x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საქართველოს მომავალი სახელმწიფო დროშა (?) – პოსტს აქვეყნებს იაგო შეყილაძე
პროფესიით მათემატიკოსი, ასტრონომი და პოეტი იაგო შეყილაძე facebook–ის საკუთარ გვერდზე წერს პოსტს, სადაც განმარტავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი დროშა ყალბ ეროვნულ იდეალებზეა დაყრდნობილი, სრულიად არა ქართული და არა მართლმადიდებლური შინაარსის მატარებელია და სასწრაფოდ უნდა შიცვალოს. პოსტში იმასაც დასძენს, რომ ვისაც არ სურს შეცვლა, შეუძლია სააკაშვილის სურათთან ერთად სახლში დაიკიდოს და ყოველგვარი ანგარების გარეშე იმარტვილოს.


image


მოკლედ, იაგო შეყილაძის მიერ განმარტებულ პოსტებს უცვლელად გთავაზობთ:


"ის პარაკლისის დროს ილია მეორეს არ მოუხსენიებია!
არც ბერ გაბრიელს უწინასწარმეტყველნია გაკვრით ერთ დროს!
„გაგიკვირდებათ“ და ის არც მასონურ ძალთა სამსახურში ჩამდგარ ჩვენს უგუნურ თანამემამულეებს ეხატებათ გულზე! - „ობშეჟიტიური„ ურჩევნიათ!

სამაგიეროდ მისი ფასდაუდებელი მნიშვნელობა ერს გააცნობიერებინა ილია ჭავჭავაძემ;
ერს გაუცოცხალა და დაუბრუნა ზვიად გამსახურდიამ!
მის არსში ჩაშენებულია და ადუღაბებს მას დავით აღმაშენებლის ტიტანური საქმეები!
მისთვის იბრძოდა ყველა ჩვენი ღირსეული მამულისშვილი მებრძოლი იყო იგი, ქვითხურო, მეფე თუ პოეტი;ქალი თუ კაცი!
მის სათავეში კი თავის 24 საუკუნოვანი გენიალური რეფორმებით დიდი ფარნავაზი დგას!
გაიცანით! იგი ერის სამი ხელის-ხელ საგოგმანებელი საუნჯის მასიმბოლიზებელი საქართველოს მომავალი სახელმწიფო დროშა სახელწოდებით:
მ ა მ უ ლ ი, ე ნ ა, ს ა რ წ მ უ ნ ო ე ბ ა
გლობალისტური საცდურებით სავსე მსოფლიოში ჩვენი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების ჭეშმარიტი ბაირახტი!"



image


* * * * *


თვითმყოფადობის შენარჩუნების გზით გლობალიზაციის საცდურთა წინააღმდეგ
29.06.2017


"ყალბი ეროვნული იდეალების ქვეშ, მათ შორის კი უწინარესად ყოვლისა ქრისტემგმობლური და რომის ეკლესიის მამათა სიბნელითა და უმეცრებით მოღაღადე წითელი 5 ჯვრიანი დროშით, რომელიც ამავე დროს როგორც სიმბოლო არათუ არაქართულია ეროვნული მოტივებისაგან საერთოდ თავისუფალია ოცნების საქართველო ვერ აშენდება!
ამასთან იგი მიღებულია უკანონო პარლამენტის მიერ ფაქტების სამარცხვინო და დანაშაუბლებრივი გაყალბების პირობებში და წარმოადგენს მიშა სააკოვის ბინძური საქმეების სახეს ასე რომ მას არანაირი პოტენცია არ გააჩნია გლობალისტური სატყუარებით მობრჭყვიალე მსოფლიოში წინ მიუძღოდეს ერს და მარად შეახსენებდეს მას მის მიერვე საშვილიშვილოდ დასაცავ ღვთაებრივ საუნჯეთა რაობას, რათა მან ისტორიულ ქარტეხილებში გამოტარებული თვითმყოფადობა მაღალი ეროვნული სტანდარტის დონეზე შეინარჩუნოს!
შესაბამისად ეროვნული რეფერენდუმის გზით ქართველი ერის მიერ იგი საჯაროდ და მსოფლიოს დასანახად უნდა იქნეს შეცვლილი სამ საუნჯოვანი დროშით: მ ა მ უ ლ ი, ე ნ ა, ს ა რ წ მ უ ნ ო ე ბ ა, რომელიც სრულ მხატვრულ შესატყვისს წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის მიერ ერის ისტორიის ანალიზზე დაყრდნობით შემუშავებული და შესაბამისი სიტყვიიერი სახით ჩამოყალიბებული ერის უკვდავების ფორმულისა, რა იდეის უკანაც რეალურად ერის სულ მცირე 24 საუკუნოვანი ისტორია დგას და არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია და შეუძლებელია გააჩნდეს, იმდენად კრისტალიზებული სახითაა მასში კონცენტრირებული ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების ყველა აუცილებელი კომპონენტი და ქართველი ერის დიდი ისტორია და კულტურა!
შენიშვნა: წარმოდგენილი ზემაღალი სამების მასიმბოლიზირებელ გრაფემათაგან: შვიდქიმიანი ვარსკვლავი(მამულის-ცენტრში), ასომთავრული „ანი“(ქართული ენის-მარცხნივ), “ჯვარი ვაზისა“(ქართული მართლმადიდებლობის-მარჯვნივ), რომელნიც დროშის ფონზე განთავსებული მოძრაობისა და მარადიულობის სიმბოლოს თეთრ-ოქროსფერი შვიდ ხვეულიანი ბორჯღალის ფონზე არიან აქ წარმოდგენილნი ბოლო:“ჯვარი ვაზისა“საქართველოს არაქრისტიანი და ათეისტი მოსახლეობის მიერ აღქმული უნდა იქნეს, როგორც ქართული მსოფლმხედველობის სიმბოლო (ამ გრაფემას ამის სრული პოტენცია გააჩნია), რა პირობებშიც მთლიანად სამება იღებს სახეს: მამული, ენა, მსოფლ-მხედველობა რა სახეცვლილებაც დროშის სიმბოლიზმისა ამავე დროს შორეულ პერსპექტივაში მის საბოლოო და სამარადისო (სამყაროსეულ)პოზიციად უნდა იქნეს აქ აღქმული.
მინაწერი:ვისაც ჰგონია რომ მაინცდამაინც 4 სახრების შექმნა უფლის ნება იყო და რომის სისხლიან იმპერატორს კონსტანტინე დიდსა და მის კმაყოფაზე მყოფ რომის ეკლესიის მაშინდელ მამებს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ტექსტები თავის ხუშტურებისა გამო არ გაუნადგურებიათ და მიუჩქმალავთ;
ვისაც ჰგონია რომ ასიოდე ჯვაროსანმა მოიგო დიდგორის ბრძოლა და არა დავით აღმაშენებლის გენიამ და ქართველი ერის გმირულმა ბრძოლამ, წმინდა გიორგოსანი დროშით;
ვისაც ჰგონია რომ სწორი წითელი ჯვარი და გნებავთ მორკალულ მხრებიანი ჯვარი ქართველი ერის თავისთავადობის ხელის-ხელ საგოგმანებელი სიმბოლოა და რომ მასში ფრანგი, ინგლისელი, გერმანელი, იტალიელი თუ ევროპის რომელიმე სხვა ხალხი სხვა სიმბოლიზმს დებს;
ვისაც ჰგონია რომ 300 წლიანი მონობიდან ქვეყნისათვის დედაქალაქის დამრუნებელი აღმაშენებლის ძეგლის ამ ქალაქისვე გულიდან გამძევებელი მიშა სააკოვი პატრიოტია და არა მსოფლიოში ლგბდ ტიპის იდეალთა ტვინაღრძობი მებაირახტე;
ვინაც საქართველოს მომავალს ნიუ-იორკის ქუჩებივით აჭრელებულ ობშეჟიტიის ტიპის ქვეყანაში ხედავს;
მას შეუძლია 5 ჯვრიანი დროშა მიშაკო სააკოვის სურათთან ერთად სახლში დაიკოდოს და ყოველგვარი ანგარების გარეშე მისთვის იმარტვილოს!
საღად მოაზროვნე და მისი მომავლისადმი ჭეშმარიტად მზრუნველი ერი მას თავის იდალად ვერ იგუებს, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ჩვენში ამ მარტივი და თავი და თავი სამართლიანობის აღდგენას!
დამსახურებით 90-იანების დიდი ეროვნული გამოღვიძებისა მთავარი ამ გზაზე უკვე მიღწეულია მეოთხედ საუკუნეზე მეტია არსებობს ილიას სწორუპოვარი სამების სრული ვიზუალური სახე-ხატი, მისი მრავალშროვანი სიმბოლიზმით, რომელიც შორეულ პესპექტივასაც კი ითვალისწინებს და შეწევნით ერის დიდ მამულისშვილთა სულებისა გამოტანილი უშუალოდ ქართველი ერის სამსჯავროზე ვიეთთა რეგალიებისა და ხუშტერების მიუხედავად იგი სანთელ-საკმეველს თავადვე მიაგნებს!"– წერს იაგო შეყილაძე.



0
316
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0