ბრწყინვალე ხრიკები, რომ გავაგრილოთ სახლი კონდიციონერის გარეშე და გადავურჩეთ საშინელ სიცხეს, 40°C-შიც კი
დადგა ზაფხული და დაიწყო სიცხეები. ტემპერატურა ბოლო დღეებში საქართველოში რეკორდულად გაიზარდა და უფრო და უფრო ძნელი ხდება გავუძლოთ სიცხეებს. მითუმეტეს ხომ ყველას არ აქვს საშუალება მთის და ზღვის კურორტებზე გაგრილდეს. დროა უახლოეს მაღაზიებში კონდიციონერის საყიდლად გავიქცეთ, მაგრამ თუ ამის საშუალებაც არ გვაქვს? ხელს ნუ ჩაიქნევთ. გამოსავალი არსებობს, რომ გადავურჩეთ საშინელ სიცხეებს. მე გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რომელიც ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებთ ზაფხულის თანმდევ ყველაზე საშინელ მოვლენას - სიცხეს.1. დახურეთ ჟალუზები
იცოდით, რომ სიცხის დიდი ნაწილი, დაახლოებით 30% რაც თქვენს სახლში ტრიალებს ფანჯრებიდან შემოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟალუზების დახურვა არსებითად ხელს უშლის, რომ თქვენი სახლი არ გადაიქცეს მინიატურულ სათბურად. ეს განსაკუთრებით ეხება სამხრეთის და დასავლეთის ფანჯრების შემთხვევას.2. ყურადღება მიაქციეთ კარებს
თუკი ყურადღებას მიაქცევთ კარების დახურვა-გაღების საკითხს, უკეთ შეინარჩუნებთ სიგრილეს. მაგ. ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელ ოთახს ადგება მზე დღის სხვადასხვა ნაწილში და ამ დროს გამოკეტეთ ამ ოთახის კარები. 3. ვენტილატორის ხრიკი კონდეციონერის ნაცვლად
კონდენციონერსაც კი არ შეუძლია მოგცეთ სანაპიროს გრილი ნიავი... მაგრამ ამ ხრიკს შეუძლია. აავსეთ თასი ცივი წყლით და ჩაყარეთ რაც შეიძლება მეტი ყინული, ან აიღეთ ყინულის პაკეტი და დადგით ზუსტად ვენტილატორის წინ. ყინული თბილ ჰაერს შთანთქავს და ცივს გამოუშვებს. მენდეთ: ეს ჯადოსნური ხრიკია.4. გამოცვალეთ თეთრეული
ზაფხული ის დროა, როცა არა თუ საჭირო არამედ აუცილებელია თეთრეულის შეცვლა. აუცილებლად გამოიყენოთ კოტონის ან სხვა ისეთ ნაჭრის თეთრეული, რომელიც ადვილად სუნთქავს და რჩება გრილი. 5. ფოკუსირდით არა სახლის არამედ საკუთარი სხეულის ტემპერატურაზე
თუ თქვენი წინაპრები გადარჩნენ კონდიციონერის გარეშე, მაშინ თქვენც გადარჩებით. ჩაიცვით თხლად, დალიეთ გემრიელი ცივი სასმელები, დაიდეთ სველი ნაჭრები კისრისა და მხრების მიდამოებში. გამოიყენეთ სხვა ხერხებიც და ნელ-ნლა შეამჩნევთ, რომ ფოთლები ფერს შეიცვლიან და გვალვებიც მალე ჩაივლის.
6. შემოუშვით ღამის ჰაერი სახლში
ზაფხულში საღამოობით ტემპერატურა იკლებს, ამიტომ აუცილებელია, რომ სახლები გავანიავოთ. აუცილებლად დატოვეთ ფანჯრები ღია დაწოლამდე. დარწმუნდით, რომ მათ მანამ დახურავთ, სანამ მწველი მზე ამოიწვერება.გისურვებთ სასიამოვნო ზაფხულს!