმისთვის რომ პომიდორს მოტკბო გემო ჰქონდეს, მცენარის ძირში ცოტაოდენი სოდა დაყარეთ.


image


5. ქვაბის ან ტაფის დამწვარ ძირს ადვილად გაასუფთავებთ, თუ ნახევარ ჭიქა სოდას გააზავებთ წყალში, შემდეგ კი აადუღებთ.


image


6. სოდა დაგეხმარებათ არასასიამოვნო სუნი გააქროთ არა მხოლოდ მაცივრიდან, არამედ ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან. ჩაყარეთ ერთი ჭიქა საკვები სოდა და მანქანა ჩართეთ ჩვეულებრივ რაჟიმში. რთულ შემთხვევებში პროცედურა კვლავ გაიმეორეთ.


image


7. მზის დამწვრობისგან მიღებული ტკივილის მოსახსნელად, მიიღეთ აბაზანა სოდით. ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით ერთი ჭიქა სოდა. თქვენ მაშინვე იგრძნობთ შვებას!


image


8. საკვები სოდა ორ წუთში გაასუფთავებს თქვენს მიკროტალღურ ღუმელს! მხოლოდ გახსენით ერთი სუფრის კოვზი ერთ წიქა წყალში და მაქსიმალურ რეჟიმზე 3-5 წუთით გააჩერეთ. ჩამჯდარი ლაქები გაწმენდისას უფრო დამყოლი გახდება.


image


9. ფეხის სოკოს მოირჩენთ, თუ ყოველ საღამოს სოდის აბაზანებს მიიღებთ. ამისთვის უნდა გახსნათ 3 სუფრის კოვზი სოდა 5 ლ. წყალში და ფეხები 20 წუთის მანძილზე გააჩეროთ მასში.


image


10. მწერების ნაკბენისგან მიღებული ქავილის მოხსნა შესაძლებელია თუ სქელ ფაფისებურ მასას მოამზადებთ სოდისა და წყლისგან. დაიდეთ სხეულის პრობლემურ ადგილზე და აცალეთ გაშრობა. შემდეგ ჩამოიფერთხეთ.


image


11. თმის სილამაზისთვის, ასევე, ლაქისგან და მუსისგან სრულიად გაწმენდისთვის, დაუმატეთ შამპუნში ნახევარი ჩაის კოვზი სოდა.


image


12. საკვები სოდა საკმაოდ ძლიერი საშუალებაა პირის დასაბანად – ეხმარება მკვდარი უჯრედების, ჭუჭყისა და ცხიმისგან კანის გაწმენდას. ასუფთავებს რა ფორებს, ხელს უშლის აკნეს განვითარებას სახეზე.
აიღეთ ცოტაოდენი საკვები სოდა და დაუმატეთ წყალი, აურიეთ სანამ პასტისებურ მასას არ მიიღებთ. კანი დაისველეთ თბილი წყლით და ნაზი, წრიული ხელის მოძრაობით სახეზე წაისვით. შემდეგ დაიბანეთ ასევე თბილი წყლით.


image

ასევე დაგაინტერესებთ:

საკვები სოდა უნაკლო სახის კანის მისაღებად. შედეგი გაგაოცებთ!


საკვები სოდა კიბოს წინააღმდეგ – იტალიელი ექიმის საოცარი თეორია


რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი


საკვები სოდა კანისა და თმის სილამაზისთვის – საოცარი შედეგი


თმის ზრდა და გახშირება დაუჯერებელი სისწრაფით. ამ ნიღბების მთავარ ღირსებას – ხელმისაწვდომობა წარმოადგენს


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!

დაფნის ფოთლის ზეთის საოცარი სამკურნალო თვისებები


ლიმონი, როგორც ბუნებრივი დეოდორანტი. მისი გამოყენების 7 ხერხი კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზისთვის


რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე ჯანჯაფილს მიიღებთ


ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ჯანჯაფილი!

3
2795
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2795
  
2017, 26 ივლისი, 0:19
დიდი მადლობა
2017, 21 ივლისი, 15:26
საინტერესოც და სასარგებლოც...
2017, 21 ივლისი, 12:52
ოჰო, რა კარგი რჩევებია!!!!
0 1 3