x
image
ნინიჩკა
დღევანდელი საზოგადოება

imageარ ვიცი მე მეჩვენება თუ ხალხი მართლა შეიცვალა. ან იქნებ გავიზარდე და უკვე სხვა თვალით აღვიქვამ სამყაროს, საზოგადოებას და საერთოდ ამ ცხოვრებას. თუმცა ვხედავ, რომ ხალხი უფრო ცივი, გულგრილი და ჩაკეტილი გახდა. არ იციან ერთმანეთის გვერდში დადგომა. რომ კვდებოდე ხელს არ გამოგიწოდებენ დასახმარებლად, ისე ჩაივლიან გვერდით თითქოს ვერც კი შეგამჩნიეს. ალბათ ყველა ზედმეტ პრობლემას ერიდება და საკუთარზე ფიქრითაა შეპყრობილი. ზღაპარში არ მიცხოვრია თუმცა სითბოს და კეთილგანწყობას ვხედავდი ხალხში, დღეს კი მზერაც კი გაუცივდათ ადამიანებს, თითქოს რობოტებად იქცნენ და ისე არიან დაპროგრამირებულნი რომ საკუთარი თავის გარდა გვერდით არ უნდა გაიხედონ.ქართველები ერთმანეთის თანადგომით და დახმარებით გამოვირჩეოდით, დღევანდელობამ კი შეგვცვალა და ამ ევროპისკენ სწრაფვამ მათთნაირები გაგვხადა. ხშირად გამიგია ნათქვამი სიტყვები :“ საზღვარგარეთ 18 წლის შემდეგ მარტო ცხოვრობენ და სახლში მიანც ხარ და ისე იმუშავე''. ეს უბრალოდ მცირედი მაგალითია მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება ჩვენ მხოლოდ ცუდის სწავლა შეგვიძლია სხვა ერებისაგან.მუშაობა და საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის ცუდი თუმცა ამდენი საუკუნის განმავლობაში ამას არავინ მოგთხოვდა.

0
225
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0