პოლიტიკა პუტინის კუბო და მისი დაკრძალვის სრული ცერემონია ქალაქის ცენტრში 2017, 18 ივლისი, 16:00 ხარკოველმა აქტივისტებმა „დაკრძალვის“ მსვლელობა მოაწყვეს ქალაქში და რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს კუბო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფიტულით. ამ სახით აღნიშნეს ხარკოველებმა რუსეთის დღესასწაული. ![]() ოცი ადამიანი მონაწილეობდა პროცესიაში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთნ, სადაც დაასვენეს კუბო „პუტინით“. „ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - ხარკოვს არ ჭირდება პუტინი, ის არავის ჭირდება. ასე რომ მშვიდად განისვენოს“, _ განაცხადა აქტივისტმა იური ლიხოტამ. აქციის დროს მუსიკოსები უკრავდნენ სამგლოვიარო მარშს და „ჰიტს“ _ «Путин ху*ло». შემდეგ აქტივისტებმა გაარღვიეს ძალოვნების კორდონში და კუბო დატოვეს საელჩოს შესასვლელთან, იუწყება Диванная сотня. „სიმბოლურად ჩავატარეთ პუტინის დაკრძალვა. ჩვენი მთავარი მიზანია -პუტინის დასამარება თავებში, გონებაში. ასე უკეთესია, ვიდრე მიწაში ჩაფლვა“, _ აგვიხსნა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა, „მარჯვენა სექტორი“- ს წარმომადგენელმა იური კიხოტამ... აქციის მონაწილეებმა ეს რუსეთის დღეს მიუძვნეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაციონალური ლიდერის ვლადიმერ პუტინის თქმით, დამოუკიდებელი უკრაინა რუსეთის ფედერაციის ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამება. იხილეთ ასევე: 1.რატომ ქრება დროდადრო ვლადიმერ პუტინი. მიზეზი ყალყზე დაგიყენებთ თმებს! 2. ვინ არის პუტინის სიძე . 3. 10 არარსებული სახელმწიფო 945 10-ს მოსწონს
|