საზოგადოებრივი საუკუნის მოვლენა!!! დეკემბერში ადამიანის თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩატარდება 2017, 26 ივნისი, 15:11 მსოფლიო ისტორიას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ემატება. ეს არის ადამიანის თავის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც ამა წლის დეკემბერში იგეგმება. ამ უმნიშვნელოვანეს ოპერაციას იტალიელი ქირურგი სერჯიო კანავერო ჩაატარებს. 31 წლის ვალერი სპირიდონოვი, უკურნებელი სენით მიჯაჭვული ინვალიდის ეტლს, გახდება მსოფლიოში პირველი პაციენტი, რომელსაც თავის გადანერგვის ოპერაციას გაუკეთებენ. მიუხედავად დიდი რისკისა, ის მზადაა დაწვეს ქირურგის დანის ქვეშ, ოღონდ გახდეს ახალი, ჯანმრთელი სხეულის მფლობელი. ოპერაციას იტალიელი ქირურგი სერჯიო კანავერო ჩაატარებს. მსგავსი ოპერაცია მან წარმატებით განახორციელა ძაღლებზე და თაგვებზე. სავარაუდოდ, ოპერაციისათვის გამოყენებული იქნება ჯანმრთელი სხეული დონორისა, რომელსაც დაუფიქსირდება თავის ტვინის სიკვდილი. კანავეროს თქმით, ოპერაცია 36 საათს გაგრძელება და ის ჩატარდება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საოპერაციოში. პროცედურის ღირებულება იქნება დაახლოებით 18, 5 მილიონი დოლარი.ოპერაციის მსვლელობისას პაციენტს და დონორს ერთდროულად გადაუჭრიან ზურგის ტვინს. შემდეგ სპირიდონოვის თავს შეუთავსებენ დონორის სხეულს და ერთმანეთს გადააბამენ მასალით, რომელსაც ექიმი მაგიურ წებოს უწოდებს. ეს არის პოლოეთილენგლიკოლი, რომლითაც ხდება ზურგის და თავის ტვინის შეერთება. შემდეგ ქირურგი ერთმანეთს მიაკერებს კუნთებსა და ძარღვებს და ვალერის ოთხკვირიან ხელოვნურ კომაში ჩაძირავს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ პაციენტი გაუნძრევლად იწვეს, თორემ ერთი უნებლიე მოძრაობით მან შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაყაროს.გეგმის მიხედვით, როცა ოთხი კვირის მერე სპირიდონოვი გაიღვიძებს, მას უკვე შეეძლება გადაადგილდეს დამოუკიდებლად და ილაპარაკოს. ტალიელი ექიმის გეგმას სუფთა წყლის ფანტაზიას უწოდებენ, მაგრამ წარმატების შემთხვევაში ათასობით ინვალიდს და უკურნებელი სენით დაავადებულს გაუჩნდება იმედი განკურნებისა. ინდურ Times of India -სთან ინტერვიუს დროს კანავერომ განაცხადა იმის შესახებ, რომ ის მზადაა ამ საოცნებო ოპერაციის ჩასატარებლად, მიტუმეტეს, რომ ყველა ტექნოლოგია საუკეთესო მდგომარეობაში. კითხვაზე თუ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტმა დაიწყო ახალი ცხოვრება, იმოქმედებს თუ არა მის ფსიქოლოგიაზე, კანავერომ შემდეგნაირად უპასუხა: " რათქმაუნდა იმოქმედებს, 30 დღიანი კომის შემდეგ, ის ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სირთულეების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამ პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს, ჩვენი მედიკამენტები რათქმაუნდა არ მოაკლდება, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებას უფრო დამოუკიდებლად უნდა შეეცადოს." სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1. რა არის ტირილი და რატომ მოგვდის ცრემლები? 2. მობილური ტელეფონები, რომლებსაც ყველაზე ძლიერი ბატარეა აქვთ! 3. ემიგრანტის შვილის ემოციური პოსტი, რომელსაც მთელი საქართველო კითხულობს! 4. საკვები პროდუქტები, რომელიც ივნისში აუცილებლად უნდა მიირთვათ!!! 5. გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახებ! 6. რა არის სიყვარული? - 16 ილუსტრაცია, რომელიც ნამდვილ სიყვარულს დაგანახებთ 7. ჭერამი - ხილის სახეობა, რომლის შესახებაც არ გსმენიათ ბევრი რამ - ეს უნდა იცოდეთ!
1010 9-ს მოსწონს
|