x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139025
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
«ცოცხალი ქვების» მოვლა და გამრავლება
image


ეს საოცარი მცენარე, 1811 წელს, ინგლისელმა ბოტანიკოსმა და ბუნებათმცოდნემ უილიამ ბერჩელმა აღმოაჩინა, სამხრეთ აფრიკის ქვიან უდაბნოში მოგზაურობის დროს. ხოლო მოგვიანებით გამოქვეყნებულ წიგნში, მან ტექსტს აღმოჩენილი მცენარის ნახატებიც დაურთა. როგორც მეცნიერი წერდა, ქვებს შორის მცენარე ისე კარგად იყო შენიღბული, რომ მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის გამო შეამჩნია.

image

image

ლიტოფსები – უდაბნოს «ცოცხალი ქვები»


აღმოჩენის შემდეგ, ლიტოფსმა ბოტანიკოსებისგან დამალვა თითქმის 100 წლის მანძილზე კიდევ მოახერხა. მას მთელი საუკუნის მანძილზე ყურადღებას არ აქცევდნენ. მისი დღევანდელი სახელიც «lithos» – ქვა და «opsis» – გამოიყურება, მცენარემ მხოლოდ 1922 წელს მიიღო. ამჟამად, აღმოჩენილი და შესწავლილია მისი 60-მდე სახეობა. გარეგნობით მცენარეები მართლაც სხვადასხვა შეფერილობის ქვებს მოგვავგონებენ. ხოლო შემოდგომაზე, როდესაც კოკრებს იკეთებს, უკვე შესამჩნევი ხდება, რომ უბრალო ქვებთან კი არა, ცოცხალ მცენარეებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ყვავილის გვირგვინს, ის შეიძლება თეთრი ან ყვითელი ფერის იყოს.
imageმცენარის «ქვისებურ» გარეგნობას მნახველი შეცდომაში შეჰყავს. სინამდვილეში, ერთმანეთზე მჭიდროდ მიდებული «ქვები», მისი ფოთლებია, რომლებიც ფაქტიურად, ტენით არის გაჯერებული. ეს ერთგვარი რეზერვუარია, რომელშიც მცენარე, უდაბნოშეი ესოდენ საჭირო წყლის მარაგს ინახავს.

«ცოცხალი ქვის» დიამეტრის ზომა, უმეტეს შემდხვევაში, 5 სმ-ს არ აღემატება. ფოთლები მოკლე ღეროზე არის მიმაგრებული, ხოლო საარსებო წყაროს გრძელი ფესცებით მოიპოვებს. მიუხედავად მისი ბუნებრივი თვისებებისა, სახლის პირობებშიც კარგად იზრდება: თესლიდან ამოზრდილი «ქვები» დიდი ხნის მანძილზე ახარებს თავისი პატრონის გახარებას, თან განსაკუთრებული ზრუნვის მოთხოვნის გარეშე.


image

image

ლიტოფსების მოვლა სახლის პირობებში

image

image


თუ ყველა წესის დაცვით მოუვლით ამ მცენარეს, ის მთელი წლის მანძილზე იყვავილებს. მისი ფოთლები ძალიან მკვრივია და დაახლოებით, წელიწადში ერთხელ, ახლით იცვლება. როდესაც მცენარე კარგად გრძნობს თავს, მისი 2 ფოთოლი მჭიდროდ ზის ნიადაგზე. გარკვეულ ზომამდე გაზრდის შემდეგ, «გახდომას» იწყებს და ხმება, ხოლო ნაპრალიდან ახალი ფოთლების კვირტები ჩნდება.

რადგან ლიტოფსია უდაბნოს მკვიდრია, ძალიან უყვარს სინათლე, ამიტომ, ის სამხრეთის ფანჯრის რაფაზე უნდა მოათავსოთ და თუ ამის შესაძლებლობა არ არსებობს, საღამოს საათებში, ხელოვნური განათება უნდა ჩაურთათ.


image


მცენარისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 20–24 °С არის. ამ მხრივ მას განსაკუთრებული მოთხოვნები არა აქვს. მთავარი ის არის, რომ მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს. საქმე იმაშია, რომ უდაბნოში, განსაკუთრებით ცხელ დღეებში ლიტოფსია იძინებს და მხოლოდ ღამის საათებში, როდესაც ტემპერატურა ეცემა, იწყებს გამოცოცხლებას.
ჩვენს პირობებში, წლის თბილ სეზონზე, მცენარეების აივანზე ან ბააღში შეიძლება გატანა, მაგრამ მზისგან მისი დაცვა არ დაივიწყოთ.

image

გადარგვა

image


image

image

როდესაც ლიტოფსის ფესვთა სისტემა ქოთნის მოცულობას შეავსებს, ის უნდა გადაირგას განიერ და უფრო ღრმა ქოთანში. ქოთნის სიმაღლე უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ძირითადი ფესვის სიგრძე არის. ამასთან, ქოთნის ძირში, აუცილებელია სადრენაჟე სისტემის გაკეთება, რადგან მცენარე წყლის შეგუბებას ვერ იტანს. გადარგვის შემდეგ, ის 2–6 კვირის მანძილზე, განათებულ გარემოში უნდა იყოს (დღე სამხრეთის ფანჯარაზე, ღამე შუქი აუნთეთ). ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი გრუნტი ნოტიო იყოს და ორპირში არ მოხვდეს.


მცენარის სუბსტრატი კი ასეთია:


* 2 წილი მიწა;

* 1 წილი თიხა;

* 2 წილი გარეცხილი ქვიშა;

* ცოტა ტორფი.


image


გრუნტის ზედაპირი, გადარგვის შემდეგ, დაფარეთ კვერცხის დამტვრეული ნაჭუჭით, პატარა კენჭებით ან მულჩირების სხვა საშუალებით, რომელიც ქოთნიდან წყლის აორთქლებას შეაფერხებს და გრუნტს ხავსისა და სოკოს ობისგან დაიცავს.

სასუქის მიწოდება საჭირო 2 წელიწადში ერთხელ არის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში მცენარე არ გადაგირგავთ (სავარაუდოდ, გადარგვა 5-6 წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო).

რაც შეეხება სასუქის სახეობას – გამოიყენება კაკტუსის სასუქი. მაგრამ, მითითებულ, რეკომენდირებულ დოზაზე, 2-ჯერ ნაკლები. საერთოდ, სასუქი ამ მცენარეებისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო და უმჯობესი იქნება, თუ 2 წელიწადში ერთხელ გადარგავთ.

image

მორწყვა

image


როგორც აღნიშნული იყო, ლიტოფსია უდაბნოს მკვიდრია და მას გარკვეული პერიოდის მანძილზე, წყლის გარეშეც შეუძლია არსებობა. მაგრამ, ჭარბი ტენის და დრენაჟის არ არსებობის შენთხვევაში, მცენარე იღუპება.
ლიტოფსმა ყოველთვის კომფორტულად რომ იგრძნოს თავი, ყვავილობის და ახალი ფოთლების ამოსვლის პერიოდში, 2-3 კვირაში ერთხელ უნდა მორწათ, წყლის კონტეინერში 2 სთ-ით ჩადგმით (წყალი ქოთნის პირამდე უნდა იყოს, მაგრამ შიგნით არ უნდა ჩადიოდეს) ან კვირაში ერთხელ, თითოეული მცენარის ძირში, 2 ჩ. კ. წყლის დასხმით. ამასთან, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ ფოთლებზე წყალი არ მოხვდეს.

რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, როდესაც მცენარეს დასვენების პერიოდი აქვს, მორწყვა საერთოდ არ არის საჭირო. მორწყვა არც მაშინ შეიძლება, როდესაც მცენარე ფოთლის შეცვლას იწყებს. წყალი არ უნდა დაასხათ, ვიდრე ძველი ფოთლები მთლიანად არ გახმება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს წყალი მოაკლდება, ის მოჭმუჭნული ფოთლებით შეგატყონინებთ ამას.


image


image

გამრავლება სახლის პირობებში

image


გამრავლების ერთადერთი საშუალება – თესლით გამრავლება არის. ხოლო საუკეთესო დრო – გაზაფხულია. თესლის შეძენა მაღაზიაში შეიძლება (მცენარიდანაც შეიძლება მისი მიღება, მაგრამ ამის გაკეთებას მხოლოდ შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების ადამიანს შეუძლია). რაც შეეხება ვარგისიანობას, შეიძლება ითქვას რომ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება, რადგან ის 7-8 წელი ინახება.

ლიტოფსს ძალიან პატარა ზომის თესლი აქვს და დასათესად, საუკეთესო სუბსტრატი ქვიშა არის, ხოლო მორწყვის დროს, პულვილიზატორის გამოყენება არის საჭირო. 25°С ტემპერატურის პირობებში, მცენარე 7-10 დღეში იწყებს ამოსვლას. ის ძალიან ნელა იზრდება, ნამდვილი ფოთლები მხოლოდ 4-6 თვის შემდეგ ჩნდება.

როდესაც ახალგაზრდა ლიტოფსების სიმაღლე ქოთნის სიმაღლეს მიაღწევს, გრუნტის ზედაპირი პატარა კენჭებით უნდა დაფაროთ. ხოლო ობის ან ხავსის პირველსავე ნიშნების შემთხვევაში, ნიადაგი კალიუმის ქლორიდის (მარგანცოვკა) ხსნარით უნდა დაამუშაოთ.
პირველ წელს მცენარე იმავე გრუნტში უნდა დარჩეს. მისი გადატანა არ შეიძლება, ხოლო შემდეგ წელს, მას შემდეგ, რაც ფოთლებს გამოიცვლის, გადარგვა უკვე შესაძლებელი იქნება.

image

image

image


P.S. პატარა მცენარეები უკეთესად მაშინ ვითარდებიან, როდესაც მათ შორის დიდი დაშორება არის, უკვე ზრდასრული «ცოცხალი ქვები» კი ახლო-ახლოს უნდა იყოს დარგული – დაშორება მცენარეებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 2–3 სმ-ს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* ყველაზე უჩვეულო ყვავილები მსოფლიოში

* ყველაზე საინტერესო, მცენარეების შესახებ (+ ფოტო – მარიხუანას ღიმილი)

* მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო

* საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ
image

0
1001
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1001
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0