დიდი ბაბუა ტომი ვილსი (Tommy Wells) დიდ ბრიტანეთში აღიარეს, როგორც ყველაზე ტატუირებული ადამიანი. ყოველი მილიმეტრი მის ტანზე დაფარულია ნახატით, რომელთა რაოდენობაც ამ წუთისთვის 1000_ზე მეტია. ექსპერტების თქმით ყველა ტატუს დათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.
69 წლის მამაკაცმა თავის უცნაურ გატაცებაზე 52 წელი დახარჯა, ახლა კი ნახატები მას უფარავენ:ხელებს, ფეხებს, ზურგს, მუცელს, ტერფებს, თავს, სახეს, ტუჩებს და ინტიმურ ადგილებსაც კი.
თავისი უკანასკნელი ტატუ მან რამდენიმე თვის წინ გაიკეთა, მისი ცოლის (სანდრას) სამახსოვროდ, რომელიც 7 წლის წინ გარდაიცვალა, 61 წლის ასაკში.ტომის განცხადებით მათ ერთად 44 დაუვიწყარი წელი გაატარეს."მე ვაღმერთებდი ჩემს მეუღლეს და ძალიან მძიმედ გადავიტანე მისი წასვლა.ამიტომ სხეულზე მისი ბოლო სიტყვები დავიხატე"ტომი, მე შენ ყოველთვის მეყვარები."