x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ უნდა მივაყოლოთ ყველანაირ ყავას წყალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
image


ნებისმიერ ნორმალურ ყავახანაში ფინჯან არომატულ ყავასთან ერთად აუცილებლად მოგართმევენ ერთ ჭიქა გრილ წყალს. ამ უძველეს ტრადიციას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს: ისეთ სასმელს, როგორიც ყავაა, მართლა უმჯობესია მივაყოლოთ წყალი და არა მხოლოდ გემოს უკეთ გახსნის მიზნით.

ყავის შემცველი სასმელების უამრავი ნაირსახეობა არსებობს: კაპუჩინო, ლატე, ესპრესო და ა.შ. თუმცა ნერვულ სისტემაზე მოქმედების თვალსაზრისით პრინციპული განსხვავება არის მხოლოდ მარცვლოვან და სუბლიმირებულ ანუ ხსნად ყავას შორის.

საქმე ის არის, რომ ყავის მარცვლის სტრუქტურა არაერთგვაროვანია. მისი გარე ნაწილი - გარსი შეიცავს ყველასათვის კარგად ნაცნობ ალკალოიდს - კოფეინს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული მატონიზირებელი მოქმედება ახასიათებს. მარცვლის შიდა ნაწილში კი შედის კიდევ ერთი ალკალოიდი - თეობრომინი.


image
ხსნადი ყავის წარმოებისას გამოიყენება მარცვლის მხოლოდ შიდა ნაწილი; გარსი კი ეცლება და გამოიყენება სამედიცინო პრეპარატებისა და ენერგეტიკული პროდუქტების საწარმოებლად. ხოლო თუ საქმე გვაქვს მარცვლოვან ყავასთან, ესე იგი მასში ერთდროულად ორი სახის ალკალოიდი შედის.

როცა მარცვლოვან ყავას (მოსახარშ, ე.წ. თურქულს ან ესპრესოს) მივირთმევთ, ეს ორი ალკალოიდი ჩვენს ორგანიზმში ერთდროულად ხვდება, ხოლო მოქმედებას თანმიმდევრობით იწყებენ. ჯერ მუშაობას იწყებს კოფეინი - სწორედ მას უკავშირდება გამომაფხიზლებელი ეფექტი. მაგრამ დაახლოებით 25 წუთის შემდეგ მოქმედებას იწყებს თეობრომინი. კოფეინი ავიწროვებს სისხლძარღვებს მთელს ორგანიზმში, გარდა თირკმლებისა; ამ უკანასკნელებში, რამოდენიმე ყლუპი ესპრესოს მიღების შემდეგ, სისხლძარღვები, პირიქით, ფართოვდება. შედეგად ვიღებთ წნევის მატებას და შარდის გამოყოფის მოთხოვნილებას; ეს უკანასკნელი დაკავშირებულია თირკმლებში სისხლის მიწოდების გაუმჯობესებასთან.

თუმცა, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ადამიანს უჩნდება ძილის სურვილი; ამასთან, ბევრ ადამიანს უჩნდება თირკმლების არეში უსიამოვნო სიმძიმის შეგრძნება. ეს უკვე ნიშნავს თეობრომინის მოქმედების დასაწყისს: წნევა ყველა სხვა ორგანოში იმატებს, თირკმლებში კი - იკლებს.

თირკმლებში სისხლის მიწოდების ჩვეული რეჟიმის დარღვევის თავიდან აცილებისთვის არის სწორედ მნიშვნელოვანი ყავის თითოეულ ყლუპს მივაყოლოთ ერთი ყლუპი წყალი.


image
ხსნადი ყავის შემთხევევაში ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. რადგანაც მას ამზადებენ ყავის მარცვლის შიდა ნაწილისგან, რომელშიც კოფეინის შემცველობა 10%-ს არ აჭარბებს, თეობრომინი კი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, სასმელის ეფექტიც ცოტა განსხვავებულია, ვიდრე მარცვლოვანი ყავისა.

კერძოდ კი, გამოფხიზლების ფაზა არც ისე გამოხატულია, ზოგჯერ საერთოდ არ არსებობს, სამაგიეროდ, ასეთ სასმელს მკვეთრად გამოხატული ძილიანობის ეფექტი აქვს.

ასე რომ, თუ რომელიმე თქვენი ნაცნობი ამბობს, რომ ყავაზე პარადოქსული რეაქცია აქვს და მისი დალევის შემდეგ გამოფხიზლების მაგივრად ძილი უფრო ერევა, ე.ი. ის არა მარცვლოვან, არამედ სუბლიმირებულ ყავას მიირთმევს.



image
მძღოლებმა, რომლებსაც გრძელ მანძილზე უხდებათ მგზავრობა და რომლებიც ხშირად ყიდულობენ სხნადი ყავის საფუძველზე დამზადებულ სასმელებს, სპეციალური ტერმინიც კი მოიგონეს - "30-ე კილომეტრის ეფექტი". ეს ნიშნავს: მსგავსი სასმელის მიღებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ანუ დაახლოებით 30-ე კილომეტრზე, მძღოლს ელოდება ძილიანობის პერიოდი, რომელიც ერთ საათამდე გრძელდება. ეს არის სწორად თეობრომინის ფაზა.

ასე რომ სხნად ყავასაც, ასევე უმჯობესია მივაყოლოთ უბრალო წყალი, რათა მისი მიღების შემდეგ ძილი არ მოგვეკიდოს.



ასევე უნდა ვიცოდეთ:


1. არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


2. არასოდეს დალიოთ ლუდი ერთჯერადი ჭიქით! - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image


3. რომელი ნაყინია ყველაზე ნატურალური - რა აჩვენა ექსპერტიზამ

image


4. რა არის სინამდვილეში საღეჭი რეზინი - წარმოუდგენელი რამ, რაზეც არავინ დაფიქრებულა!

image


5. შეიძლება თუ არა ცხელი ჩაის (ყავის) ცივი წყლით გაზავება? - ეს ბევრმა არ იცის!

image

0
13524
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
13524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0