რელიგია ცოტნე გამსახურდია:"რომ გადმოვარდეს იქედან, ხო დეიღუპა საქრისტიანო" 2017, 29 ივნისი, 12:19 ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქუთაის-გაენათის ეპარქიის, მთავარეპისკოპოსის კალისტრატეს ფოტოს ეხმაურება და წერს: "ეპისკოპოსი კალისტრატე რომ გადმოვარდეს იქედან, ხო დეიღუპა საქრისტიანო. როგორ ყველა კლოუნადა ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს.." იქვე გამსახურდია ერთ-ერთი ქალბატონის კომენტარსაც პასუხობს: "თვითდაბრმავების კარგი მაგალითია, არა? აი, რას წერს ერთი ქალბატონი "ღრუბელთა ზედა მჯდომი" კალისტრატეს სურათზე; "ხალხნო, ნუ აყვებით სურათს. რაღაც ხდება! გავარკვიოთ რა ხდება და თუკი ვიღაცას აწყობს, ნუ ავყვეებით." სურათს ნუ აყვებით, თვალებს ნუ დაუჯერებთ, ყურებს ნუ დაუჯერებთ, გონებას ნუ უსმენთ. ეს ტახტრევანებზე წამოსკუპებული, ოქრო-ვერცხლით ასხმული პატარა კაცუნები ჯიპებში - შეთქმულებაა ბრმევლის წინააღმდეგ! " 926 5-ს მოსწონს 1-ს არა
|