x
image
ზურა7
"ბოლო ხანს ათეისტურმა აზრებმა შემაწუხეს" ნინო ნადირაძე ამაღელვებელ სტატუსს აქვეყნებს
image
ყველასთვის კარგად ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს, გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:


"ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა, რადგან გრძელი სტატუსებით თავის შეწყენა არ მიყვარს ადამიანებისათვის, მაგრამ, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მომეყოლა ეს ამბავი. ბოლო ხანს ათეისტურმა აზრებმა შემაწუხეს, რამოდენიმე თვე არ ვყოფილვარ ეკლესიაში, ამ პარასკევს, მე და გუგა გამოფენიდან გამოვედით და, გადავწყვიტეთ რუსთაველზე ფეხით გაგვევლო ერთად, რაც, ალბათ 10 წელია არ გაგვიკეთებია, და, ქაშუეთთან რომ ჩავიარეთ, უცებ, ორივემ, ერთმანეთისგან შეუთანხმებლად შევუხვიეთ ეკლესიისკენ, ჯვარცმასთან მამაჩემის სახელზე სანთელს რომ ვანთებდი, ვფიქრობდი, მამა, როგორმე მაგრძნობინე რომ საიდანმე მაინც მადევნებ თვალსთქო. ამ დროს მომიახლოვდა სათნო გარეგნობის გოგონა და მითხრა, წამოდით, ზეთს გაცხებენო! მე მივუგე, არც ვმარხულობ, არც ვეზიარები და მაინცთქო? მაინცო, თან დღეს კარგი დღეა, მოციქულების, ბართლომეს და ბარნაბის ხსენების დღეაო! მამაჩემს ბარნაბი ერქვა!"

imageimage





საინტერესო სტატიები:


"ლაფერა იმედზე გადადის, მე როტვეილერმა მიკბინა" ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს



"ქალი არის ნატანჯი, ნაშიმშილები და გაწამებული" ია ფარულავას სკანდალური განცხადება ქართული ფილმების გმირებზე

0
834
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
834
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0