x
image
ცუდი ბავშვი
უცნაური ცოცხალი წიგნი
image


დასაწყისი იხილეთ აქ


1 წიგნი რომელიც ცოცხალია


2 საიდუმლო ცოცხალი წიგნი





დავიწყე მესამე მოთხრობის კითხვა რომელშიც ეწერა სამ მეგობარზე, სამი მოზარდი რომლებიც ტყეში სეირნობისას წააწყდნენ ჯადოქარს რომელმაც მეგობრებს უწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილის დრო. პირველს უთხრა რომ სამ კვირაში მეხის დარტყმისგან მოკვდებოდა მეორეს კი ტყეში დათვი დაგლიჯავდა ერთი კვირის შემდეგ, და მესამეს კი იმ დღესვე ელოდან ხიდან გადმოვარდნით სიკვდილი. მოთხრობა დავამთავრე თუ არა წიგნი შემთხვევით ხელიდან გამივარდა და დაიხურა, ვცდილობდი გადამეშალა მაგრამ ამაოდ, წიგნი ვერაფრით გავხსენი. თავი დავანებე და შევინახე კარადაში. მეორე დილით მეგობრებთან წავედი რადგან ერთად წავსულიყავით ტანსაცმელების მაღაზიებში და რაიმე გვეყიდა. როდესაც ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებიდან ჩემი მეგობარს მოულოდნელად ფეხი დაუცდა და დაგორდა, ის ვერ ჩერდებოდა სანამ პირველ საფეხურამდე არ მივიდა, ვინც დაინახა ყველას ეგონა რომ მოკვდებოდა მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა თუმცა მრავალი მოტეხილობა ჰქონდა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი წიგნი გამახსენდა უკვე ვეღარ ვიტანდი მასში ჩაწერილ მოთხრობებს აღარ ვიცოდი რა მექნა, ვიცოდი ჩემს მეორე მეგობარსაც რამე დამართებოდა რამოდენიმე კვირის შემდეგ, მაგრამ ამის შესახებ მას ვერ ვეუბნებოდი რადგან გიჟად ჩამთვლიდა. მას შემდეგ რაც ჩვენი მეგობარი კიბეებიდან დაგორდა ვცდილობდი მეორე მეგობართან მეტი დრო გამეტარებინა რადგან შეძლებისდაგვარად მისთვის უბედურება თავიდან ამეცილებინა. გავიდა ერთი კვირა თუ არა მან ზოოპარკში წასვლა და დათვალიერება გადაწყვიტა, მე კი გავიფიქრე იქ ხომ გარეული ცხოველებია და მოთხრობის მიხედვით მეორე მეგობარს თავს დათვი ესხმოდა, ვცდილობდი ზოოპარკში წასვლა მისთვის თავიდან ამეცილებინა თუმცა ვერაფრით გადავათქმევინე. რა გაეწყობოდა მას წავყევი, საღამომდე იქ ვსეირნობდით და ვათვალიერებდით ცხოველებს და რათქმაუნდა მივედით დათვის გალიასთანაც, ამ დროს მეუბნება რომ ნაყინი მეყიდა, ნაყინის გამყიდველიც იქვე ახლოს იდგა, წავედი თუ არა საყიდლად და ჩემს მეგობარს თვალი როგორც კი მოვაცილე ის იმ წუთას გალისთან ახლოს მისულა ფოტოს გადასაღებად რა დროსაც დათვმა ის თათებით დაიჭირა და გალიის გისოსებზე ისეთი ძალით ახეთქებდა რომ გონება დააკარგვინა, ვინც კი დაინახა ყველა მის გაშველებას ცდილობდა დათვის კლანჭებისაგან და ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა გააშვებინეს, მეგობარს მრავალი სისხლდენა ჰქონდა ღრმად მიყენებული ჭრილობებიდან თუმცა საბედნიეროდ ისიც გადარჩა. დავრჩი მხოლოდ მე, ერთი კვირის განმავლობაში ვერიდებოდი წვიამიან ამინდებში გარეთ გასვლას, ერთ საღამოს ისეთი ამინდი იდგა თითქოს არ აპირებდა წვიმას ცა მოწმენდილი იყო და მზე მთელს ქალაქს ათბობდა, გადავწყვიტე ჩემი მეგობრების მონახულება, დაბნელდა თუ არა სახლში წამოვედი ცაზე კი ღრუბლები არ ჩანდა, რამოდენიმე წუთის შემდეგ ურღუბლო ცაზე არსაიდან მეხი ჩამოვარდა რომელიც მე დამეცა, გონება დავკარგე მაგრამ გონს მალევე მოვედი, დავინახე ჩემს თავზე ქუჩაში მოსეირნე ხალხი დამტრიალებდა და ზოგი პატრულს ურეკავდა ზოგიც სასწრაფოს. არვიცი მეხი საიდან ან როგორ გაჩნდა ვარსკვლავებით მოწმენდილ ცაზე, მე კარგად ვგრძნობდი თავს არაფერი მჭირდა და ექთნებმაც ვერაფერი გაარკვიეს მხერბს იჩეჩდნენ ეს როგორ უნდა მომხდარიყო, ან მე როგორ გადავრჩი მეხის დარტყმისგან.


სახლში მისვლის შემდეგ წიგნი გამოვიღე კარადიდან და ის სულ თავისუფლად გადავშალე. ავიღე და გარეთ მდგარ სანაგვე ყუთში მოვისროლე. დილით რომ გავიღვიძე და წიგნი ჩემს გვერდით მაგიდაზე დამხვდა მივხდი რომ მას ასე უბრალოდ ვერ მოვიშორებდი, გადავწყვიტე მოთხრობა წამეკითხა რადგან ეს ჯოჯოხეთი მალე დამემთავრებინა.

0
53
7-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0