საზოგადოება მომღერალმა ადელმა განაცხადა, რომ წყვეტს თავის საკონცერტო მოღვაწეობას! 2017, 30 ივნისი, 18:25 ეს განცხადება მომღერალმა ლონდონში სტადიონზე Wimbley Stadium შოუს მსვლელობისას გააკეთა. “ორშაბათიდან ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დედა, მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ ამის შემდეგ. ჩემი ბოლო კონცერტი გაიმართება კვირას და წარმოიდგინეთ, ამას ველოდები სულმოუთქმელად, ამას ვაკეთებ ჩემი შვილის, ანჯელოს გულისთვის. ჩემმა ბიჭმა იმოგზაურა მთელს მსოფლიოში ჩემს კონცერტებთან ერთად, თითქმის ორი წელი. ის პრაქტიკულად გაიზარდა, სანამ მე განვახორციელე ეს ტურნე. ჩემმა მეუღლემ საიმონმა ამ ხნის მანძილზე წარმოუდგენელი მოთმინება გა- მოავლინა, მისი ხელშეწყობის გარეშე ამ ტურნეს ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. მე უკვე ჩავატარე 119 შოუ და რაც დარჩა, იმით 123 გახდ- ება! მინდა გითხრათ, რომ შემთხვევით არ დამიგეგმავს ჩემი ბოლო კონცერტის ჩატარება ლონდონში, რადგან მინდოდა ეს მომხდარიყო ჩემს მშობლიურ ქალაქში.’’ განაცხადა ადელმა. თაყვანისმცემლები კი შოკში არიან ამ განცხადებით და სთხოვენ ადელს, რომ გადაწყვეტილ- ება შეცვალოს. 218 7-ს მოსწონს
|