სხვა წარმოუდგენელი ხატები, რომელთა ნახვა შეგირყევთ ფსიქიკას 2017, 7 ივლისი, 11:49 ხატწერა წარმოიშვა ბიზანტიაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა V საუკუნეში. ბიზანტიის იმპერია 1453 წელს დაეცა. მართლმადიდებელ ხალხებთან ერთად ხატწერამ გაიარა უზარმაზარი გზა დროსა და სივრცეში.
ხატი მჭიდროდაა დაკავშირებული ქრისტიანული აზროვნების ევოლუციასთან, ამის მრავალი მაგალითი კატაკომბურმა ხელოვნებამ დაგვიტოვა. ქრისტოლოგია (სწავლება ქრისტეზე), ხატმებრძოლეობა, პნევმატოლოგია (სწავლება სული წმიდის შესახებ) - ყოველივე ეს აისახა ხატებში, რომლებიც აიგება კანონების შესაბამისად, რაც თავისებური ზღუდეებია, რომლებსაც მათი საღვთისმეტყველო ფუნქციისათვის აწესებს ეკლესია. სამყაროს კონცეფციის გამომხატველი ხელოვნება, გარკვეულ ენას წარმოადგენს, თანაც, ზედმიწევნით დამუშავებულ ენას. რომ გაიგო ხატის ენა, მხოლოდ ადამიანს კი არ უნდა იცნობდე, არამედ ამ ენის სინტაქსიც უნდა გესმოდეს. ხატის ხელოვნება გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე სხვა ყველაფერი, ითვალისწინებს ხილულიდან უხილავზე გადასვლას. სწორედ ამისკენ მიისწრაფიან მისი ფაქიზი და რთული სტრუქტურები. თუ ამ სტრუქტურებს მოიშორებ - ტექსტის არსებით ელემენტებს მოაკლდები. ამგვარად, ხატის გაგება შესაძლებელია მხოლოდ მისი სრული სახით. ხატწერასაც თავისი კანონები და გამონაკლისები გააჩნია, თუმცა წარსულში არსებული ხატები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, ნამდვილად შეგირყევთ ფსიქიკას და გათქმევინებთ– "ნუთუ მართლა მათ წინაშე ლოცულობდა ხალხი"?!! ● ამ ხატზე წარმოდგენილია ღმერთი სამი სახით– მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა, ანუ სამება. სადაც სამი სახე ერთარსად წარმოდგენილია ოთხი თვალით. სამება ერთიანობის და განუყოფელობის სიმბოლოა. მსგავს ხატებს უიშვიათესად შეხვდებით, თუმცა 300 წლის წინ ისინი ფართოდ იყო გავრცელებული. XVIII საუკუნეში კი წმინდა სინოდმა გასცა ბრძანება მსგავსი ხატების აკრძალვაზე. ტობოლსკის სამების ხატი, 1729 წელი. ავტორი უცნობია. კოლუმბიელი მხატვრის Gregorio Vazquez de Arce-i-Ceballos ნაწერი ხატი "სამება". 1697 წელი. ● კიდევ ერთი, დიდმოწამე ქრისტოფერ "ძაღლისთავას" დაუვიწყარი გამოსახულება. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მისი გამოსახულება როგორც ძაღლის თავი, სიმბოლურად ეყრდნობა მის სიმამაცესა და სისასტიკეს წარმმართებთან ბრძოლაში; ლეგენდის თანახმად კი იგი საიდუმლო რასის წარმომადგენელი იყო. რუსეთში ამ ხატების მიმართ ლოცვა ოფიცილურად წმინდა სინოდის ბრძანებით 21 მაისის (1 ივნისი) 1722 წელს აიკრძალა, რის შემდეგაც ხატების უდიდესი ნაწილი ან განადგურდა, ან გადაკეთდა. მხოლოდ ძველმორწმუნეები არ დაემორჩილნენ ბრძანებას და განაგრძეს ამ ხატების მიმართ ლოცვა და პატივისცემა. იკონოგრაფიული ტრადიციის მიხედვით დიდმოწამე ქრისტოფერ ძაღლისთავა არა ძაღლის, არამედ ცხენის თავით იყო წარმოდგენილი. დიდმოწამე ქრისტოფერის ხატი ჩერეპოვის ხელოვნების მუზეუმიდან. XVII საუკუნე. ● მაცხოვარს ხატმწერები აიგივებენ ადამიანთან, ამიტომ იესო ქრისტე მოსფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ისე ჰყავდათ გამოსახული ხატზე, ფიზიკურად როგორც თვითონ გამოიყურებოდნენ (კანის ფერი, წვრილი თვალები და ა.შ). მაცხოვრის ხატი "მე ვარ გზა" (უგანდა). ● მაცხოვარი გოლგოთას გზისკენ (Charles Ndege). ტანზანია. ● უფლის შობა. (ჩინეთი) ● მადონა ჩვილი იესოთი ხელში. ინდოელთა ტომი ნავახო, ა.შ.შ – New Mexico. ● სამება უძველეს ამერიკაში. ● ავსტრალიელი აბორიგენები. იესო იცავს მკვიდრ მოსახლეებს თეთრკანიან ბარბაროსებისგან. ● წარმართთა და კერპთაყვანისმცემელთა სიმბოლოები ხატებზე. ყოვლისმჭვრეტელი თვალი პოლონურ ხატზე. ● მართლმადიდებლური ხატების სიმბოლოები XVIII საუკუნის დასაწყისში. P.S. როგორც ხედავთ, ჩვენ ყველა ვართ სტერეოტიპების მომსწრეები და აქ არსებული ხატები, რომლებზეც წმინდანები არიან გამოსახულები, სრულ დაბნევამდე მიგვიყვანს. 2961 20-ს მოსწონს |
თუ შეიძლება ერთ რამეს დავამატებ რომ ხატი სათაურით "სამება უძველეს ამერიკაში" დარწმუნებული ვარ სამებას არ გამოსახავს. ის ფერისცვალების ხატია. შეგიძლიათ ფერისცვალების ნებისმიერ ხატს შეადაროთ.