x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ცნობილები ანომალიებით, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევიათ
კარგად მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური-ს" სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.


მართალია პრიალა იდეალები სხვაგვარად გამოიყურება, თუმცა სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს. თვით მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც მალავენ იმ ნაკლს, რომელსაც შეგვიძლია ანომალია ვუწოდოთ, რადგან დაბადებიდან დაყვებათ მათ ეს დეფექტი, თქვენ კი აქამდე არც კი შეგინიშნავთ.



1. Megan Fox. (მეგან ფოქსი)image
ცნობილი მსახიობის მომაჯადოვებელ სილამაზეს თავისუფლად შეუძლია მისი ანომალური ნაკლის დამალვა. მსახიობი ბრაქიდაქტილიით დაიბადა (ბრაქიდაქტილია ფეხის ან ხელის თითების სიმოკლე, განუვითარებლობაა). მეგანს ცერა თითები სწორედ ასეთი აქვს.



2. Elizabeth Taylor. (ელიზაბეტ ტეილორი)image
ფილმ "Lassie Come Home"–ს გადაღების დროს რეჟისორმა მსახიობს მოსთხოვა მაკიაჟის სრული მოცილება, რადგან ერთ ეპიზოდში ასე იყო საჭირო. ვერ მოხერხდა მისი სისადავის წარმოდგენა, რადგან ელიზაბეტს წამწამები ორრიგად ჰქონდა თურმე გაზრდილი, თვალებიც უჩვეულო ლურჯი–ლავანადის ფერებში ჰქონდა და ვერავინ იტყოდა, რომ მას არანაირი მაკიაჟი არ ჰქონდა.




3. Alan Rickman. (ალან რიკმანი)image
ვისაც გაქვთ მსახიობის ხავერდოვანი ხმა მოსმენილი, გეცოდინებათ თუ როგორია ის. თუმცა ეს მისი ბუნებრივი ხმა არ არის, მსახიობი დაიბადა ქვედა ყბის თანდაყოლილი დეფექტით, რამაც გავლენა იქონია ლაპარაკის მანერებსა და ტემბრზე.



4. Kate Bosworth. ( ქეით ბოსუორტი)image
მსახიობს აქვს თანდაყოლილი გენეტიკური დაავადება, თუმცა მას როგორც დაავადებას არასოდეს განიხილავენ– მისი ერთი თვალი ლურჯია, მეორე კი ყავისფერი. მედიცინის ენაზე კი ეს ჰეტეროქრომიაა. მსგავსი დაავადებით დაიტრაბახებენ ასევე მსახიობები Mila Kunis (მილა კუნისი) და Christopher Walken (ქრისტოფერ უოკენი).



5. Vanessa Paradis. (ვანესა პარადი)image
ბავშვობიდან შესთავაზეს ვანესას კბილებსშორისი სივრცისგან გათავისუფლება, თუმცა გოგონამ ამაზე უარი თქვა. სტომატოლოგების გაოცების მიუხედავად კარიერის აწყობასა და ცნობილობაში ამ ფაქტს ხელი სულაც არ შეუშლია. (მსგავსი ანომალია აქვს მომღერალ მადონასაც).



6. Seal. (სილი)image
ბავშვობაში მომღერალმა გადაიტანა ბატონები, რამაც სახეზე არასასიამოვნო ნაწიბურები დაუტოვა, თუმცა მას ხელი არაფერში შეუშალა ამ კვალმა. ის პოპულარული და ბევრის ფავორიტი მომღერალია. ხვდებოდა მოდელ ტაირა ბენკსს და დაქორწინებული იყო ჰაიდი ქლუმზე.



7. Halle Berry. (ჰოლი ბერი)image
ბევრისთვის საყვარელ მასხიობს მარჯვენა ფეხზე აქვს 6 თითი. როგორც წესი ჩამოყალიბების პროცესში ხდება ქირურგიული ჩარევა და ამპუტაცია ამ ზედმეტი კიდურების, თუმცა მსახიობს ის ისევ აქვს და პოპულარობაში ხელს სულაც არ უშლის. ასევე თამამად ატარებს ღია ფეხსაცმელს. (სხვათაშორის ფართოდ გავრცელებული ანომალიაა და მსახიობ Ashton Kutcher- ეშტონ კაჩერსაც აქვს მოკვეთილი ზედმეტი თითები ორივე ფეხიდან).




2
2749
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2749
  
2017, 7 ივლისი, 20:57
გეთანხმები ლალი
2017, 7 ივლისი, 16:55
ტეილორი მართლაც ძალიან ლამაზი იყო
0 1 2