x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ინსომნია

imageადამიანთა უმრავლესობას ცხოვრებაში რამდენჯერმე მაინც გამოუცდია ძილთან დაკავშირებული სირთულეები. ჩვეულებრივ, ასეთი პრობლემები დროებითი და ნორმალურია სტრესის ან სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედების დროს. მაგრამ როდესაც ძილის პრობლემები რეგულარულად ვლინდება და ხელს უშლის პიროვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ დიაგნოზი არის ძილის დარღვევა. ძილის დარღვევას გაცილებით უფრო მძიმე შედეგები აქვს, ვიდრე ეს უბრალოდ უძილობაა. ხშირად ძილი ადამიანის ზოგადი სამედიცინო მდგომარეობის კარგი საზომია. ნორმალური ძილი მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობისა და ემოციური სტაბილობისათვის. სამწუხაროდ, მცირე უძილობასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის გუნება- განწყობილებაზე, ენერგიულობაზე, ეფექტურობასა და სტრესთან გამკლავების უნარზე. ძილთან დაკავშირებული სირთულეების უგულებელყოფა იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას, უბედურ შემთხვევებს, პრობლემებს სამსახურსა და პირად ურთიერთობებში.


ცნობილია ძილის დარღვევების დაახლოებით 80 განსხვავებული ტიპი. მათგან ყველაზე უფრო გავრცლებულია:

- ინსომნია

- ძილის აპნეა

- ცირკადული რითმის დარღვევა

- ნარკოლეფსია

- ძილის დროს გამოვლენილი ქცევები (Nighttime Sleep
Behaviors)

ინსომნია (უძილობა) არის ძილის საერთო დარღვევა, რომლის სიმპტომებიც ვლინდება როგორც ღამით, ასევე დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ, ღამით გამოვლენილი სიმპტომებია დაძინებასთან დაკავშირებული სირთულეები, წყვეტილი, ზედაპირული ძილი ან ადრე გამოღვიძება. დღის სიმპტომები მოიცავს ცუდად ყოფნის განცდას, დაღლილობას, დარღვევებს ფსიქიკურ ფუნქციებში, როგორიცაა მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები. ინსომნიის დიაგნოზი ისმევა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სიმპტომები გრძელდება მინიმუმ ერთი თვე, ხოლო თუ ძილის დარღვევა 6 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, საქმე გვაქვს ქრონიკულ ინსომნიასთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მეათე მოზრდილი ადამიანი იტანჯება ინსომნიით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველას, ვისაც უჭირს დაძინება, არ აქვს ინსომნია. სიტყვა “პერსისტენტული” განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან ხანდახან უამრავ ადამიანს შეიძლება ეძინოს ცუდად, თუმცა მათი პრობლემა დროებითი და წარმავალია.ინსომნიის კლასიფიკაცია ხდება მისი ხანგრძლივობის მიხედვით:

- დროებითი ინსომნია - ერთ თვეზე ნაკლები ხანგრძლივობა

- მოკლევადიანი ინსომნია - ერთიდან ექვს თვემდე პერიოდი

- ქრონიკული ინსომნია - 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობა

ამასთანავე, ინსომნია შესაძლოა კლასიფიცირდეს შემდეგნაირად:

- პირველადი ინსომნია - ინსომნია, რომელთან ერთადაც არ თანაარსებობს სხვა დაავადება.

- კო - მორბიდული ინსომნია - ინსომნია, რომელიც თანაარსებობს სხვა სამედიცინო ან ფსიქიატრიულ დაავადებასთან ერთად. თუმცა ინსომნიის დიაგნოზი რომ დავსვათ, ის არ უნდა იყოს გამოწვეული მასთან ერთად არსებული დაავადებით. ხშირად ინსომნია უფრო ამძიმებს სამედიცინო და ფსიქიატრიულ მდგომარეობას და ართულებს მკურნალოაბას.

ინსომნიით დაავადებულ ადამიანთა დაახლოებით 75% - ს შეუძლია მოახდინოს მისი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება:

- ხშირ შემთხვევებში ეს არის ოჯახური და სამსახურეობრივი სიტუაციებისაგან გამოწვეული სტრესული მდგომარეობა. ცუდი ძილი ყველაზე გავრცელებული რეაქციაა სტრესზე, მაგრამ არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები სტრესთან გამკლავების სტრატეგიებში და სწორედ ეს განსხვავებები განსაზღვრავს განვითარდება თუ არა ინსომნია.

ინსომნიაზე მოქმედი ბიოლოგიური ფაქტორებია:

- ქრონიკული ტკივილი, როგორიცაა ართრიტი და თავის ტკივილი.

- სიძნელეები სუნთქვისას (ასთმა), გულის მუშაობის პრობლემები.

- დეპრესია, შფოთვა და სხვა ფსიქიატრიული აშლილობები

- მედიკამენტები და ხშირად მოხმარებადი ნივთიერებები: კოფეინი, ნიკოტინი და სხვა სტიმულიზატორები. ალკოჰოლი.

- ინსომნიის გენეტიკური პრედისპოზიცია. ამჟამად არ არსებობს რისკის საკვლევი ობიექტური მეთოდები, მაგრამ ტყუპების კვლევა აჩვენებს, რომ გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსომნიის ჩამოყალიბებაში.




0
34
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ სამხარაძე 5
მარიამ სამხარაძე 5
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0