x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ყაისნაღით ქსოვა. პირველი გაკვეთილი, იდეები, მოდელები, სქემები, უზორები (მოცემულია 100-ზე მეტი ნიმუში)

image

image

ყაისნაღით ქსოვისთვის, აუცილებელია სპეციალური სიმბოლოების ცოდნა. ამის გარეშე ქსოვა, ფაქტიურად, შეუძლებელია. მაგრამ, სქემის კითხვას თუ ისწავლით, ჩათვალეთ, რომ ნახევარი საქმე მოგვარებული გაქვთ და მხოლოდ დრო იქნება საჭირო, უნიკალური და ორიგინალური სამოსის თუ აქსესუარების შესაქმნელად.
ყველა სქემა პირობითი ნიშნების ნაკრებს წარმოადგენს და ეს ნიშნები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანაში ერთნაირი ფორმის და შინაარსის არის. თუმცა, შეიძლება, ოდნავ განსხვავდებოდეს კიდეც. მაგრამ, ყველა სქემაზე პირობითი ნიშნები და მისი შინაარსი მოცემულია, ისევე, როგორც გეოგრაფიულ რუკაზე ლეგენდა. აქ ყაისნაღით ქსოვის ძირითადი სიმბოლოები არის მოცემული, მოქმედების საფეხურებით და ეს სავსებით საკმარისია ქსოვის შესწავლის I ეტაპისთვის:

image

სქემის კითხვის ძირითადი წესები კი ასეთია:

I. სქემის კითხვა და შესაბამისად, ქსოვა, ქვევიდან იწყება, იმ შემთხვევაში, თუ ქსოვა წაღმა უკუღმაზე ან ცენტრიდან ნაპირებისკენ (მრგვალი ფორმის უზორის ქსოვიდ დროს) მიმდინარეობს.
II. ყველა კენტი რიგი (I, III, V და ა.შ.) – წაღმა არის, რომელიც მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, ხოლო ლუწი (II, IV, VI და ა. შ.) რიგები – უკუღმაზე იქსოვება და მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება.
III. წრიული რიგები იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. სქემებზე, რიგები დანომრილი არის ან მათი გამოყოფა ფერებით ხდება.
IV. ქსოვაში არის ისეთი გაგება, როგორიც არის *რაპორტი*, რაც უზორის ნაწილის გამეორებას ნიშნავს. რაპორტი სქემაზე ორი ვარსკვლავით და გასამეორებელი თვლების რაოდენობით გადმოიცემა (*...*). ქსოვა იწყება იმ თვლებით, რომლებიც რაპორტამდე არის, შემდეგ რაპორტი იქსოვება იმდენჯერ, რამდენიც მოსაქსოვი მოდელის სიგანისთვის არის საჭირო და რიგი რაპორტის შემდეგ მოთავსებული თვლებით სრულდება.
ახლა უკვე შეგიძლიათ, ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით, უზორის მოქსოვა სცადოთ.

image

თავდაპირველად, უნდა მოქსოვოთ 30 ჰაეროვანი თვალისგან შემდგარი ჯაჭვი, რომელსაც ემატება 3 ჰაეროვანი თვალი უზორის დასაწყებად და კიდევ 1 თვალი სქემის მიხედვით, სულ – 34 თვალი. გახსოვდეთ, რომ ეს ჯაჭვი რიგად არ ითვლება.


image

ამის შემდეგ, დაიწყეთ I რიგის ქსოვა, რომელიც, როგორც უკვე აღნიშნული იყო, მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. ჯაჭვის პირველი 4 თვალი გამოიყენება უზორის ასამაღლებლად და I რიგი 1 ნამატიანი სვეტით იწყება.

image

შემდეგ, მოდის – 1 ჰაეროვანი თვალი, შემდეგ უნდა გამოტოვოთ 3 თვალი და მე-4 თვალიდან ამოვიღოთ სვეტი ნამატით და მის გვერდით კიდევ 2 ასეთივე სვეტი.


imageშემდეგ, 1 ჰაეროვანი თვალი, გამოტივეთ 3 თვალი, მე-4 თვალიდან ამოიღეთ 1 სვეტი ნამატით, შემდეგ ისევ 3 ჰაეროვანი თვალი და კიდევ 1 სვეტი ნამატით.


imageშემდეგ, ისევ 1 ჰაეროვანი თვალი, გამოტოვეთ ჯაჭვის სამი თვალი და გაიმეორეთ ყველაფერი სქემის მიხედვით, ანუ ისევ მოქსოვეთ 3 სვეტი ნამატით, შემდეგ გამოტოვეთ 3 თვალი და ა. შ., ჯაჭვის ბოლომდე. I რიგის ბოლოს უნდა იყოს: 1 სვეტი ნამატით, 1 ჰაეროვანი თვალი და 1 სვეტი ნამატით.

imageI რიგის დასრულების შემდეგ, მოქსოვეთ 3 ჰაეროვანი თვალი, II რიგისთვის სიმაღლის მისაცემად.

imageშემოაბრუნეთ ნიმუში და ქსოვა გააგრძელეთ სქემის მიხედვით. გახსოვდეთ, რომ II რიგი მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება. წინა რიგის ბოლოს, 3 ჰაეროვანი თვალის მოქსოვის შემდეგ, 3 სვეტი უნდა მოქსოვოთ, წინა რიგის, 1 თვალისგან შემდგარ არკაზე.


imageშემდეგ 1 ჰაეროვანი თვალი, 1 სვეტი ნამატით, წინა რიგის ნამატებიანი სვეტების შუაში,

image1 ჰაეროვანი თვალი და 7 სვეტი ნამატით, წინა რიგის 3 თვლიან არკაზე.


imageშემდეგ ყველაფერი მეორდება რიგის ბოლომდე.

imageრიგის ბოლოს, ისე როგორც წინა შემთხვევაში, მოქსოვეთ 3 ჰაეროვანი თვალი, შემდეგი რიგისთვის, მოაბრუნეთ ნიმუში და მოქსოვეთ 1 სვეტი ნამატით.

imageახლა თქვენ უკვე იცით სქემის კითხვა, ერკვევით ტერმინოლოგიაში და შეგიძლიათ მოცემული სურათების მიხედვით, უზორის ქსოვა გააგრძელოთ:

image


image

image

image

image

imageპირველი 4 რიგის მოქსოვის შემდეგ, უზორი დასრულდება, თუმცა ხელის გასავარჯიშებლად, შეგიძლიათ ქსოვა გააგრძელოთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ ე. წ *რაპორტით*, მხოლოდ რიგის ნაწილის კი არა, რიგების გამეორებაც ხდება. ამ შემთხვევაში, ეს პირველი 4 რიგია. ქვემოთ სურათზე, ნიმუში არის მოცემული, რომელიც 12 რიგისგან შედგება.

image

ამ გაკვეთილის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ ასეთი ბოლეროს მოქსოვა სცადოთ.

image


ზურგის სქემა ბევრად არ განსხვავდება გაკვეთილში განხილული სქემისგან. ის მხოლოდ 3 რიგისგან შედგება და ყოველი სამი რიგის შემდეგ, მეორდება.

image

image

რაც შეეხება წინა მხარეს, მისი სქემა გაკვეთილში განხილული სქემას ანალოგიურია:


image


ბოლერო ერთიანი ქსოვის ნიმუში არის. მაგრამ, არის ქსოვის ხერხი, როდესაც ჯერ ცალკეული ნაწილები იქსოვება, ხოლო შემდეგ, მათი გადაბმა ხდება.

imageეს გადაბმის ერთ-ერთი ხერხია, მაგრამ არა ერთადერთი. სხვადასხვა ნაწილების გადაბმა, როგორც ჰაეროვანი თვლებით, ისე შემაერთებელი სვეტით შეიძლება და ამ შემთხვევაში, ცალკეულ ნაწილებს შორის დაშორება დიდი არ იქნება.


იდეები, მოდელები, სქემები

1. image


2.

image

image

3. image

4. image

5. image

6. image

7. image

8. image

9. image

10. image

11. image

12. image

13. image

14.

image

15.

image

16.

image

17. image

18. image

19.

image

20. image

21. image

22.

image

23.

imageimage

24. image25. image26. image

27.

imageimage28. imageimage

29. imageimage

30. imageimage

31. image

32. image

33. image34. image

35. image

36. image

37. image

38. image

39.

image

40. image

41.

image

image

image

image

image

image

42.

image

image

image

43.

image

image

44. imageimageimageimageimageimageimageimageimage

45. imageimageimageimageimageimageimage

image

image

უზორები


1. image

2. image

3. image

4. image

5. image

6. image

7. image

8. image

9. image

10. image11. image12. image

13. image14. image

15. image16. image17. image

18. image

19. image

20. image

21.

image

22.

image

23. image

24. image

25. image

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image100-ზე მეტი იდეა ჩხირებით ქსოვის მოყვარულთათვის (მოდელები, სქემები, უზორები)

image

6
5326
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5326
  
2018, 9 მაისი, 16:07
გოგონებო მასავლეთ როგორ მოვქსოვო ყაისნაღით წვრილი ზორტივით
რაგაცაა სპირალივიტ იხვევა
2017, 24 აგვისტო, 18:26
საწყენი არაფერია, პირიქით დიდი მადლოვა. ნამდვილად არ ვიცოდი.
2017, 24 აგვისტო, 16:55
თუ არ მიწყენ: "უზორი" რუსული სიტყვაა და ქართულად ნაყშია :)
2017, 24 აგვისტო, 16:54
რა კარგად ვქსოვდი ერთ დროს, როცა დრო მქონდა. გადასაფარებელიც კი მქონდა მოქსოვილი ყაისნაღით.
2017, 23 აგვისტო, 11:16
მადლობა
2017, 23 აგვისტო, 10:45
ყოჩაღ...კარგია...ჩემი სიყვარულია ქსოვა....(ვერ წარმომედგინა ჩემი ერთი დღეც კი ქსოვის გარეშე.....მაგრამ) ....საინტერსო და ლამაზი სტატიაა
0 1 6