სხვა 10 გენიალური ხრიკი, რომლის შესახებაც ინტერნეტმა ჯერაც არ იცის 2017, 7 ივლისი, 13:02 გენიალური ხრიკები, რომლის შესახებაც ინტერნეტმა ჯერაც არ იცის მადლობა ინტერნეტს, რომ ჩვენ ვიცით უამრავი ხრიკი და საიდუმლო, რომელთა დახმარებითაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ადვილი და სახალისო ხდება. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ისეთებიც, რომელთაც ინტერნეტში ვერ იპოვით.№ 1. ჩაფინეთ ნაგვის ცელოფანი ნაგვის ყუთში და შემდეგ შეავსეთ იგი. ყუთის გაწმენდა ბევრად უფრო ადვილი იქნება.№ 2. თუკი ფეხსაცმელი გიჭერთ და ეს დისკომფორტს უქმნის თქვენს ფეხებს, მოჭერით ჰიგიენური საფენის ნაწილი და ჩააკარით თქვენს ფეხსაცმელში, რათა თავიდან ავიცილოთ ტრამვები.№ 3. თუ გსურთ სასიამოვნო სუნი იყოს თქვენს აბაზანაში, დაამატეთ რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი ტუალეტის ქაღალდის შიდა ნაწილში.№ 4. თუ გინდათ, რომ თქვენს სახლში სისუფთავის სუნი იდგეს, მტვერსასრუტით გასუფთავებისას, ჩაყარეთ ცოტაოდენი სარეცხი ფხვნილი მტვრის ტომარაში.№ 5. უნივერსალური სუნელის რეცეპტი: შევურიოთ მარილი, წითელი წიწაკა, პაპრიკა და კურკუმა. ეს ნარევი ყველაფერს მოუხდება.№ 6. მაკიაჟის მოსაშორებელი ადვილად აშორებს ასევე სტიკერების აძრობის შემდეგ დარჩენილ წებოს.№ 7.მოათავსეთ პარფიუმის ტესტერები დაკეცილ ტანსაცმელებს, პირსახოცებსა და თეთრეულს შორის, რომ დატოვოთ მათზე სასიამოვნო სურნელი.№ 8. თუ რაიმე მიზეზით ვერ მიიღებთ შხაპს, გაისუფთავეთ კანი ხელის სადეზინფექციო საშუალებით და შემდეგ გამოიყენეთ დეოდორანტი.№ 9. ჩაყარეთ ცოტაოდენი სანელებელი ნიჟარაში და მორეცხეთ ცხელი წყლით, რათა თქვენ სამზარეულოში კარგი სურნელი იყოს. დარიჩინი საუკეთესო ვარიანტია.№ 10. თუ არ გაქვთ სახლში ცხელი წყალი, უბრალოდ ჩართეთ სარეცხი მანქანა 90 გრადუსზე და გადაამისამართეთ მილი თვენს აბაზანაში.გაქვთ საინტერესო თქვენი საკუთარი ხრიკები? გაგვიზიარეთ ისინი კომენტარებში! 640 4-ს მოსწონს 1-ს არა
|