ქალი და მამაკაცი საოცნებო მკერდი 2012, 18 აპრილი, 12:22 რამდენიც უნდა ისაუბრონ ქალის გამოხედვის სექსუალურობაზე, სათუთ კანზე და თმებზე, მამაკაცების პრიორიტეტები ნიკაპს ქვევით არის მიმართული. როგორც ასწლეულების წინ, მამაკაცი გაცნობისას მზერას ქვევით მიაპყრობს არა მოკრძალებულობის გამო, არამედ ქალის მკერდის შესათვალიერებლად.
რა თქმა უნდა ქალის მკერდი და ზომა არ განსაზღვრავს ურთიერთობის მომავალ განვითარებას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება-მადისაღმძვრელი დეკოლტეს მფლობელებს მეტი შანსი აქვთ.
საოცარია, რომ ვნებები დუღს ორი მცირე ჯირკვლის გარშემო, რომლის ძირითადი დანიშნულებაა რძის გამომუშავება შთამომავლობისთვის. როგორც ჩანს ამ რძესთან გადაეცემა ძლიერ სქესს ქალის მკერდისკენ სწრაფვა.
მკერდის ფორმა და ზომა გენეტიკურად განისაზღვრება. ევროპაში ქალების უმრავლესობას ნახევარსფეროსებური, აზიაში-კონუსური, აფრიკაში- მსხლისებური ფორმის მკერდი აქვთ. დანარჩენი დამოკიდებულია ინდივიდუალურ კომპლექტაციაზე, ასაკზე, ცხოვრების წესზე და მოვლაზე.
იდეალში სილამაზის კანონების მიხედვით ძუძუსთავი განლაგებული უნდა იყოს მხრის ძვლის შუა დონეზე, ხოლო მანძილი ლავიწამდე 2-ჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე მკერდის ნაკეცამდე. მკერდი ბუნებრივად ნაზი და სუსტია, სხვა ორგანოებისგან განსხვავებით მას იცავს არა ძვლები და კუნთები, არამედ მხოლოდ ცხიმის თხელი ფენა, მყესები და კანი. ისინი ქმნიან ერთგვარ ბუნებრივ ბიუსჰალტერს. კოსმეტიკა თუ ქრონობიოლოგებს დავუჯერებთ, მკერდის მოვლისთვის საუკეთესო დროა დილის 10-11 საათი. კოსმეტოლოგები გვირჩევენ მკერდის მოვლის საშუალება შევიზილოთ დილა-საღამოს მთელ მკერდზე და დეკოლტეზე ყელამდე- მიმართულებით-ზევით, ეკონომიის გარეშე. მომენტალური მოქმედების ჯადოსნური ელექსირი ჯერ არ გამოუგონებიათ, მაგრამ საბოლოო შედეგი დიდად არის დამოკიდებული საშუალების აქტიურ კომპონენტებზე. ტანის მოვლის რძე სასწაულებს არ ახდენს, ის მხოლოდ სინორჩეს უნარჩუნებს კანს. სიმშრალის, მოშვებულობის, პიგმენტაციის, სტრიების მოსაშორებლად საჭიროა აქტიური საშუალებები. მაგ. ლიფტინგ-კრემები შეიცავს სპეციალურ ლაბისებრ ნივთიერებას, რომელიც მოიცავს მთელ მკერდს უხილავი ქსელის სახით, ჭიმავს და ამკვრივებს კანს, სხვა კომპონენტები აძლიერებს უჯრედების მუშაობას, რის გამოც მკერდი თანდათან „მაგრდება“ ახალ კონტურებში. ალტერნატივა შეიძლება იყოს სახის და ყელის დამჭიმავი კრემები. ფრანგი კოსმეტოლოგები პირდაპირ ურჩევენ ქალებს მკერდსაც ისე მოუარონ, როგორც სახეს: გაწმინდონ რძით და ტონიკით, გაიკეთონ ნაზი პილინგი, წაისვან აღმდგენი შრატი, დამჭიმავი კრემი და ა.შ. სპორტული მიდგომა ფიტნეს-დატვირთვა არაერთმნიშვნელოვნად მოქმედებს მკერდზე. თუ თეთრეულს სწორად არ შეარჩევთ, აერობული ვარჯიშის დროს (სირბილი, სიარული და ა.შ.) სარძევე ჯირკვლები მუდმივად იმოძრავებს და კანი გაიჭიმება და მოეშვება. საჭიროა სპეციალური ტოპი, რომელიც კარგად დაამაგრებს მკერდს დაწოლის და დისკომფორტის გარეშე. სპორტ-დარბაზში მკერდის ზომის გაზრდა შეუძლებელია, მაგრამ აწევა და მისი მოხაზულობის შეცვლა სავსებით რეალურია. ამ ზონის ვარჯიში ავითარებს მკერდის კუნთებს, ისინი უშუალოდ არის დაკავშირებული სარძევე ჯირკვლებთან, მათი სწორად განვითარების და გამკვრივებისას, მკერდი მიმზიდველად გამოიყურება. გმირობას არავინ გთხოვთ, მაგრამ რამდენიმე აზიდვა პლიუს ჰანტელებით წავარჯიშება თვალსაჩინო შედეგს გამოიღებს. მასაჟი არსებობს მკერდის მასაჟის ბევრი მეთოდიკა. ის ძირითადად მიმართულია სისხლის მიმოქცევის, დრენაჟის გაუმჯობესების და კანის გამკვირვებისკენ. მასაჟის გაკეთება უმჯობესია ყოველდღე შხაპის ქვეშ და კრემის წასმის დროს. არსებობს თვითმასაჟის რამდენიმე ზოგადი წესი: პირველი-მოძრაობა უნდა იყოს ზევით მიმართული, მეორე-მოძრაობამ უნდა მოიცვას დეკოლტეს მთელი ზონა, მესამე-არანაირი დაწოლა, ხელის დატყაპუნება და დაზელვა, მეოთხე- მასაჟი მხოლოდ საცხით სრულდება. მკერდის მოდელირება ანდეთ პროფესიონალებს, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკას ფლობენ, ასევე იყენებენ სახვევებს და ნიღბებს. შესანიშნავ ეფექტს იძლევა წყლით მასაჟი. თუმცა მისი გაძლება ყველას არ შეუძლია-ეფექტს მხოლოდ ცივი წყალი იძლევა. წყლის ნაკადის წრიული მოძრაობა მკერდს ატონიზირებს და ამკვრივებს. ცხელი წყალი პირიქით ადუნებს შემაერთებელ ქსოვილს. ამიტომ აბაზანის მიღებას კოსმეტოლოგები მჯდომარე მდგომარეობაში გვირჩევენ, წყალში მხრების ჩაშვების გარეშე. დანის ქვეშ დღეს მკერდის პლასტიკა ჩვეულებრივ საქმედ გადაიქცა. ოპერაცია სავსებით მისაღებია, მცირე დრო სჭირდება და შესანიშნავ ეფექტს იძლევა. კეთდება მიკროსკოპული ნაკვეთი, ხოლო თუ ნაკერი ცუდად ხორცდება, მას ლაზერით ასწორებენ. იმპლანტანტი სრულიად შეუმჩნეველია გარეგნულად და ხელის შეხებითაც. მთავარია არჩეული ზომა და ფორმა შეესაბამებოდეს სხეულის აღნაგობას. ამგვარად კმაყოფილი დარჩებით და გარშემომყოფების ღიმილსაც არ გამოიწვევთ. გაიხსენეთ, როგორ გამოიყურება გამხდარი ვიქტორია ბექჰემის სხეულზე მძიმე „ბურთები“. ექიმს წინასწარ შეუთანხმეთ ფორმა, ზომა და სიმკვრივეც კი. სარძევე ჯირკვალი მოძრაობისას ოდნავ უნდა ირხეოდეს. ხარკი მოდას ღია კაბები, ღრმა ამონაჭერი, მიმზიდველი დეკოლტე-გაზაფხულის კოლექცია თითქოს შექმნილია მკერდის ხიბლის წარმოსაჩენად. შეგიძლიათ მიმართოთ მცირე ეშმაკობასაც. მკერდს ვიზუალურად გაადიდებს, მადისაღმძვრელად წარმოაჩენს push-up სტილის ბრები, მათი ალტერნატივაა გელის შემცველი ბალიშები, რომელთა შეძენა ინტერნეტ-მაღაზიებშიც შეგიძლიათ. მათ ათავსებენ ბიუსჰალტერში, ისინი რბილდება სხეულის სითბოს გავლენით და იღებს მკერდის ფორმას. ზოგიერთი მოდელის მიმაგრება პირდაპირ ტანზე შეგიძლიათ და თეთრეული საჭირო აღარ არის. არ დაივიწყოთ მბზინავი პუდრი, დეკოლტეს ხიბლს შემატებს ასევე საცხი და ზეთი სინათლის ამრეკლავი ნაწილაკებით. 22.03.2010 1494 4-ს მოსწონს |
და ვამაყობ :D