x
image
melody_inside
10 ყველაზე საოცარი კომპიუტერული პროგრამის შეცდომა კაცობრიობის ისტორიაში
PAC-ს კონსულტანტის პიერ აუდოინომის მიერ ახლახანს ჩატარებულ გამოკითხვაში გამოვლინდა, რომ თითქმის ყველა გამოკითხული ხელმძღვანელი არჩეული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებას წინასწარ ახდენს.

მიუხედავად ამისა, შეცდომები მაინც ხდება. გთავაზობთ კაცობრიობის ისტორიაში ათ ყველაზე საინტერესო პროგრამულ შეცდომას.


10. შეცდომა 5 600 ბანკომატის პროგრამულ უზრუნველყოფაში:

image

იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს ბანკში მოხდა შეცდომა 5 600 ბანკომატის პროგრამულ უზრუნელყოფაში, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით 24 საათი. რამოდენიმე დღის მანძილზე შეუძლებელი იყო ონლაინ-ბანკინგით სარგებლობა. მხოლოდ 10 დღის შემდეგ შეძლო ბანკმა გადარიცხვების წარმოება ჯამში 1, 5 მილიარდი აშშ-ს დოლარის ოდენობით (მილიარდ ევროზე მეტი).


9. ულიმიტო ფული:
image
ავსტრალიის ქალაქებში სიდნეიში, მელბურნში და ბრისბენში კლიენტებს შეეძლოთ შეუზღუდავი რაოდენობით ფულის გამოტანა 40 ბანკომატიდან 5 საათ ნახევრის მანძილზე.


8. დაიბლოკა სმარტფონები:

image
მობილური კავშირის ოპერატორმა ლიდერ კომპანიას სმარტფონების წარმოებაში ინტერნეტ-სერფინგი გამოურთო. მომხმარებლებს არ ჰქონდათ წვდომა ელექტრონული ფოსტის ჩანაწერებზე და არ შეეძლოთ მყისიერი შეტყობინებების მიმოცვლა. უფრო მეტად დაზარალებული რეგიონები იყო ევროპა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და ლათინური ამერიკა.

7. ნაადრევი სიხარული:

image

Green Card-ს გათამაშების 20 000 -ზე მატმა მონაწილემ გაიხარა,
მიიღო რა ნებართვა ემუშავა აშშ-ში პროგრამული შეცდომის გამო. მოგვიანებით, ყველა შედეგი განულებული იქნა და შედგა ბარათების განმეორებითი გათამაშება.


6. დააპატიმრეს უდანაშაულო ადამიანები:

image
კომპიუტერულ სისტემაში 3 600 დეფექტის და ინფორმაციის ელექტრონული გადაცემის პრობლემის შედეგად, 22 უდანაშაულო ადამიანი იქნა დაპატიმრებული ავსტრალიის ერთ-ერთ შტატში (ახალი სამხრეთ უელსი).

5. ცრუ საშემოსავლო გადასახადი:

image
პროგრამული შეცდომის გამო 600 000 გერმანელ მოქალაქეს შეცდომით გაეგზავნა საშემოსავლო გადასახადი.


4. უკონტროლო ავტომანქანები:

image

დაახლოებით 1 მილიონი ამტომანქანა იყო მთელი მსოფლიოდან უკან მოთხოვნილი იაპონელი მწარმოებლებისგან. მიზეზი გახდა შეცდომა მინების ელექტრონული ამწევებში, რომელიც ცეცხლის გაჩენის მიზეზი შეიძლება გამდარიყო. წარმოების აქციები თითქმის 5%-ით დაეცა.


3. კლიენტის კონფიდენციალურ ინფორმაციის ღია

ხელმისაწვდომობა:

image

გერმანულ ტურისტულ კომპანიაში რეგისტრაციის შემდეგ ელექტრონული ბილეთის შეძენისას, ადამიანები სერვისის მომხმარებლის ყველა მონაცემს ხედავდა, მათ შორის მისამართს და ტელეფონის ნომრებს.


2. უზუსტობანი ომში:

image
2, 7 მილიარდი აშშ დოლარი (2 მილიარდი ევრო) დაიხარჯა აშშ-ს არმიის კომპიუტერული სისტემისთვის. სისტემას ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა რეალური დროის რეჟიმში, ასევე უნდა უზრუნველეყო გარკვეულ ადგილებში რეალური სიტუაციის ანალიზი. ამის ნაცვლად,
სისტემას მარტივი ანალიტიკური ამოცანის შესრულებაც კი არ შეეძლო. მიღებული იქნა ასევე არასწორი შეტყობინებები.

1. მრავალმილიონიანი ჯარიმა და გადასახადი:
image
ჯარიმა 25 მილიონი აშშ დოლარი იქნა დადგენილი ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის მიერ საერთაშორისო ფინანსური
მომსახურების მომწოდებლის მიმართ. კომპანიას მოუხდა მოტყუებული ინვესტორისთვის ზარალი აენაზრაურებინა 217 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით (160 მილიონი ევრო).


იხილეთ ასევე:

1. ფაქტები, რომლებიც ჯობდა, არ გცოდნოდათ



2.ჩრდილოეთ კორეაში ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ მათი კოსმონავტი მზეზე დაეშვა!!!



3. ერთ ქვეყანაში ყოველ დღე Facebook 6 საათით არის გამორთული! რატომ? მიზეზი გაგაოცებთ!


0
849
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0